ეს მარადიული კითხვა ყოველთვის აწუხებდა კაცობრიობას…რომელ კაცს არ უოცნებია ამ კითხვაზე პასუხის ცოდნა? თვით მელ გიბსონმაც სცადა მაგრამ ამაოდ :(… ფიქრობენ რომ ქალები ოცნებობენ თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცზე, რომელიც ეყვარება და სიცოცხლის ბოლომდე ბედნიერები იქნებიან… მთლად ესეც არაა .

 ქალებს მათ კაცებიდან უნდათ სითბო,სიყვარული,არ ავიწყდებოდეს ქალისთვის მნიშვნელოვან დღესასწაულებს (მათი იუბილე, სიყვარულის დღე და სხვა…),იყვნენ ყურადღებიანები და ხანდახან თუნდაც ერთი ვარდი მიართვან მათი ცხოვრების ქალს…


ქალს სიამოვნებს როდესაც თავს დაცულად გრძნობს, როცა იცის რომ მის გვერდში ისეთი მამაკაცია რომელიც დაიცავს და მის მკლავებში ქალი ბედნიერია…

ქალს სურს თავის მამაკაცის თვალებში მის მიმართ ინტერესი დაინახოს და ამას სხვადასხვა ხერხით ცდილობს… ეს უნდა დაინახოთ და აგრძნობინოთ, რომ თქვენ ამას აფასებთ…
მამაკაცებს გონიათ, რომ თუ ქალს აგრძნობინებენ სიყვარულს, სითბოს და ა.შ. ქალები “გაბლატავდებიან” და თავზე დააჯდებიან…, მაგრამ ეს ესე არაა! რაც უფრო ტკბილად მოექცევი ქალს მით უფრო ექნება იმის ხალისი რომ შენ გაგაბედნიეროს და ყველა შენი სურვილი შეგისრულოს… ქალები ხომ კატებივით არიან… უყვართ მოფერება

არ დაგავიწყდეთ ქალს უნდა ჰქონდეს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა…
ქალებო აჩვენეთ თქვენი გულის რჩეულს როგორიც სინამდვილეში ხართ. იყავით ის რაც ხართ…და გახსოვდეთ მშვენიერი ხართ.

წყარო: ucnauri.com