ევროპელ მკვლევართა ჯგუფა რობოტი Nao წარადგინა, რომელიც ემოციებს გამოხატავს, წერს გაზეთი The Guardian. მეცნერთა მტკიცებით, მათ ცადეს ბავშვის სიცოცხლის პირველი წლების მოდელირება და Nao თავისი ემოციური განვითარებით ერთი წლის ბავშვის მგრძნობელობის დონეს შეესაბამება.
Nao თავის ემოციებს პოზებითა და ჟესტებით გამოხატავს, სიტყვებს პრაქტიკულად არ გამოთქვამს მიუხედავად იმისა, რომ ხმის ჩანაწერების გამეორება შეუძლია. რობოტის შემქმნელებმა ასევე არ გაითვალისწინეს მიმიკა. Nao-ს  ცილინდრისებულ თავზე განთავსებულია ორი უძრავი ხვრელი თვალებისთვის და ერთიც პირისთვის.
Nao გამოხატავს ბედნიერებას, მწუხარებას, შიშსა და სხვა ემოციებს. მკვლევარები ამტკიცებენ, რომ რობოტს დამოუკიდებლად შეუძლია  შექმნას და აჩვენოს  გრძნობების ახალი სახეობები.  ვიდეოკამერების საშუალებით Nao  ადამინის შეხებასა და მოქმედების შესაბამისად იმოქმედებს. მას შეუძლია რადენიმე ხასიათის შეცვლა და აგრეთვე გარეგან გამაღიზიანებლებზეც რეაგირებს.
მომავალში, გამომგონებლების აზრით, რობოტები ადამიანების პირად დამხმარეებად მოგვევლინებიან. კარგი მუშაობისთვის მათ პატრონთან ემოციური ურთიერთობის და