იმ შემთხვევაში თუკი სახლში ინტერნეტი გვაქვს ალბათ ბროუზერი ყველაზე გამოყენებადი პროგრამა იქნება ჩვენს კომპიუტერში, ამიტომ ჩვენ გვჭირდება ვიცოდეთ ბევრად მეტი ვიდრე შესაძლებელი.
 

სამჯერ კლიკი აბზაცზე

მაგალითად იცოდით რომ პარაგრაფის (იგივე აბზაცის) მთლიანად მოსანიშნად საკმარისია ამ აბზაცში შემავალ ნებისმიერ სიტყვაზე მაუსის მარცხენა ღილაკით სამჯერ დაკლიკება (რათქმაუნდა სწრაფად) :) შეგიძლიათ ამ აბზაცზევე გატესტოთ ახალი მეთოდი :P

ეს მეთოდი მუშაობს IE-ში და Firefox-ში (სამწუხაროდ Opera-ში ეს არ გამოგივათ, Safari-ში შეიძლება გამოვიდეს)..

CTRL+F5 – გეხმარებათ გვერდის ნოლიდან ჩატვირთვაში..

ზოგჯერ არის შემთხვევა რომ საიტზე რაღაც ცვლილება ხდება თუმცა ეს ჩვენ ბროუზერში არ აისახება ხოლმე. ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვა ჩვენი ბროუზერი თავის ქეშში ინახავს ყველა იმ წვრილმანს (სურათები, ღილაკები, ტექსტები) რაც საიტზეა, იმისთვის რომ საიტის მეორედ გახსნა უფრო სწრაფი იყოს..
ალბათ ბევრჯერ გაგიგიათ ეს წინადადება “წაშალე ბროუზერის ქუქიები/ქეში  და გადატვირთე ბროუზერი”, დიახ ეს მეთოდი შველის იმას რომ საიტი სულ ნოლიდან ჩაიტვირთოს და ცვლილებებიც გამოჩნდეს მასზე მაგრამ ალბათ დამეთანხმებით რომ ამას ძალიან დიდი დრო მიაქვს..

როგორც ყველამ ვიცით ღილაკი [F5] გვეხმარება გვერდის გადატვირთვაში (იგივე Reload-ში), მაგრამ თუ ამ რეცეპტს წინ დავუმატებთ ღილაკს [Ctrl], მივიღებთ ჯადოსნურ კობინაციას [Ctrl]+[F5] რომელიც წაშლის ქეშში და ქუქიებში არსებულ ყველა ჩანაწერს მოცემული საიტის შესახებ და გვერდს ჩატვირთავს მთლიანად ნოლიდან. რაც დამიჯერეთ დიდ დროს დაგიზოგავთ..

CTRL+H – დათვალიერების ისტორისს გადასახედად..

ამ კომბინაციით თქვენ სწრაფად შეგიძლიათ გამოიტანოთ ბროუზერის ისტორიის განყოფილება რომელშიც სრულად იქნება ასახული რომელ დღეს რა ვებგვერდი მოინახულეთ. შეიძლება ეს ხშირად გჭირდებოდეთ რომელიმე ვებგვერდის გასახსენებლად..

ტაბებში ნავიგაცია ნომრის მიხედვით

თითოეული “ტაბი” რომელიც გახსნილი გაქვთ თქვენს ბროუზერში ატარებს გარკვეულ ნომერს რომლის მიხედვითაც კლავიატურის გამოყენებით შეგვიძლია მივაგნოთ მას..

მაგალითად თუ ამ წუთას იმყოფებით პირველ ტაბზე და გადასვლა გინდათ მეოთხეზე, სანამ მაუსს მიიტანთ მეოთხე ტაბამდე თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ დააწვეთ კომბინაციას [Ctrl]+[4]. ამით კიდევ უფრო დაზოგავთ დროს :)

ტექსტის ძებნა ვეგვერდზე

ყველასათვის ცნობილი [CTRL]+[F] ღილაკების კომბინაცია გვეხმარება ტექსტის რაღაც ნაწილის ძებნაში მოცემულ ვებგვერდზე.

არის შემთხვევა როცა საძიებო “სიტყვა” სხვადასხვა აბზაცში გვჭირდება ხოლმე, ამ დროს ჩვენ უბრალოდ ვიყენებთ ძიების ველში გამოტანილ ისრებს რ

ომელიც გვახტუნებს წინ/უკან მოძებნილ სიტყვებზე

ამ დროს რომ არ ვიწვალოთ მაუსით და ამავდროულად დროც დავზოგოთ გამოიყენეთ ღილაკი [F3] რომელიც იგივეს აკეთებს რასაც თქვენს ბროუზერზე არსებული [Next] ღილაკი..

თუკი უკან დაბრუნება გინდათ [Shift]+[F3] , [Previous]-ის ფუნქციას შეასრულებს..

იმედია გამოსადეგი ცნობები მიიღეთ, პრაქტიკაში ნელნელა მიეჩვევით და დროთა განმავლობაში მიხვდებით რომ ბევრად უფრო მეტ დროს დაზოგავთ ამ მეთოდების გამოყენებით…