ქართული დამწერლობა ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცეოდა. მის გარშემო უამრავი კითხვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემეელია, თუმცა არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები ქართული დამწერლობის წარმომავლობას, მსოფლიო ცივილიზაციაზე გავლენისა და ანტიკურობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ასოთმთავრულ დამწერლობას, საქართველოში წინ უძღვის ფარული ნიშნებით ე.წ სკრიპტებით აღბეჭდილი ქვების აღმოჩენაც.

ქართული დამწერლობა ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცეოდა. მის გარშემო უამრავი კითხვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემეელია, თუმცა არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები ქართული დამწერლობის წარმომავლობას, მსოფლიო ცივილიზაციაზე გავლენისა და ანტიკურობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ასოთმთავრულ დამწერლობას, საქართველოში წინ უძღვის ფარული ნიშნებით ე.წ სკრიპტებით აღბეჭდილი ქვების აღმოჩენაც.

წარმოგიდგენთ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ უძველეს წარწერებს:

ბესლეთი



ბესლეთის XII საუკუნის ხიდი სოხუმში, რომელიც თამარ მეფის ეპოქაშია აგებული. ეს ხიდი ძველქართული არქიტექტურის ძეგლია და მასზე შემონახულია ქართული წარწერა.

* * *

გოხნარი

სოფელი გოხნარი მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში, მდინარე ბზისწყლის ხეობაში.

გოხნარი საინტერესო იმითაა – რომ იქ არის დოლმენები – ამ დოლმენების ასაკი რამდენიმე ათასწლეულს სწვდება.

აქვეა ციკლოპური ნაციხარი განლაგებული სოფლის მახლობლად მდინარე ალგეთის ხეობაში.

გოხნარის ლოდოვანისაქართველოში ერთერთი უდიდესი ციკლოპური კომპლექსია. ეს კომპლექსი შედგება ნაპრალგვირაბებისგან, ციხის ნანგრევებისგან, დოლმენებისგან,მენჰირებისგან, ცენტრში აღმართულია დიდი მენჰირი, რომელიც სწორედ თევზს გამოხატავს.
ამ ქვის თევზების კავშირი შუმერთა ენქისთან კარგად არის განხილული წიგნშიოქროს საწმისი”, რომელიც რამდენიმე წლის წინ გამოვიდა. ამ წიგნის თანახმად, ეს მენჰირები კალმახის კულტს უკავშირდება. ძველად ამ თევზებზე იდო წარწერებიანი სატაძრი ფეტიშები, რომელიც მზეს განასახიერებდა.

 

* * *

 

იშხანი

სოფელი იშხანი, რომელიც ეპარქიის ცენტრი იყო, მდებარეობს ტაოკლარჯეთში, ჭოროხის მარჯვენა შენაკადის, ოლთისისწყლის, მარჯვენა ნაპირას. იგი გაშენებულია ზეგანზე,რომელიც მაღალია და ფართოდ გაშლილი. ითვლება, რომ ეს ადგილები ტაოს საუკეთესო კუთხეა.
იშხნის კათედრალური ტაძარი გრანდიოზული ზომების ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა,რომლის გუმბათი აღმართულია ოთხ თავისუფლად მდგარ მძლავრ სვეტზე. მისი შუა ნაწილი ერთობ წაგრძელებული ფორმისაა, რის გამოც მთელ ნაგებობას .თაყაიშვილი ახასიათებს, როგორცცენტრალურგუმბათიანი ტაძრისა და ერთნავიანი ბაზილიკის გაერთიანებას”. ტაძარი მრავალგზისაა გადაკეთებული, გამშვენებული და მორთული. მისიხუროთმოძღვრული ფორმებიდან აღსანიშნავია ის, რომ საკურთხეველი ორსართულიანია _მისი გვერდითი სათავსები, ხოლო პირველი სართულის დონეზე თაღნარია გამართული(იგი ძველი, VII .-ის I ნახევრის ნაგებობის ნაშთია. დღეს არსებული ტაძრის ფორმები XI.-შია ჩამოყალიბებული). ტაძრის კედლებზე მაღალი დონის ფრესკული მხატვრობა იყოწარმოდგენილი. დღეს მხატვრობის მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი. საგანგებოდაღსანიშნავია გუმბათის ყელის ცაში გამოსახული ჯვრის ამაღლების კომპოზიცია, რომელიცქართულ მონუმენტურ ფერწერაში ერთერთი საუკეთესოა. ასეთი ჯვრები არის პარხალში,მანგლისში, ნიკორწმინდაში. . .

თავდაპირველად იშხანში საეპისკოპოსო კათედრა დაუარსებია და ტაძარი აუშენებია VII ს.-ის 20-იან წლებში ერთ-ერთ ადგილობრივ სომეხ ნერსეს. იგი დიდი აღმშენებლობითი უნარით ყოფილა დაჯილდოებული _ გარდა იშხნის ძველი ტაძრისა, მას აუშენებია უკვე საკუთრივ სომხეთში, ეჩმიაძინის მახლობლად ზვარტნოცის ცნობილი მრგვალი ტაძარი, მსგავსი ჩვენი დიდებული ბანის ტაძრისა (ისტორიულ ტაოში) და განუახლებია, აღუდგენია რამდენიმე ძველი ეკლესია.  იგი სომეხთა კათალიკოსიც გამხდარა და ცნობილია ნერსე III შინოღის (`აღმშენებლის”) სახელით. მისი კათალიკოსობის წლებია 641-66125. მაგრამ ნერსე სარწმუნოებით ქალკედონიტი იყო და იგი სომხეთის საკათალიკოსო ტახტიდან გადაუყენებიათ.  არაბი სარდლის მურვან ყრუს შემოსევების შედეგად, VIII ს.-ის 30-იანი წლების მეორე ნახევარში, საქართველოსა და კავკასიის დიდი ნაწილი და, მათ შორის, ტაო-კლარჯეთი აოხრდა29. მიჩნეულია, რომ ამ ლაშქრობას შეეწირა ნერსეს მიერ აშენებული იშხნის ძველი ტაძარიც. იშხნის ახალი ტაძრის აგება და იქ საეპისკოპოსო ცენტრის ხელახალი დაარსება დაკავშირებულია წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფის საბა/საბანისსახელთან. საბა იყო გრიგოლ ხანძთელის დედის დისწული. იგი “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში” მოხსენიებულია, როგორც “იშხნისა მეორედ მაშენებელი და ეპისკოპოსი მისი” (იქვე). საბა გრიგოლს თან ახლდა თითქმის ყველგან, იგი მასთან ცხოვრობდა ხანძთაში,

უკვე გაერთიანებული საქართველოს მეფეების გიორგი I-ისა (1014-1027) და ბაგრატ IV-ის (1027-1072) დროის მოღვაწე ჩანს იშხნელი მთავარეპისკოპოსი ანტონი. ანტონს იშხანში, მის კათედრალურ ტაძარში ფართო სააღმშენებლო სამუშაოები ჩაუტარებია. შეიძლება ითქვას, რომ იშხნის ტაძარი იმ სახით, რა სახითაც იგი დღეს დგას, ცხადია, მთელი და არა დანგრეული, მის დროსაა ჩამოყალიბებული. მის მიერ ჩატარებული სამუშაოების შესახებ ტაძრის კედლებზე მას ორიწარწერა მოუთავსებია. ტაძრის სამხრეთი შესასვლელის არქიტრავზე ამოკვეთილია ვრცელი ასომთავრული წარწერა, რომლის ასოთა კვეთის ღარები ლურჯი საღებავით ყოფილა ამოვლებული _ იგი ამჟამად კარგად არის შენახულ-შემორჩენილი ზოგიერთ ადგილებში. წარწერის სტრიქონები განლაგებულია ნახევარწრიულად, ხოლო
ტექსტის ბოლო სიტყვის დასასრული ასოები ვერტიკალურად და განივად, ისე რომ, მათი განლაგება ჯვარს ქმნის. აშკარაა, რომ წარწერას დეკორატიული დანიშნულებაც ჰქონდა და ტაძრის მორთულობის ელემენტს შეადგენდა. წარწერის ტექსტი შედგება ორი ნაწილისაგან; პირველი ადორაციულია და გიორგი მეფეს განადიდებს: “† იესუ ქრისტე, ადიდე ორთავე შინა ცხორებათა გიორგი მეფე და შვილნი მათნი,
ამენ.” მეორე წარწერა ვრცელია, ტექსტის დასაწყისი შეიცავს ისტორიული ღირებულების ცნობებს: “† სახელითა ღმრთისაჲთა. მე, გლახაკმან ანტონი ეპისკოპოსმანიშხნელმან, განვაახლე ესე კარისა ბჭე წმიდისა კათოლიკე ეკლესიისასადიდებელად მეფეთა, გიორგი მეფისა და შვილთა მათთა, სალოცველადბაგრატ კურაპალატისაჲსა, შენდობისათს ცოდვათა ჩუენთაჲსა...”
სამეცნიერო ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობა იყო წარწერის დათარიღების შესახებ, მაგრამ ე.თაყაიშვილმა საბოლოოდ და ეჭვმიუტანლად დაამტკიცა, რომ წარწერაში დასახელებულია მეფეები გიორგი I (1014-1027) და ბაგრატ III (978-1014). ანტონ იშხნელ ეპისკოპოსს ტაძრის სამხრეთის კარიბჭე განუახლებია გიორგი მეფის სიცოცხლეში.

 

***

 

დოლისყანა

დოლისყანა. მდებარეობს მდ. იმერხევის ხეობაში, მდინარის მარჯვენა მხარეს, სოფელში სახელწოდებით Hammamlë. გიორგი მერჩულის ცნობით, აქ ეკლესია აშენდა წმ. გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის დროს. როგორც ფასადზე განთავსებული სამშენებლო წარწერები გვამცნობს, ეს ტაძარი მეფე სუმბატის მეფობის ხანაშია აშენებული, ე. ი. 954-958 წწ.

აქ უკანასკნელ დრომდე მუსულმანური სალოცავი _ ჯამე იყო განთავსებული.

დოლისყანის ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობის ტაო-კლარჯეთში ფართოდ გავრცელებული ვარიაციაა, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდითა და დამხმარე სათავსებით. ეკლესია აგებულია ზერელედ გათლილი ქვის კვადრებით, ხოლო კონსტრუქციული ნაწილები – კარი, სარკმლების წირთხლები და მთლიანად გუმბათი _ კარგად გათლილი ქვის კვადრებითაა მოპირკეთებული. გუმბათის ყელს როგორც შიგნიდან, ისე გარედან 12-12 თაღისაგან შეკრული თაღნარი ამკობს, რომლებიც ინტერიერში თითო, ხოლო ექსტერიერში შეწყვილებულ პილასტრებს ეყრდნობა.

სამხრეთ კედელში ჩადგმული ფილა _ მზის საათი _ გასულ წელს გაუჩინარდა. საკურთხევლის ნახევარწრიულ კედელზე საკმაოდ კარგად არის შემონახული კედლის მხატვრობის I რეგისტრი მრავალი წარწერითურთ.

დოლისყანის ფასადები გამოირჩევა სკულპტურული რელიეფების სიმრავლითა და მრავალფეროვნებით. მათგან გამორჩეულია სამხრეთი მკლავის სარკმელი, ხოლო თავად სარკმლის თავზე ორ ფილაზე ნახევარწრიულად გაშლილია ორსტრიქონიანი ლამაზი ასომთავრული წარწერა: ქრისტე,ადიდე მეფე ჩვენი სუმბატ მზეგრძელობით”.

სარკმლის შუა წელზე ორივე მხრივ წარწერებიანი ფიგურული რელიეფებია გამოქანდაკებული: მარცხნივ _ მიქაელ მთავარანგელოზის ფეხზე მდგომი ფიგურაა, მარჯვნივ _ უფრო ფართო ფილაზე _ გაბრიელ მთავარანგელოზი, მის წინ _ ნახევარფიგურა მედალიონში _ გაბრიელ დეკანოზი, რელიეფების ოსტატი, ხოლო მათ ქვემოთ – ურო. მარცხნივ _ ღია ფერის ქვაზე ამოკვეთილია ღმრთისმშობლის მცირე ზომის ხატისებრი გამოსახულება, მარჯვნივ კი _ ექვსქიმიანი ვარსკვლავი _ დავითის ფარი. მთელი ამ სისტემის ზემოთ ჯვრის ორნამენტირებული გამოსახულებაა.

* * *

ბოლნისის სიონი

ბოლნისის სიონი. ბოლნისის ეკლესიის მშენებლობა 479-ს დაწყებულა და დამთავრდებოდა 493-494 წელს.

ბოლნისის სიონის სამი წარწერა – ქართული წერისა და ენის უძველესი ნიმუშთაგანი. ერთი წარწერა მოთავსებულია აღმოსავლეთ კედელზე, საკურთხეველი სარკმლის თავზე, გარედან, მედალიონში ჩასმული ბოლნური ჯვრის გარშემო, და ასე იკითხება:

“ქრისტე დავით ეპისკოპოსი კრებულითურთ და ამას ეკლესიასა შინა შენდა მიმართ თაჳყანისმცემელნი შეიწყალენ და მშრომელთა ამას ეკლესიასა შინა შეხეწიე ი ი”.

უკანასკნელი ასოების (ი ი) მნიშვნელობა “იყავნ იყავნ” გაარკვია აკად. კ. კეკელიძემ.

***

ფშავ-ხევსურეთში და თუშეთში გავრცელებული  ორნამენტები და ფარული ნიშნები, სკრიპტები


wyaro:samefo.ge