იაპონურმა „ტოიოტამ“ თავისი ახალი გამოგონების შესახებ განაცხადა. ეს არის უკანა სავარძლის უსაფრთხოების ბალიშები მგზავრებისათვის. მისი ფუნქცია უკანა მხრიდან დაჯახებისას მგზავრების ერთმანეთისგან დაცვაა. ახალი ბალიში ჭერის ცენტრშია განთავსებული და მგზავრებს დაიცავს ერთმანეთს ტრამვები რომ არ მიაყენონ.

„ტოიოტა“ ირწმუნება, რომ გამოგონების წყალობით ტრამვების რისკი მნიშვნელოვნად შემცირდება. სიახლე ჯერჯერობით იაპონიის შიდა ბაზარზე გამოჩნდება. ეს უკვე წელს მოხდება. ხოლო როდის გამოჩნდება ექსპორტისთვის განკუთვნილ ავტომობილებში, უცნობია.