საჯარო გამოსვლა ერთგვარი  ხელოვნებაა, იქნება ეს სცენაზე სიტყვის წარმოთქმა, მცირე ან დიდი აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის გაკეთება თუ სხვა. სიტყვით გამომსვლელმა რამდენიმე დეტალი უნდა გაითვალისწინოს იმისათვის, რომ მისი გამოსვლა წარმატებული იყოს.პირველ რიგში კი ის აუცილებლი დეტალები, რის გარეშეც უბრალოდ შეუძლებელია აუდიტორიის მოხიბვლა:
1. აუდიტორია: ნუ ისაუბრებთ ზედმეტ
ად გადაპრანჭული ან ძალიან მარტივი ენით. ჩაწვდით მსმენელთა განწყობას და სათქმელს უკეთ გადასცემ მათ. ასევე ნუ იტრაბახებთ აუდიტორიის წინაშე.
2. ხმა: ხმა გადამწყვეტ როლს თამაშობს პრეზენტაციის დროს. აუდიტორია საკმაოდ კარგად ხვდება თქვენს თავში დარწმუნებული ხართ თუ არა. ასე, რომ დაე მსმენელი ვერ მიხვდეს, რომ ნერვიულობთ.
3. გარეგნობა და ჟესტები: ჩაცმის სტილი ყოველთვის გამოხატავს მოსაუბრის პიროვნებას. იყავით ზომიერი გარეგნობაში. ზედმეტი მაკიაჟი ან მძიმე და გადატვირთული სამკაული
ები, აგრეთვე ზედმეტად არაფორმალური ჩაცმულობა ყოველთვის იწვევს მსმენელის გაღიზიანებას და არაპატივისცემით იმსჭვალებიან მის მიმართ. ჩაიცვით მარტივად და ელეგანტურად. რაც შეეხება ჟესტებს და დგომის მანერას, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა. მუდამ გამართული და თავაწეული უნდა იყოთ აუდიტორიის წინაში, მხრებში მოხრილი და ჯიბეში ხელებჩაწყობილი სპიკერი ვერ დაიმსახურებს მსმენელთა პატივისცემას. ნუ ივლით ტრიბუნასთან წინ და უკან.
4. ენა: თქვენი სამტეყველო ენა აუცილებლად კარგ ლექსიკონურ მარაგს უნდა შეიცავდეს. არასოდეს ისაუბროთ ძალიან ხმამაღლა ამისთვის შეუფერებელ სიტუაციაში. არ დაუსვათ შეკითხვები აუდიტორიას, ხოლო თუ მაინც დაუსვამთ, ნუ დაელოდებით პასუხს.
5. იუმორი: არაფერია ცუდი იმაში თუკი იუმორს მოიშველიებთ საუბრისას და მსმენელს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემთ. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ თუკი თავს კომფორტულად გრძნობთ და შეგიძლიათ კიდეც ხუმრობა. სხვა შემთხვევაში, თქვენი იუმორი უადგილო გამოვა და მალე ინანებთ რომ გამოიყენეთ. გარდა ამისა თქვენი ნდობის დონე თანდათან დაიწევს მსმენელში და გაგიჭირდებათ მისი დაბრუნება შემდეგი რამდენმე წუთის მანძილზე.
6. მზერითი კონტაქტი მსმენელთან: არ არის მიღებული, რომ მოსაუბრე მუდმივად გაურკევევლი მიმართულებით იყურებოდეს, თუმცა არც დაჟინებული მზერაა ნორმალური. ყველაზე კარგი იქნება თუკი თქვენი მზერა ოთახის ერთი მხრიდან-მეორე მხარეს გადაინაცვლებს ხოლმე. ნუ მიაშტერდებით ჭერს, ფანჯარას ან ერთ რომელიმე პიროვნებას. ეს აჩვენებს, რომ თქვენ თავს არიდებთ დანარჩენ აუდიტორიას, რამაც მათი გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს.
7. დრო: დროის შეგრძნება და მისი თანაბრად განაწილება საჯაროდ გამოსვლის დროს ძალიან მნიშვნელოვანია. არასოდეს დაუბრუნდეთ დავიწყებულ თემას.
8. დასკვნის გაკეთება: აუდიტორია უნდა მიხვდეს, როდის მიგყავთ დასასრულისაკენ თქვენი გამოსვლა. პრეზენტაცია ან სემინარი შეგიძლიათ დაასრულოთ ხუმრობით, ციტატით, ანდაზით ან სხვა სიტუაციასთან შესაფერისი თემით.

სიტყვით გამოსვლის დასასრულს აუდიტორიამ შეიძლება ნებისმიერი შეკითხვა დაგისვათ, უპასუხეთ მშვიდად, ნუ იქნებით უხეში და მკაცრი პასუხის გაცემისას.

გახსოვდეთ საჯაროდ გამოსვლა ერთგავრი ნიჭია, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში, თქვენ გარანტირებული გექნებათ საზოგადოების სიმპათია და მათ ნდობასაც ადვილად მოიპოვებთ.

hr.com.ge