• ენოტი საკვებს რეცხავს და ისე მიირთმევს. მას ურჩევნია შიმშილით მოკვდეს, ვიდრე მანამ შეჭამოს რამე, ვიდრე მას წყალში არ გაავლებს და კარგად არ გაასუფთავებს.
  • ცხოველთა შორის ყველაზე მძინარა, კოალაა. მას დღე ღამეში 22 საათი ძინავს.  თუ გავითვალისწინებთ, რომ კოალას სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 15 წელია, გამოდის, რომ სიცოცხლეში დაახლოებით 13 წელს ძილში ატარებს.
  • სპილო დღეში დაახლოებით 225 კილოგრამ საკვებს მიითმევს. ერთ ჯერზე კი 135 ლიტრი წყლის დალევა შეუძლია.
  • სამეფო არწივი, მთელი ცხოვრებას ერთ პარტნიორთან ატარებს და არც ბუდეს იცვლის.
  • ჟირაფის კისერი დაახლოებით 2,5 მეტრი და 11 კილოგრამია.
  • 1 გრამი თაფლის დამზადებისთვის, ფუტკარი 7 500 ყვავილისგან იღებს ნექტარს.
  • თეთრ დათვს ძალიან კარგი ყნოსვა აქვს. მას შეუძლია 30 კილომეტრზე იგრძნოს ზვიგენის გვამის სუნი.  1 მეტრიანი ყინულის ქვეშ მყოფ სელაპსაც სუნით გრძნობს.
  • დედალი ტერმიტი 30 000 კვერცხს დებს დღეში.
  • დელფინი 200 მეტრის სიღრმეზე ჩადის და 15 წუთი შეუძლია გაძლოს ზედაპირზე ამოსვლისა და ჩასუნთქვია გარეშე.
  • სირაქლემას კვერცხი 1,5 კილოგრამია. ეს კი 24 ცალი ქათმის კვერცხის ტოლფასია.
  • კოლიბრი იმდენად პატარა ჩიტია, რომ ხშირად ობობას ქსელში ეხვევა და თავს ვეღას აღწევს.
  • ზვიგენი იძულებულია სულ იმოძრაოს.  მინიმუმ 3 კმ/საათში მაინც. სხვანაირად მის ორგანიზმს საჭირო ჯანგბადი არ მიეწოდება.
  • ნიანგის სქესი დამოკიდებულია ინკუბაციის პერიოდში ტემპერატურაზე. თუ კვერცხი 30°C- ზე ნაკლებ ტემპერატურაზე იჩეკება, ნიანგი დედალია, ხოლო 30°C გრადუსზე მეტ ტემპერატურაზე, მამალი ნიანგები იჩეკებიან.  კვერცხის ტემპერატურას განსაზღვრავს დედა. ზოგიერთ კვერცხს უფრო ღრმად მარხავს, ზოგიერთს კი უფრო ზედაპირულად.

wyaro:perla.ge