ტვინის აქტივობა ხელების მოძრაობისას: მარცხენა სურათი — ღვიძილისას, მარჯვენა სურათი — ძილისას; სხვადასხვა ფერებით ნაჩვენებია უბნები, რომლებიც აკონტროლებენ მარჯვენა და მარცხენა ხელს. (კვლევის ავტორების ფოტო)

როდესაც ჩვენ რაიმე გვესიზმრება, ტვინში აღინიშნება იგივე აქტივობა, რაც რეალური მოქმედებებისას.

 

რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ სიზმარში: ვცეკვავთ, ვხტუნავთ, ვფრინავთ და ა.შ ჩვენი ტვინი აღიქვამს ისე, თითქოს ამას რეალურად ვაკეთებთ. ამ დასკვნამდე მაქს პლანკის სახელობის ფსიქიატრიის ინსტიტუტის მკვლევარები, მძინარე ადამიანის ტვინზე დაკვირვებით მივიდნენ. ეს ამოცანა, არც ისეთი მარტივი აღმოჩნდა, როგორიც პირველი შეხედვით ჩანს: ზუსტი შედეგების მისაღებად, მკვლევარებს მოუწიათ ადამიანიების მოძიება, რომლებიც დაინტერესებულები არიან “სიზმრების მართვით”.

სიზმრების ნეიროფიზიოლოგიის შესწავლა არც ისე მარტივი საქმეა. პირველ რიგში, ჩვენ იშვიათად თუ გვახსოვს რა დაგვესიზმრა (რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ ძილის რომელ ეტაპზე გაიღვიძებს ადამიანი). მეორე სირთულე, რაც მკვლევარებს შეხვდათ, იყო ის თუ როგორ უნდა შეესაბამებინათ ტვინის აქტივობა, იმისთვის რაც სიზმრისას ხდებოდა. ამისათვის საჭირო იყო, რომ ადამიანს ძილისას ელაპარაკა, და მოეყოლა ექსპერიმენტატორისათვის, თუ რას აკეთებდა. ამოცანა იქნებოდა გადაუჭრელი, რომ არა მართვადი სიზმრის ფენომენი. ასეთი სიზმრები იშვიათობას არ წარმოადგენს, მათ ხედავს მთელს მსოფლიოში 3 მილიარდამდე ადამიანი. ფენომენის მთავარი თავისებურება ისაა, რომ იმ მომენტში როდესაც მას რაიმე ესიზმრება ის ხვდება, რომ ეს სიზმარია, და რაღაც დონეზე შეუძლია ცნობიერად აკონტროლოს თავისი მოქმედებები სიზამრში. ასეთი რამ ხდებოდა არარეგულარულად, მაგრამ ვარჯიშების შემდეგ საკუთარ სიზმრებზე გარკვეული კონტროლის მოპოვება შესაძლებელია.

მკვლევარებმა ექვს ადამიანს შესთავაზეს, ექსპერიმენტში მონაწილობის მიღება. მათ უნდა დასიზმრებოდათ, რომ კრავენ და ხსნიან მარჯვენა ან მარცხენა მუჭს. თუ მოხალისეები “ხვდებოდნენ” მართვად სიზმარში, მათ ეს მკვლევარისთვის თვალების მოძრაობით უნდა ენიშნებინათ. მათ რათქმაუნდა ფუნქციონალურ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის სკანერში უნდა დაეძინათ, რომლის მეშვეობითაც მეცნიერები აკვირდებოდნენ ტვინის აქტივობას.

შემდგომ, როგორც მკვლევარები ჟურნალ Current Biology-ში წერენ, ექსპერიმენტის პირობებში, ექვსიდან მხოლოდ ორმა შეძლო მართვადი სიზმრის ნახვა. ამის მიუხედავად კიდევ რამოდენიმე მონაწილის დახმარებით მეცნიერებმა შეძლეს ეჩვენებინათ, რომ მოტორული ქერქის აქტივობა, რომელიც მარჯვენა და მარცხენა ხელების მოძრაობაზეა პასუხისმგებელი, ძილის მდგომარეობაშიც და ღვიძილში ხელის შეკუმშვისას იდენტურია. სიზმრები — ეს ფილმი არაა: სიზმრის აღქმაში მონაწილეობს მთელი ტვინი და არა მხოლოდ მხედველობითი ანალიზატორი.

მაგრამ ჩნდება კითხვა: რატომ არ დავრბივართ ან დავხვტივართ, როდესაც ვხედავთ შესაბამის სიზმარს? მკვლევარები ამბობენ, რომ სიზმარში პასიურია ტვინის ის უბანი, რომელიც პასუხისმგებელია გადაწყვეტილებების მიღებაზე — მაგალითად, მუჭის შეკუმშვაზე. სავსებით სავარაუდოა, რომ სწორედ ამიტომ არ ხდება მოტორული ქერქის აქტივობის რეალიზება. სწორედ ამის გამო აცნობიერებენ, ისინი ვინც მართვად სიზმრებს ხედავენ, რომ იმ მომენტში მათ სძინავთ. ამიტომ, იმის თქმა, რომ ტვინი სიზმარს და რეალობას ვერ არჩევს, მხოლოდ გარკვეულ დონემდეა შესაძლებელი.

უახლოეს მომავალში ავტორები აპირებენ მოიწვიონ უფრო მეტი ისეთი ადამიანი, რომლებიც მართვად სიზმრებს ხედავენ, იმისთვის რომ გააანალიზონ ტვინის აქტივობა რთული მოქმედებების შესრულებისას: მაგალითად, საინტერესო იქნებოდა იმის გაგება, თუ “რას აკეთებს” ტვინი როდესაც სიზმარში ჩვენ დავფრინავთ…

წყარო:hi-tech.ge