არისტოტელე

არისტოტელე დაიბადა (ძვ. წ. 384-322) მაკედონიის ქ.სტიგარში, ბერძნულ კოლონიაში. მამამისი – ნიკომახე იყო ექიმი და მეგობარი მაკედონიის მეფის – ფილიპეს მამის – ამნისტისა. მან შეასწავლე ბუნებისმეტყველება, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არისტოტელეს მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. მამა დრე მოუკვდა და 17 წლამდე იგი ვინმე პროკსენმა აღზარდა. შემდეგ არისტოტელე 18 წლის ასაკში ჩადის ათენში სადაც 20 წლის განმავლობაში სწავლობს პლატონის სკოლაში. არისტოტელეს ძალიან უყვარდა თავისი მასწავლებელი, თუმცა მისი საწინააღმდეგო თვალსაზრისიც კი შეიმუშავა, იგი ამბობდა: მიყვარს პლატონი, მაგრამ კიდევ უფრო მეტად მიყვარს ჭეშმარიტებაო.

პლატონის სიკვდილის შემდეგ არისტოტელე წავიდა მცირე აზიაშის ადაც 3 წელი დაჰყო. შემდეგ იყო ქ. მიტილენაში სადაც მოიყვანა ცოლი და საცხოვრებლად ათენში გადავიდა სადაც რიტორიკული სკოლა გახსნა. თუმცა 343-342 წელს იგი ფილიპემ მიიწვია 13 წლის ალექსანდრე მაკედონელის აღმწრდელად. არისტოტელე მას ასწავლიდა 3 წელიწადს გამეფებამდე. შემდეგ დაბრუნდა ათენში და დაარსა სკოლა-ლიცეუმი (ლიკეიონი) სადაც 15 წელიწადს ასწავლიდა. გადმოცემით ამ პერიოდში მან დაწერა 1000 თხზულება. ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ მას დაუწყეს დევნა იგი იძულებული იქნა გაქცეულიყო ევბეზეწ ქ.ქალკიდაში, სადაც ძველი წერლთაღრიცხვით 322 წელს კუჭის ავადმყოფობით გარაიცვალა.

არისტოტელეს თხზულებებს სამ ჯგუფად ყოფენ:

1) “გამოქვეყნებული შრომები”, დიალოგები, რომლებიც, თურმე, შეიცავდა შესანიშნავ აზრებს და დაწერილი იყო ბრწყინვალე ენით. ამ თხზულებებიდან არც ერთი არ არის შემონახული.

2) კრებულები (ყველა დაკარგულია)

3) სასწავლო თხზულებები, რომლის მხოლოდ მეექვსედი ნაწილია შემონახული.

არისტოტელეს თხზულებები დარჩა მის მოწაფეს, თეოფრასტეს, რომელმაც გადასცა ისინი ნელეას. ამან კი პერგამენტები გადაიტანა ტროაში, ქ. სკეფსისში. ნელეას შთამომავლებმა ისინი შეინახეს სარდაფში, სადაც სინესტემ და თაგვებმა დააზიანეს ხელნაწერები. შემდგომ არისტოტელეს თხზულებები გაყიდულ იქნა ათენში, საიდანაც სულამ რომში წაიღო. აქ ანდრონიკე როდოსელის დახმარებით გრამატიკოსმა ტირანიონმა 60-50 წწ. (ძვ.წ.) გამოსცა ეს თხზულებანი. შემდგომში არისტოტელეს ნაშრომთა კრებული ბერძნულად გამოსცა ალდუს მანუციუსმა ვენეციაში 1491-1498. უახლესია მ. ბეკერის გამოცემა 1831-1870. არისტოტელეს ნაშრომთა ციტირება მიღებულია ამ გამოცემის მიხედვით.

არისტოტელეს თხზულებები ეხებოდა ცოდნის თითქმის ყველა დარგს. მან შემოიტანა ხმარებაში და დააფუძნა სიტყვა “ფიზიკა”. ბევრ ფუნდამენტურ საკითხს ჩაუყარა საფუძველი მეცნიერების ამ დარგში, ასევე მნიშვნელოვანი შედეგბი აქვს მათემატიკაში, ფილოსოფიაში, ეთიკაში, ლოგიკაში, მეტეოროლოგიაში, ორგანული ბუნების შესწავლის დარგში და სხვ.

საინტერესოა არისტოტელეს გნოსტიკურ ჭრილში განხილვა რომელსაც განიხილავს თომა აქვინელი. რა არის ჭეშმარიტად გაგებული არისტოტელე,რის საფუძველზეც აგებს თომა აქვინელი  “უნივერსალიებს?”

ჭეშმარიტი არისტოტელეს გაგება არის მაში ჭეშმარიტი მონიზმის განჭვრეტა!

პლატონის სამყროსეული წარმოდგენის გაორების წინააღმდეგ არისტოტელემ წამოაყენა სულის მთლიანობის ის პრინციპი,რომელიც შემდეგნაირად გამოხატა (და აქ მას მთლიანად ეთანახმიერება პლოტინი):

სამყაროში ის განჭვრეტს ერთიან არსებას, რომელიც ერთსადაიმავე დროს თანაბრად ითავსებს იდეებსა და გრძნობით აღსაქმელ მოვლენებს. ამას არისტოტელე შემდეგნაირად გამოხატავს:

ის, რაც მონაწილეობს ადამიანის სამშვინველის შექმნაში, არის ადამიანის სულის აქტიობა. აქტიური განსჯა, რომელიც უწყვეტად მოღვაწეობს ადამიანის სიცოცხლის მანძილზე,და არა ისე, რომ მეხსიერების მსგავსად შეწყვეტა-განახლებას ექვემდებარებოდეს. ასეთია პასიური განსჯა, რომელიც მოცემულ მომენტში მოვლენების აღქმა-გადამუშავებას ასრულებს. ის რაც ადამიანის სულის აქტიობას,ანუ აქტიურ გონს შეადგენს არის ამავე დროს სამყაროს უნივერსალური პრინციპი. არისტოტელე მას უწოდებს “Naus poietikos”-s .ეს ისაა, რაც მონაწილეობს სამყაროს და ადამიანის სხეულის ქმნადობაშიც. ხოლო მისი მოღვაწეობა ადამიანის მიერ აღქმა-დიფერენცირებით ფუნქციაში წარმოსდგება როგორც “Naus pathetikos”, ანუ ე.წ.”intellectus possibilis” (თუ შეიძლება ასე ითქვას -ტანჯული ინტელექტი(IMG:style_emoticons/default/smile.gif) )

ამრიგად არისტოტელე მყარად და ერთსახოვნად აყალიბებს ერთადერთ სწორ მონისტურ პრინციპს- სამყაროს ერთიან არსებაში იდეისა და გრძნობი აღქმადი საგნების ერთდროულობის და ერთმთლიანობის კანონზომიერებას.

იდეებს დამოუკიდებელი ყოფიერება ადამიანის სულში, ნამდვილობას იძენს მხოლოდ იმის მეოხებით, რომ ადამიანის სამშვინველს შეუძლია ემანსიპირება იმ აღქმადი საგნებისაგან რომლებთან ერთადაც ის სინამდვილეს წარმოადგენს!

არისტოტელეს ასეთი გაგება ერთობ არასახარბიელო იყო მათთვის,ვინც იღწვოდნენ ქრისტიანობაზე წარმოდგენის დაფუძნებისათვის.  ამიტომ, სრულიადაც არა შემთხვევითი, რომ ფრიდრიხ მეორემ, ჰოჰენშტაუფენმა,რომელმაც რომის პაპისაგან მიიღო კორონაცია და უზარმაზარ პრივილეგიებს ფლობდა იტალიაში, პაპის კურიაში, და დაქვემდებარებაში ჰყავდა სიცილია(თავად სიცილიაში აღიზარდა და აღმოსავლურ სწავლებასა და კულტურას ეზიარა) -თავის კარზე მიიღო ავეროესი მის ორ ვაჟთან ერთად და ყველანაირი პირობა შეუქმნა საგანმანათლებლო მოღვაწეობისათვის. იმ მსოფლხედველობის გადაქცევისათვის ევროპული საბუნებისმეტყველო მეცნიერულ საფუძვლად, რაც ზემოთ ავღნიშნეთ…

კიდევ ერთხელ გადავხედოთ არისტოტელეს სწორ გაგებაზე აღმოცენებულ აქვინელის უნივერსალიების გნოსტიკურ პრინციპს და მისი მონისტურ საფუძველზეც ვთქვათ ორი სიტყვა.

ის, ვინც პირდაპირი წყაროდან და არა სხვა აზროვნებაში გარდატეხილ-გამოთქმულიდან შეისწავლის არისტოტელეს,დაინახავს, რომ არისტოტელემ შემეცნების თეორიის სფეროში ჯერ კიდევ მაშინ იცოდა ის, რითაც ადამიანს ახლა უკვე გაბედულად შეუძლია გადალახოს კანტის გავლენით წარმოქმნილი შემეცნების თეორიული დაბნეულობა ოღონდ ნელ-ნელა და თანმიმდევრულად.

არისტოტელემ უჩვენა ადამიანის მიერ შემეცნებაში თვითნებურად აგებული ზღვარის გადალახვის შესაძლებლობა სწორად აგებული და სწორად წარმართული აზროვნების ტექნიკის მეშვეობით. ხოლო თომა აქვინელი გახლავთ ის გნოსტიკურად მოზაროვნე,რომელმაც პირველწყაროს სრული წვდომიდან უნივერსალიების სახით წარმოადგინა აზროვნების ტექნიკის სისრულე და მისი მუშაობის ერთადერთი სწორი პრინციპი.

ამ უკანასკნელის სრულად გააზრება წინასწარი აუცილებლობის სახით მოითხოვს შემდეგს (ადამიანისათვის მეტად არაკომფორტულ და უსიამოვნო პროცესს):

1.აიძულო თავი იაზროვნო universalia in re-ს ზუსტი და შესაბამისი ცნებებით,რომლებიც მანამდე უნდა გამოიმუშაო

2.საამისოდ საჭიროა კოლოსალური მოთმინება და პრინციპულობა ცნებათა სისუფთავის,ნათლად გამოკვეთილობის და ნიუანსობრივი სიზუსტის მისაღწევად

3.აუცილებელია ზუსტი ცოდნა იმისა,რაზეც საუბრობ,როცა მას რაიმე ცნებას უსადაგებ

სქოლასტიკის სულით ეს იმას ნიშნავს,რომ როცა საუბრობენ რაღაც ცნების დამოკიდებულებაზე იმასთან, რასაც ის გამოხატავს, ჯერ უნდა გამოიმუშაო განსაზღვრებათა მთელი მწკრივი,ის ყოველივე რაც რაიმენაირად ამ ცნებას უკავშირდება.

სწორად გაგებულ არისტოტელეს მონიზმზე (კიდევ ერთხელ გავიცხენოთ, რომ არისტოტელეს “მატერიის” ქვეშ ესმის არა ფიზიკურ-საგნობრივი, არამედ აგრეთვე სინამდვილის საფუძვლად მდებარე სუბსტანციონალური) დაფუძნებული აქვინელის მკაცრად მონისტური მოძღვრების გაგებისათვის უმთავრესია პასუხი კითხვაზე:

არის თუ არა შესაძლებელი რომ არა მხოლოდ გაგებით (ცნებათა მეშვეობით) მივწვდეთ იმას, რაც გასაგნდება ნივთების და მოვლენების სახით, არამედ თვით ამ ნივთებში “შევაღწიოთ?”მატერიასთან “გავიგივდეთ?”

ეს კითხვა ძალზე მნიშვნელოვანია შემეცნების თეორიისთვისაც. ამ კითხვაზე პასუხს მიიღებს ის, ვინც ჩაღრმავდება აზროვნების ბუნებაში. ე.წ.წმინდა აზროვნებაში.

არისტოტელური გაგებით წმინდა აზროვნება არის წმინდა (სუფთა) ფორმა. ფორმაზე ზემოთ ვისაუბრეთ. ანუ ისაა წმინდა აქტუალობა თავის პირველადობაში.თავის პირველად გამოვლენაში.ის რაც ყოველგვარი შინაარსისაგან “დაცლილია”,”თავისუფალია”. აქ მხედველობაშია გრძნობად-მასალისმიერი შინაარსი.

ანუ -აზროვნებას ძალუძს თავისი მოღვაწეობა წარმართოს წმინდა აქტუალობიდან და ისეთნაირად წარმოქმნას სინამდვილის გამომხატველი ცნება, რომელიც არ არის წარმომდგარი მასალისმიერ შინაარსთან კავშირის მეშვეობით.

მაგალითად: წრის ცნება შიიძლება ორნაირად აიგოს. პირველ შემთხვევაში ადამიანი მას აყალიბებს in reსიტუაციიდან. ვთქვათ ის გადის შუა ზღვაში და აფიქსირებს გარემომცველი სინამდვილის გარშემოწერილობას როგორც წრის აგებულებას და ამნაირად აყალიბებს ცნებას მის შესახებ.

მეორე შემთხვევაში ადამიანი არ მიმართავს უშუალოდ გრძნობად-მასალისმიერ შთაბეჭდილებას და საკუთრივ წმინდა აზროვნებისადმი მიმართებით შემდეგნაირად ოპერირებს:

“მე ჩემს სულში ვაგებ ერთი წერტილიდან თანაბარი მანძილით დაშორებული ყველა ადგილის ერთიანობას, რაც ასევე მაძლევს წრის ცნებას,ისე, რომ მე არ მივმართე გარე-გრძნობად.

აი ესაა არისტოტელეს გაგებით წმინდა აქტუალობა.ის რაც სრულად და უდანაკარგოდ მიიღო სქოლასტიკამ.

და თუ ჩვენ ამ უნივერსალიებს არ გავაყალბებთ ჩვენს სულში, როგორც დამახინჯებულ შემეცნებისთეორიას და მარტივ სუბიექტურ წარმონაქმნებს, არამედ ვიპოვნით მათ ობიექტურ საგნებში, აღმოჩნდება, რომ ჭეშმარიტი აზრები მათ შესახებ თავიდანვე იყო განთავესბული მათში იმ ფორმაში, რომელ ფორმასაც არისტოტელე სამყაროს საფუძვლად აღიარებს.

ასეთია ჭეშმარიტად გნოსტიკურად გაგებული არისტოტელე ჭეშმარიტი გნოსტიკოსის -თომა აქვინელის მიერ.

არისტოტელეს მიერ წმინდა ფორმის ანუ წმინდა აქტუალობის გაგებაში სრულიად მოხსნილია წინააღმდეგობა და დუალიზმი წმინდა ენტელეხიებსა (მატერრიისაგან თავისუფალი სუფთა აზრისეული ფორმები) და მატერიას შორის. რადგან, თავად მატერიაც -მის წმინდა ენტელეხიაში ხომ სუბსტანციონალურია!

არისტოტელეს მიერ პირველსაწყისის (Naus-ის, ღმერთის) გაგება და ცნება არის ის წმინდა აქტუალობა, რომელიც ფორმისქმანდობასთან ერთად წარმოქმნის საკუთარ მატერიას!

ახლა როგორ მიეცემა ეს სინამდვილე ადამიანს თავის წმინდა აზროვნებაში?

განვაგრძოთ:

სუბიექტში (ადამიანში) თავდაპირველად სუბიექტურად აღძრული პროცესი (აზროვნება) როგორაა ობიექტური არსებულობის ობიექტურად გამომხატველი?

როგორ შეუძლია ადამიანს პირადად, საკუთარი წმინდა აქტუალობითი მიმართებით თავის შინა არსში, თავის შინაგანში მოიძიოს რწმუნებულება, განიცადოს და დარწმუნდეს რომ ეს აქტი ობიექტური სინამდვილის შესაბამისობა და გამომხატველია?

საამისოდ ადამიანმა მთელი ეს წმინადა აქტუალობითი პროცესი -რაც გრეთ იყო მიმართული, უნდა თავის შინაარსში შემოაბრუნოს, საკუთარი შინაგანისაკენ წარმართოს, რათა პირადად განიცადოს და აღიქვას თავის მიერ საკუთარი ფორმისა და მატერიის წარმოქმნის საოცარი პროცესი! ანუ-

სამივე ზემორე უნივერსალია გამოისახება, გამოვლინდება და ქმედებს თვით ადამიანში!

ეს გამოისახება მაშინ, როცა ადამიანი წმინდა აზროვნებითი აქტუალობით და ამ აქტუალობიდან აღწევს “მე” ცნებამდე.

როცა მას ამ “მე” ცნების იმგვარი სრულყოფილებით და სისუფთავით აგება ძალუძს, როგორც ამას მომავალში ფიხტეს გნოსტიკური აზროვნების მაგალითზე (Tathandlung) დავინახავთ.

როცა ადამიანი თავის შიგნით სრულად პოულობს,სრულად აღიქვამს და მიემართება საკუთარ თავს, ამ დროს ის იმყოფება წმინდა აქტუალობაში და ამასთანავე წარმოქმნის თავის in re “მე”-ს მატერიას!

როცა ადამიანი წმინდა აზროვნებითი აქტუალობიდან სწვდება ამ in re “მე”-ს, სწორედ მაშინ ის იმყოფება ამ აქტუალობის ცენტრში, საიდანაც წმინდა აზროვნება ესენციალურად აწარმოებს თავის მატერიალურ არსებას!

ამგვარად სახეზე გვაქვს “მე”-ს სამგვარი მოცემულობა:

1.-“მე”- ,როგორც universalia ante rem!- ზოგადერთიანობა, საერთო ყოვლადობა

2.-“მე”,- რომელშიც ჩვენ თავად ვიმყოფებით,როგორც გამოვლენილი მოცემულობა -in re

3.”მე”,რომელსაც ჩვენ ვწვდით წმინდა აზროვნებითი აქტუალობიდან -post rem

აქ ჩვენ გველის იმ განსაკუთრებულის აღქმა, რომ როდესაც წმინდა აქტუალობის -ante rem სიმაღლეზე ვწვდებით ჩვენს “მე”-ს ეს სამივენაირობა ერთიანდება! ერთ მთელ სინამდვილედ წარმოსდგება!

“მე” -მხოლოდ მაშინ ახორციელებს თავის საკუთრივ ცხოვრებას, როცა ის ქმნის თავის წმინდა ცნებებს და ამ წმინდა ცნებებში ცხოვრობს როგორც რეალობა!

აქ “მე”-ს წმინდა ცნება (სუფთა ცნება) აბსტრაქცია როდია, რადგან “მე”-სთვის სულაც არაა სულერთი თუ რას ქმედებს წმინდა აზროვნება, რადგან წმინდა აზროვნება არის “მე”-ს ჭეშმარიტი შემოქმედი. აი აქ – შემოქმედებითობა სრულიად ემთხვევა მატერიალურს და მატერიალიზაციას!

ამასვე უკავშირდება კიდევ ერთი აუცილებელი რაღაცის გაგება:

ყველა სხვა შემეცნებით შემთხვევაში ჩვენ თავდაპირველად ვაწყდებით ზღვარს (შემეცნებითს), მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ “მე”-ს შემეცნებაში არა აქვს ამ ზღვარს ადგილი. ჩვენ მას მთლად,სრულად მოვიცავთ ჩვენს სიღრმისეულ არსებაში და ამ არსების სახით, როცა მას ვაგებთ, ვწვდებით და ვიმეცნებთ წმინდა აზროვნებაში!

მოკლედ რომ შევაჯამოთ ის ყოველივე, რაც აქამდე ითქვა, მივიღებთ შემდეგ სურათს:

1.ანტიკურ-ელინური კულტურის მემკვიდრეობის- უზარმაზარი სპირიტუალურ-მისტერიალური გამცდილებისა და ცოდნის დეკადანსის შემდგომ, ადამიანის სააზროვნო ძალები თანდათანობით განეყენება აღქმის და შემეცნების იმ წესს,რაც მის სამშვინველში ქმედებდა ვიდრე გნოსისის კულტურის ჩათვლით.

About these ads