დღეს ალბათ წარმოუდგენელია სრული ზომის წყალბადზე მომუშავე მანქანის ყიდვა ჩვეულებრივი მომხმარებლისათვის, მაგრამ Horizon Fuell Cell Technologies-ის წყალობით შეგიძლიათ მისი 10-ჯერ პატარა მოდელის მფლობელები გახდეთ. კომპანიის მიერ წარმოებული H-Cell 2.0 საწვავის-ელემენტის პაკეტი შესაძლებელია მივამაგროთ ნებისმიერ რადიომართვად მოდელს, თუნდაც პატარა ნავს, თვითმფრინავს ან მანქანას, როგორიცაა Tamiya TRF416 (სურათზე).

აღსანიშნავია რომ მანქანის სიჩქარე ამ ელემენტით შეადგენს 45 მილს საათში.