სავიზიტო ბარათის შეკვეთის 8 წესი 8 წესი, რომელთა დაცვა საჭირო არის სავიზიტო ბარათის შეკვეთისას.
მინიმალიზმი -კარგია. სავიზიტო ბარათის გარეგნული სახე მთლიანობაში მიყვება დიზაინის ზოგად ტენდენციებს. წინა ათწლეულში პოპულარული იყო დიზაინერ დევიდ კარსონის მიერ შექმნილი სტილი -რომელიც გადატვირთული იყო დეტალებით, ახლა კი უპირატესობა მინიმალიზმს ენიჭება. მოდაშია მცირე ინფორმაციის შემცველი სავიზიტო ბარათები.

ბარათზე დარჩა მხოლოდ ყველაზე მთავარი: მფლობელის სახელი, კომპანიის სახელწოდება და ძირითადი საკონტაქტო ტელეფონი. ყოველივე დანარჩენი ან საერთოდ არ უნდა იყოს მითითებული, ან ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ დამატებითმა ინფორმაციამ ხელი არ შეუშალოს აღქმას. ზედმეტი ნახევარი სანტიმეტრი არ იქნება ზედმეტი. სტანდარტული სავიზიტო ბარათისთვის მიღებულია განსაზღვრული პარამეტრები. ქაღალდის სიმკვრივე – 250-300 გრამი კვადრატულ მეტრზე. ზომები -50X90 მმ. მაგრამ უმჯობესია სავიზოტო ბარათი გაკეთდეს ევროპაში პოპულარული ფორმატით. ნახევარი სამტიმეტრით უფრო განიერი. ეს ძალიან მარტივი, მაგრამ ამავე დროს ეფექტური სრულყოფაა. ზომა 55 X90მმ უფრო ერგონომიულია, უახლოვდება ოქროს კვეთას და ასეთი პროპორციები მოსახერხებელია. სხვათა შორის, თუ სავიზიტო ბარათი ძალიან სცილდება სტანდარტის ჩარჩოებს, მას უბრალოდ დაკარგავენ. ექსპერიმენტები შესაძლებელია. ვინაიდან, სავიზიტო ბარათის ბეჭდის ღირებელება არც ისე მაღალია, შეიძლება და საჭიროა კიდევაც მისცე თავს ექპერიმენტირების უფლება. მოსინჯო სხვადასხვა ფორმები _ მაგალითად, მოდაში შემოსული წიგნაკი-ბარათები ან პატარა შალითაში ჩასმული ბარათები. ვერტიკალი ჯობია ჰორიზონტალს. ინფორმაციის ტრადიციული განლაგება სავიზიტო ბარათზე _ ჰორიზონტალურია. მაგრამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ჩნდება ვერტიკალური სავიზიტო ბარათები. საუკეთესო ფერი – თეთრია. ჯერ კიდევ 7 წლის უკან დიზაინერებს უყვარდათ სავიზოტო ბარათების წარმოებისთვის მკვეთრად შეღებილი ქაღალდის გამოყენება-რომელსაც თანაბარი ფერადი შეფერილობა ჰქონდა. ახლა კი ეს მოდა მთავრდება და შემოდის თეთრი ფერი, ხოლო რაც შეეხაბა საერთოდ ფერების გამოყენებას, არსებობს დაუწერელი წესი, რომ ფერი უნდა შეესაბამედოდეს ადამიანის საქმიანობის მიამრთულებას. მაგალითად, ადვოკატებსა და ანტიკვარებში გავრცელებულია ყავისფერი და ბორდოსფერი სავიზიტო ბარათები. ენა. მიუხედავად ყოველგვარი ცვლილებებისა, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ძალაში რჩება: სავიზოტო ბარათი ყოველთვის ცალმხრივი უნდა იყოს. ორი ტირაჟი ჯობია ერთს. კორპორაციული სავიზიტო ბარათის ამოცანაა _ წარმოადგინოს არა ადამიანი, არამედ ორგანიზაცია. ის უფრო მკაცრი და ლაკონურია. პირადი კი, პირიქით, იძლევა სრულ შესაძლებლობას ფანტაზიისთვის. ამასთან დაკავშირებით, ბევრი ადამინაი გადადის ორი ტირაჟის გამოყენებაზე _ ერთი სამსახურისთვის, მეორე კი – ნაცნობ-მეგობრებისთვის. პირადი სავიზიტო ბარათების დაბეჭდვა შესაძლებელია განსხვავებულ ქაღალდზე, ხეზე, ლითონზე, მათთვის შესაძლებელია ნებისმიერი ფორმის მიცემა. მოდა სავიზიტო ბარათებზე შეფარდებითი ცნებაა. მთავარია, რომ სავიზიტო ბარათის “ჩვენება არ გესირცხვილებოდეს”.

წყარო : elen.ge