oedipus-complex-kid-700x494

ოიდიპუს მეფის სევდიანი და ტრაგიკული ისტორია თანამედროვე ფსიქოლოგიის ერთ-ერთ უმთავრეს თეორიად იქცა. ფრანგი ფსიქოლოგი ჯან-დავიდ ნაზო, ბავშვის აღზრდის და ოიდიპუსის კომპლექსის დაძლევის თავისებურ ვერსიას გვთავაზობს.

ალბათ ყველას გსმენიათ მითოლოგიური გმირის, მეფე ოიდიპუსის ამბავი: ოიდიპუსი იყო თებეს მეფე, რომელმაც მოკლა საკუთარი მამა (მან არ იცოდა, რომ ის მამამისი იყო) და ცოლად შეირთო საკუთარი დედა (მან ასევე არ იცოდა, რომ ის დედამისი იყო), რის გამოც მან თავისი საზარელი ცოდვების გაცნობიერების შემდეგ ამოითხარა თვალები და სამშობლოდან გაიქცა. XX-ე საუკუნეში საყოვეთაოდ ცნობილმა ფსიქოლოგმა ზიგმუნდ ფროიდმა ზემოთ ხსენებული ისტორია ფსიქოანალიზში გამოიყენა. ფროიდისეული თეორიის მიხედვით, ოიდიპუსის კომპლექსი – ეს არის ბავშვის ქვეცნობიერი სწრაფვა საწინააღმდეგო სქესის მშობლის მიმართ. ფროიდის ამ თამამი განცხადების შემდეგ ოიდიპუსის კომპლექსის თეორია საყოველთაოდ გახდა ცნობილი და ის დღემდე ცხარე დებატების საკითხია. მარტოხელა ადამიანების რაოდენობის მომატება, სიყვარულის შიში, ადამიანის დაყოვნებული ზრდა – ეს ყველაფერი ასევე ოიდიპუსის კომპლექსში ერთიანდება. როგორ უნდა ავღზარდოთ ბავშვი სწორად, როდესაც გარშემო ყველაფერი (რეკლამა, კინო, მუსიკა) სქესობრივ ურთიერთობაზე და სიამოვნებაზე მიუთითებს. შეუძლია თუ არა ბავშვის ფსიქიკა დააზარალოს ოიდიპუსის “ნეგატიურმა” კომპლექსმა (ერთი სქესის მქონე ბავშვს და მშობელს შორის)? ამ კითხვებზე გვპასუხობს ფრანგი ფსიქოლოგი ჯან-დავიდ ნაზო:

“3-დან 5 წლამდე ნებისმიერი ბავშვი განიცდის სქესობრივ ფორმირებას, რაც აბსოლუტურად ნორმალურია, ვინაიდან ეს არის ადამიანის ბუნებრივი განვითარების ფაზა. თუმცა, თუ ის არასწორად ვითარდება, ბავშვის ფსიქიკა შეიძლება სამუდამოდ დამახინჯდეს. ამ ფაზას ერთდროულად ანვითარებენ და აფერხებენ ბავშვის უახლოესი ადამიანები – მისი მშობლები. სწორედ ამ ურთიერთგამომრიცხავ და წინააღმდეგობრივ ვითარებაში ყალიბდება ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ კლასიკური ოიდიპუსის კომპლექსისი გარდა, ასევე არსებობს “ნეგატიური” კომპლექსიც, რომელიც ძირითადად ბიჭებს უვითარდებათ. ეს არის ნარცისული ურთიერთობა თავისი სქესის წარმომადგენელ მშობელთან: ანუ ბავშვი ღრმა ემოციურ კავშირს ამყარებს არა დედასთან (რაც კლასიკური კომპლექსის შემთხვევის დროს ხდება) არამედ მამასთან. ეს თავის მხრივ ასაკთან ერთად ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს ბავშვის ცხოვრებაზე. სამომავლოდ მას ძალზედ გაურთულდება ურთიერთობა მამრობითი სქესის წარმომადგენლებთან, რომლებითაც ის აღფრთოვანებული იქნება. არსებობს ასევე დიდი ალბათობა იმისა, რომ მან თავი შეიძლება დამცირებულად და არარაობად იგრძნოს. ის ასევე შეიძლება იყოს გულჩათხრობილი, ზედმეტად ემოციური და იდეალისტიც კი. ეს არის ნეგატიურად განვითარებული ოიდიპუსის კომპლექსი. არსებობს სხვა უარყოფითი შედეგებიც რაც ზემოთ ხსენებულ კომპლექს ახლავს თან. ეს არის კონფლიქტურობა, ნერვოზული მდგომარეობა, უუნარობა ვინმეს შეყვარებისა და განცდა იმისა, რომ ისიც უყვართ. სიყვარულთან არსებული პრობლემები უფრო ქალებს აწუხებთ. ბოლო დროს მომრავლდნენ ისეთი ქალები, რომლებიც განათლებულნი, წარმატებულნი და ძალზედ ლამაზნი არიან, მაგრამ სამწუხაროდ მათ პირად ცხოვრებაში მუდმივად არ უმართლებთ. ასეთი ქალების პრობლემაა ზედმეტად ემოციური კავშირი მამასთან. ასეთ ქალებში მამის ფაქტორი იმდენად დიდი და მნიშვნელოვანია, რომ ისინი სხვა კაცის შეყვარებას ვეღარ ახერხებენ. ბევრი ქალი თავის პარტნიორს, შეყვარებულს ან მეუღლეს საკუთარ მამას ადარებენ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ქვეცნობირ დონეზე ხდება. თუ ქალს ბავშვობაში მამის ყურადღების დანაკლისი ჰქონდა, მომავალში თუ ის მარტოხელა იქნება ხშირად ცდილობს დამოუკიდებელი და ძლიერი ქალის როლის შესრულებას, რომელსაც არავის დახმარება არ სჭირდება და თუ მოინდომებს მას კაცის გულიც ექნება. ასეთი ქალები კაცური საწყისის გამოვლინებას ცდილობენ, რომ დაიკმაყოფილონ მამობრივი ყურადღების მოთხოვნილება. ანალოგიური ვითარებაა, მამაკაცებშიც, ოღონდ მათ ძლიერი ემოციური კავშირი აქვთ დედასთან, რომელსაც ადარებენ თავიანთ პარტნიორს და ცდილობენ დედის მსგავსი ქალი იპოვონ ცხოვრების თანამგზავრად, ვინაიდან ქალის იდეალი მათთვის არის დედა. სწორედ ამიტომ აუცილებელია მშობლები დაეხმარონ ბავშვს უპრობლემოდ გადალახოს ოიდიპუსის კომპლექსის პერიოდი. ეს კომპლექსი გარდაუვალია, ვინაიდან ნებისმიერი ადამიანი მცირე ასაკში, კერძოდ 3-4 წლის ასაკში განიცდის ეროტიული და სექსუალური იმპულსების შემოტევას. ეს ისეთივე გარდაუვალია, როგორც სიარულის და ლაპარაკის სწავლა.
რაც შეეხება იმ ბავშვებს, რომლებიც მშობლების გარეშე გაიზარდნენ, მათი ემოციების და გრძნობების ობიექტი ხდება ის ადამიანი, რომელმაც მათ აღზრდაში მიიღო მონაწილება – დეიდა, ბიძა, უმფროსი და ან ძმა, ან სხვა ადამიანი.
წარმატებულად გადალახული ოიდიპუსის კომპლექსი – ეს არის ქვეცნობიერად დავიწყებული კომპლექსი, რომლის მოქმედების პერიოდში ბავშვი ცდილობს გაერკვეს თავის სექსუალურ მოთხოვნოლებებში და მიდრეკილებებში, თავისი სქესის გაცნობიერებაში. 6-წლიდან ბავშვი უფრი ღრმად იწყებს აზროვნებას. ის იწყებს თავისი მრწამსის და რწმენის საკითხების გაცნობიერებას. ეს იმ შემთხვევაში თუ ბავშვის მშობლები მას სწორად ზრდიან. (ნახე ქვეთავი “როგორ ავღზარდოთ პატარა ოიდიპუსი”). ასევე მნიშველოვანია, რომ მშობლებმა მოთოკონ თავიანთი ემოციები და არ იყვნენ ზედმეტად მგრძნობიარენი და ემოციურნი ბავშვის მიმართ, ვინაიდან ზედმეტი სინაზე და გრძნობები ადრეულ ეტაპზე გააღვიძებენ ბავშვში ემოციურობას, რომლისგანაც განთავისუფლება პრობლემური იქნება. საერთოდ ზედმეტად ნაზი და ემოციური ბავშვი ხშირად თავს დამნაშავედ გრძნობს ყველაფრის გამო და ითრგუნება.

ისეც ხდება, როდესაც მშობლები ზედმეტად აქცევენ ბავშვს ყურადღებას და კონცენტრირებულნი არიან მის ყოველ მოქმედებაზე და სიტყვაზე. შედეგად კი ვიღებთ – ტირან-ბავშვს. როდესაც ორივე მშობელი ბავშვს აღმერთებს და უსრულებენ მას ყველა სურვილს და კაპრიზს, ამ შემთხვევაში ირღვევა ნორმალური ოჯახური სამკუთხედი: დედა – მამა – შვილი. ამის ნაცვლად კი ვიღებთ აი ასეთ კლასიფიკაციას: დედას ურჩევნია შვილი საკუთარ ქმარს, რომელსაც ასევე ურჩევნია შვილი საკუთარ ცოლს. შედეგად კი ვიღებთ 2 წყვილს: 1) დედა და შვილი; 2)მამა და შვილი. ბავშვი კი მარტო რჩება და განიცდის როგორ კლასიკურ ასევე “ნეგატიურ” ოიდიპუსის კომპლექს. ის იხლიჩება დედას და მამას შორის”.

როგორ ავღზარდოთ პატარა ოიდიპუსი?

ბავშვის დასჯა იმის გამო, რომ ის ინტერესს განიცდის სექსუალური საკითხების მიმართ კატეგორიულად გამორიცხულია. რატომ? იმიტომ, რომ ეს გამოიწვევს უკურეაქციას და მისი ინტერესი უფრო გაიზრდება და ის ფარულად ეცდება ან ინტერესის ან სურვილების დაკმაყოფილებას. ასეთი ინტერესის არსებობის ან გამოვლენი გამო ბავშვის დასჯას ასევე შეუძლია, მისი სურვილების დამახინჯება და პერსპექტიულად ტრადიციული ორინეტაციის სულ სხვა მიმართულებით შეცვლა. ქვემოთ გთავაზობთ ბავშვის აღზრდის რამოდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს:

• იყავით ოდნავ მკაცრი. თქვენი მიზანია – შეასუსტოთ ცეცხლი და არა პირიქით ჩაახშოთ მთლიანად (როგორც მშობლების უმეტესობა იქცევა).

• ნურასოდეს ეცდებით წაასროთ ბავშვი ფაქტზე

• თუმცა, თუ ასე მაინც მოხდბა ნუ დაიწყებთ ჩხუბს და მის ლანღძვას. ეცადეთ გაუგოთ მას და არ დაამციროთ.

• ეცადეთ მისი უცნაური ქცევები იშვიათად მოხდეს (ბავშვები ძირითადად ეხებიან თავიანთ სასქესო ორგანოს ხალხის გარემოცვაში. უყვართ ექიმობანას თამაში, ძირითადად ბიჭებს, პაციენტებად კი გოგონები ჰყავთ. ამ დროს იზრდება ინტერესი საწინააღმდეგო სქესის სხეულის მიმართ. ასევე ბავშვებს ახასიათებთ დედის ან მამის ფეხზე ჩახუტება და მშობელთან დაჟინებულად ხშირი შეხება). მთავარია ბავშვს ხელი არ კრათ და არ დაამციროთ. შეიძლება ასეთ ვითარებაში თავი უხერხულად იგრძნოთ, მაგრამ ბავშვი თქვენზე უფრო რთულ, უხერხულ და გაუგებარ სიტუაციაშია. ეცადეთ ბავშვს წყნარად და მშვიდად აუხსნათ როგორ უნდა მოიქცეს და ასევე როგორ არ უნდა მოიქცეს.

შეიძლება თუ არა 5წლის შვილთან ერთად აბაზანის მიღება?

“არა, ვინაიდან 2-3 წლის ასაკიდან ბავშვი ცდილობს თავის სხეულს და ორგანოებს მიეჩვიოს და სწორად აღიქვას. შესაბამისად მშობლის შიშველ მდგომარეობაში ხილვა ბავშვს შოკში ჩააგდებს. თუ ძალიან გსურთ ბავშვთან ერთად ბანაობა უმჯობესია “კუპალნიკი” ჩაიცვათ. ეცადეთ აუხსნათ მას, რომ აბაზანა, ტუალეტი და საძინებელი – განმარტოების ადგილია”.

ბავშვის კოცნა და მოფერება – ეს სიყვარულის ზომაზე მეტად გამოვლინებაა?

“ბავშვის მოფერება აუცილებელია, მაგრამ საჭიროა ზომიერება. მშობლები ხშირად აცნობიერებენ, რომ დაშვებულ ნორმებს არღვევენ. ზედმეტმა მოფერებამ შეიძლება გაატუტუცოს ბავშვი და სხვა პრობლემებიც შეუქმნას, რაც მის ხასიათში გამოვლინდება. სწორედ ამიტომ, ისევ და ისევ ბავშვის სასიკეთოდ უმჯობესია ზომიერად გამოვხატოთ ჩევნი გრძნობები”.

საჭიროა თუ არა ბავშვის წინაშე სიყვარულის დემონსტრირება?

“რა თქმა უნდა აუცილებელია, თუ ასეთ მოფერებას და სიყვარულს სექსუალური ელემენტები არ ახლავს თან. სწრაფი კოცნა, წამიერი ალერსი მშობლებს შორის ეხმარება ბავშვს იმის გაცნობიერებაში, რომ დედას მის გარდა მამაც უყვარს. თუ მშობლები დაანახებენ ბავშვს, რომ უყვართ ერთმანეთი ოიდიპუსის კომპლექსი გადალახული იქნება”.

შვილი ინტერესდება ბავშვის გაჩენის საკითხით. რა ვუპასუხოთ?

“პასუხი მოზომილი უნდა იყოს. სანამ ბავშვი 3-4 წლისაა საკმარისია ლამაზი ალეგორია – ისტორია წეროს, კომბოსტოს ან ვარდის შესაეხებ. დეტალების მოყოლა საჭირო არ არის. ამან შეიძლება ბავშვი შოკში ჩააგდოს. ესეთი ალეგორიები კი ბავშვს შეამზადებს რელური სიტუაციისათვის, ოღონდ სამომავლოდ, როდესაც ის 6-7წლის გახდება”.

wyaro:eva.ge