Home

“თაფლის ბიზნესში მომხმარებლის ნდობა ყველაფერია”

Leave a comment

სოფლის მეურნეობის ყველა დარგი კომერციული უნდა გახდეს

imagesგადაცემა “ბიზნესფაილმა”, რომელიც “პალიტრა TV”-სა და რადიო “პალიტრის” ეთერში გადის, მსმენელსა და მაყურებელს მცირე ბიზნესის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითი გააცნო. იქ, სადაც თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც არსებობს, საქმის დაწყება ჯიბის ფულითაც შეიძლება. დღეს შპს “მეთაფლია” და სააქციო საზოგადოება “აპიფიტო და ტრადიციული ბიოპროდუქტები” მომხმარებელს 130 დასახელების მეფუტკრეობის პროდუქტს სთავაზობს. ექვსი წლის წინ კი ყველაფერი ორი “ბალონი” თაფლით დაიწყო…
სრულად

ფიჭის უჯრედის ზომა უმნიშვნელოვანესია.

2 Comments

naturalurizomaსაუკუნეების მანძილზე მეფუტკრეებმაც და მეცნიერებმაც ფიჭის უჯრედის ზომაზე უამრავი დაკვირვება-გაზომვა აწარმოეს . ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნეში მცხოვრებმა ფრანცის ჰაბერმა დაკვირვებით დაადგინა, რომ ფუტკრის ოჯახის ბუდის ფიჭაზე უჯრედების ზომა განსხვავდება, და რომ მცირე უჯრედებში გაზრდილი ფუტკრის სხეულის ზომა პატარაა, ხოლო შედარებით დიდ უჯრედიდან გამოსული ფუტკრების ზომა შედარებით დიდია. და ეს არ იყო გენეტიკური ფუნქცია, არამედ დამოკიდებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ფიჭის უჯრედის ზომაზე.

სრულად

არისტოტელე 2330 წლის წინ მეფუტკრეობაზე წერდა…

Leave a comment

arisსაინტერესოა რას წერდა ფუტკარზე ძველი მსოფლიოს უდიდესი მეცნიერ-ენციკლოპედისტი და მოაზროვნე, პლატონის მოწაფე და ალექსანდრე დიდის აღმზრდელი. არისტოტელე თავის ნაშრომში ”ცხოველთა ისტორია” შედარებით დიდ ადგილს უთმობს ფუტკარს.  ის თავად მეფუტკრე არ იყო, მაგრამ ხელი მიუწვდებოდა ნებისმიერ ცოდნასა და ინფორმაციაზე. აქვე მოვიტან ნაწყვეტებს, რომელიც შედარებით საინტერესო მეჩვენა:

”მწერებს და მათ შორის ფუტკარს, კარგად აქვთ განვითარებული ყნოსვა და დიდი მანძილიდან შეუძლიათ იგრძნონ თაფლის სუნი.” ამაზე ქართული ანდაზა გამახსენდა: თაფლი იყოს და ბუზი ბაღდათიდან მოვაო.

სრულად

თაფლის გამოწურვა თანამედროვე სტანდარტებით

Leave a comment

საფუტკრე მეურნეობა დიდ ბრიტანეთში, თაფლის გამოწურვა თანამედროვე სტანდარტებით, თაფლის საწური ელექტრო დანადგარი რომელიც თითო ჯერზე 120 ჩარჩოს წურავს. საწურის შეძენით დაინტერესებული პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ მწარმოებელს მისამართზე: http://www.modernbeekeeping.co.uk

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 4,485 other followers

%d bloggers like this: