სამხრეთკორეელ კონსტრუქტორთა ჯგუფმა შექმნა ე.წ.  ”ჭკვიანი” პლასტიკური საბანკო ბარათი ” live checking card” . ჩვეულებრივი პლასტიკატის ნაჭრის ნაცვლად აღნიშნული ბარათი ინოვაციურ სენსორულ დისფლეის წარმოადგენს.

” live checking card” ინფორმაციას იძლევა ფულადი ანგარიშსწორების ისტორიის შესახებ – მორიგი ტრანზაქციის განხორციელებისთანავე მონაცემები ბარათის ზედაპირზე ისახება.

ახალი ბარათის კვების წყაროს მზის ენერგია წარმოადგენს, ამიტომ მას სპეციალური ელემენტით დამუხტვა არ ესაჭიროება.


” live checking card” ჩვეულებრივ საბანკო ბარათთან შედარებით უფრო მტკიცე და გამძლეა. ახალი გამოგონება საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის რაოდენობას პირდაპირ ბარათის ზედაპირზე გვიჩვენებს და ამისთვის არ არის აუცილებელი ბანკომატთან მისვლა ან ბანკის საიტის შემოწმება.