როგორც ცნობილი გახდა კომპანია AMD-ე აპირებს წარმოების განახლებას. კომპანიამ ცვლილებები შეიტანა საწარმოო გეგმებში და გადაწყვიტა აწარმოოს სერვერული პროცესორები Opteron-ი 6 და 12 ბირთვით, რომლებიც იმუშავებენ ერთ ჩიპზე.

პირველი პორცესორი, რომელიც ამ ნორმაზე მუშაობს გახლავთ Shanghai-ი, რომელიც AMD-მ უკვე ააწყო, თუმცა გაყიდვაში 2008 წლის მეორე ნახევარში გამოვა. იგი აღჭურვილია მხოლოდ 4 ბირთვით.

ანალიტიკოსების განცხადებით კომპანია AMD-მ დააგვიანა 4 ბირთვიანი პროცესორების გამოშვება, რის გამოც იგი ცდილობს უფრო მაღალი პლატფორმის პროცესორების გამოშვებას, რათა დაეწიოს მის მთავარ კონკურენტს Intel-ს. შეგახსენებთ, რომ პირველი 4 ბირთვიანი პროცესორი Barcelona უნდა გაოსულიყო 2007 წლის ბოლოში, თუმცა იგი გაყიდვაში მხოლოდ 2008 წლის აპრილში გაუშვეს.

კომპნიის ვიცე-პრეზიდნეტმა რენდი ალენმა განაცხადა, რომ ახალი 4 ბირთვიანი პროცესორი იქნება 20%-ით უფრო სწრაფი ვიდრე არსებული Barcelona. იგი დაფუძვნებული იქნება Socket F 1207 პლატფორმაზე. Shanghai იქნება 20% უფრო ენერგო ეკონომიური.

პირველი სერვერები Shanghai-ის ბაზაზე გაყიდვაში გამოჩნდება 2009 წელს. მომავალი წილის მეორე ნახევარში იგეგმება აგრეთვე 6 ბირთვიანი პროცესორის Istanbul-ის გამოშვბაც, რომელიც დაასრულებს Socket F-ის სერიას.

სრულიად ახალი სისტემა, რომელიც აღარ გამოიყენებს Socket F პლატფორმას გამოვა 2010 წელს და მისი სახელწოდება იქნება Maranello. იგი იმუშავებს ოპერატიულ მეხსიერება DDR3-თან და ექნება 4 კონექტორი HT3-ი. Maranello-ს პლატფორმაში შევა 6 ბირთვიანი პროცესორი Sao Paulo და 12 ბირთვიანი Magny Cours-ი.