კორპორაცია Apple -მა iPod პლეერების ყველა მოდელი განაახლა. ახალი მოდელები კომპანიის ხელმძღვანელმა სტივ ჯობსმა წარადგინა.
წარმოდგენილი იყო ახალი მოდელები iPod nano, iPod shuffle და iPod touch. ამ უკანასკნელს დაემატა ზედა და უკანა პანელზე განთავსებული ორი ვიდეოკამერა.   პირველი FaceTime -ის მომსახურების დახმარებით განახორციელებს ვიდეოზარებს, მეორე კი მაღალი სიმკვეთრის სტანდარტის ვიდეოს ჩაიწერს.
iPod touch–ის პლეერი ოპერაციული სისტემა iOS 4.1 – ით იქნება აღჭურვილი.  გარდა ამისა, მათ ექნებათ თხევად–კრისტალური სენსორული ეკრანი, რომელიც Retina Display- ს ტექნოლოგიით არის დამზადებული. ასეთივე ეკრანები გამოიყენება სმარტფონებისთვის iPhone 4. პლეერები ერთხელ დატენილი ბატარეით 40 საათის განმავლობაში იმუშავებენ.
ეს პლეერები აშშ–ში გაყიდვაში  6 სექტემბრის შემდეგ გამოვა. წარმოდგენული იქნება მახსოვრობის მოცულობაზე დამოკიდებული სამი მოდელი. მათი ღირებულებაც მახსოვრობის სიდიდით იქნება განსაზღვრული: 8 გიგაბაიტის მქონე მოდელი 229 აშშ დოლარი ეღირება, 32 და 64 გიგაბაიტიანი კი  შესაბამისად 299 და 399 აშშ დოლარი.
8 და 16 გიგაბაიტიანი  iPod nano პლეერის ღირებულება 149 და 170 აშშ დოლარი იქნება. ისინი 6 განსხვავებული ფერით იქნება წარმოდგენილი. მათი ავტონომიური მუშაობის დრო 24 საათს შეადგენს.
ყველაზე პატარა პლეერი iPod shuffle 2 გიგაბაიტიანი მახსოვრობით არის აღჭურვილი. ის 49 აშშ დოლარი ეღირება და ხუთ ფერში იქნება წარმოდგენილი.

წყარო :  onlinenews.ge