Home

როგორ დავწეროთ CV

5 Comments


CV (ავტობიოგრაფიის სპეციფიკური ვარიანტი) განკუთვნილია იმ პირისათვის თქვენს შესახებ მოკლე, საბაზისო ინფორმაციის გასაცნობად, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს გარკვეულ სასწავლო ან/და საგრანტო-სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის შესახებ თქვენს მიერ წარდგენილი მიმართვა. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თქვენი CV იყოს მაქსიმალურად ნათელი, ლაკონური, არათხრობითი სტილის მქონე, სტრუქტურულად გამართული დოკუმენტი.
აღსანიშნავია, რომ CV-ის შედგენის შესახებ არარსებობსუნივერსალურადდადგენილი, დეტალებზეშეთანხმებულიწესი. შეუძლებელია, ვინმემ, მათ შორის მე, გირჩიოთ  ყველანაირი კომისიისათვის თანაბრად მოსაწონი ვარიანტი. თუმცა, მეტ-ნაკლებად დამკვიდრებული ძირითადი წესების გამოკვეთა, რაც გაადვილებს სტუდენტის ამოცანას, მაინც შესაძლებელია და სწორედ ეს არის ამ დამხმარე სტატიის მთავარი მიზანი.

სტრატეგიის უმთავრესი ერთეულები:

  • · პირველ რიგში: იყავით კეთილსინდისიერები! ნუ გადააჭარბებთ და გააზვიადებთ თქვენს მიღწევებს. ’საკუთარი მონაცემის ცოტათი გაზვიადება’, ’მაჩვენებლის ცოტათი მომატება’ და მისთანანი, თუნდაც, ერთი შეხედვით, უბოროტო და შეუმჩნეველი ’გაძლიერება’ ნიშნავს საბუთების გაყალბებას, რასაც დასავლური საგანმანათლებლო სისტემა არ პატიობს! ერთადერთი, რაც შეგიძლიათ, არის თუნდაც მნიშვნელოვანი, მაგრამ აშკარად წამგებიანი და ’სუსტი’ მხარეებისთვის თავის არიდება, თუკი მათი მითითება ცალსახად მოთხოვნილი არ არის.

სრულად

მათთვის, ვინც ეხლა იწყებს კარიერის კეთებას

1 Comment

მათთვის ვინც ეხლა იწყებს მაღალი თანამდებობებისკან მიმავალი რთული გზის გავლას, უნდა იცოდნენ, როგორ შეიძლება გაიკვლიონ გზა შიდა ორგანიზაციული ურთიერთობების ლაბირინთებში. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ინსტრუქციებსა და დარიგებებს ალბათ მათ ორგანიზაციებშიც მისცემენ, ჩვენც გვინდა რამოდენიმე რჩევა მივცეთ როგორ მოიქცნენ, რა გააკეთონ და რაც მთავარია რა არ გააკეთონ იმისთვის რომ ახალ სამსახურთან შეგუებაც გაუადვილდეთ და კარგი კარიერის წინაპირობაც შეიქმნან. მაშ ასე:
1. მიდით სამსახურში ხელმძღვანელზე და დანარჩენ თანამშრომლებზე ცოტა ადრე და წამოდით მათზე ცოტა გვიან – გახსოვდეთ, რომ პირველი შთაბეჭდილება თქვენ შესახებ სწორედ თქვენი ოფისში ყოფნის ინტენსივობის მიხედვით ჩამოყალიბდება. და შეგაფასებენ პირველ რიგში სწორედ იმის მიხედვით, რამდენ დროს ატარებთ მათ თვალწინ. ყოველი დაგვიანება ძვირად დაგიჯდებათ, ისევე, როგორც ოფისის ყოველი დროზე ადრე დატოვების შემთხვევა.

სრულად

არ იჩქაროთ CV-ს გაგზავნა

Leave a comment

რეზიუმე, უნივერსალური მოტივაციის წერილით მათთვის ვისაც ეს ეხება – ეს არის გზავნილი, რომელიც შეიძლება გადააგდო წაუკითხავად. ხოლო რეზიუმეში მოტივაციის წერილის გარეშე, ოფისში ახვევენ ნარჩენებს. პირდაპირი კორესპონდენციის ძირითადი ნაწილი ხვდება ურნაში, რომელიც საფოსტო ყუთსა და ოფისს შორისაა. ყველა მოულოდნელი და სტანდარტული რეზიუმე პირდაპირ ხვდება ნაგვის ყუთში. თქვენ რამდენიმე გზავნილზე პასუხად მიიღებთ მხოლოდ უარის წერილს დაწერილს შესაბამისი ფორმით. რეზუმეების 99%-ს, ყურადღების გარეშე გახვეტავენ ოფისიდან .როდესაც გაყიდვების აგენტი ურეკავს კლიენტს წინასწარი გაფრთხილების გარეშე ეს ზარი მხოლოდ გამართლების ამბავია. ასეთი ზარების ეფექტურობა დაბალია. პროდუქციის საჭიროება კლიენტის წინაშე შეიძლება არ იდგეს,იგი შეიძლება არ იყოს ოფისში, “გაყიდვები ტელეფონით” ლანჩის დროს ნაკლებად წარმატებულია. შეიძლება კლიენტი ძალიან დაკავებული იყოს რათა დაგელაპარაკოთ. შეიძლება მას არაფერში სჭირდებოდეს შეთავაზებული პროდუქცია ან მოულოდნელად არ აღმოჩნდეს ადგილზე.

სრულად

როგორ მოვიქცეთ გასაუბრებისას

2 Comments

  გახსოვდეთ: გასაუბრება არის შეხვედრა ადამიანთან, რომელიც შეიძლება გახდეს თქვენი კოლეგა. გასაუბრების შედეგები დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოიქცევით გასაუბრებისას.

სრულად

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 4,468 other followers

%d bloggers like this: