თუ გაინტერესებთ ამის შესახებ ინფორმაცია, მაშინ შებრძანდით სრულიადში…

ესპანეთის ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორმა გამოიგონა ინვალიდის ეტლი, რომლის მართვაც გონებრივად ხდება. მსგავსი ეტლის მფოლბელს საშუალება ექნება იმოძრაოს საკუთარი აზრების მეშვეობით, ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვის გარეშე, წერს გაზეთი ,,Daily Telegraph”-ი.
ეტლში ჩამონტაჟებულია უახლესი ლაზერი, რომელიც ეკრანზე აჩვენებს სამგანზომილებიან გამოსახულებას. მომხმარებელი უნდა დააკვირდეს ეკრანის იმ ადგილს სადაც სურს წასვლა და კონცენტრაცია მოახდინოს იმ ადგილზე, ამის შემდეგ ეტლი დამოუკიდებლად იწყებს მოძრაობას აღნიშნული მიმართულებით.
დამატებით, ადამიანის თავის ნერვები დაკავშირებულები არიან ეტლის სენსორებთან. შემდეგ კი სპეციალური სენსორები ახდენენ მიღებული ინფორმაციის გადამუშავებას.
სარაგოსას უნივერსიტეტის პროფესორმა და გამოგონების ავტორმა, ხავიერ მენგესმა განაცხადა, რომ მოხალისეებს დასჭირდათ მხოლოდ 45 წუთი ახალი გამოგონების ასათვისებლად.
ამ ეტაპზე ინვალიდის ეტლი ახერხებს წუთში მხოლოდ 2 ბრძანების აღქმასა და შესრულებას, თუმცაღა გამოგონების ავტორი ირწმუნება, რომ უახლოეს მომვალში მისი გამოგონება გავითარდება და ახალი ფუნქციებით აღიჭურვება.

წყარო:allfile.do.am