საწინააღმდეგო სქესის წევრებს შორის დგება საკითხი, როცა ვსვამთ კითხვას, გვაქვს თუ არა საქმე სიყვარულთან, რადგან სულ მცირე არსებობს 2 განსხვავებული სახე სიყვარულისა, რომანტიკული სიყვარული და მეგობრობა-სიყვარული.

ფსიქოლოგი რობერტ სტენბერგი გვთავაზობს სიყვარულის, ეგრეთ წოდებულ სამკუთხოვან თეორიას, რომელიც გამოყოფს სამ ბაზისურ კომპონენტს: ინტიმურობა- რომელსაც გრძნობენ პარტნიორები. ვნება-სექსუალური მოტივი და სექსუალური აღძვრა, რომელიც ასოცირებულია გაწყვილებით ურთიერთობასთან. ვალდებულება-მოიცავს გადაწყვეტილებას, რომ ვინმეს უყვარს ვიღაც და ავალდებულებს შეინარჩუნოს ეს ურთიერთობა.

ამ სამი ბაზისური კომპონენტების კომბინაციით სტეინბერგი გამოყოფს შვიდი სახის სიყვარულს:

მოწონება-რომელიც შეიცავს მხოლოდ ინტიმურობას.
რომანტიული სიყვარული-შეიცავს ინტიმურობასა და ვნებას.
მეგობრობა-სიყვარული-შეიცავს ინტიმურობას და ვალდებულებებს.
ძლიერი გატაცება-შეიცავს მხოლოდ ვნებას.
უაზრო სიყვარული-შეიცავს ვნებასა და ვალდებულებას.
ცარიელი სიყვარული-შეიცავს მხოლოდ ვალდებულებას.
სრულყოფილი სიყვარული-შეიცავს სამივე კომპონენტს.

სიყვარული ემოციონალური მდგომარეობაა. ემოცია კი ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი მდგომარეობაა, რომელიც განსხვავებულ ელფერს იღებს, იმისდა მიხედვით, თუ რა იარლიყს მივაწერთ ჩვენ მას.
აგზნებამ, რა წყაროდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, უნდა გაზარდოს ვნება, ამიტომ აგზნების ნაწილს მიაკუთვნებენ რომანტიკულ სტიმულს.

ვნებიან სიყვარულს ახასიათებენ როგორც ინტენსიურ, ზოგჯერ დაუძლეველ ემოციონალურ მდგომარეობას, როცა ინდივიდი გამუდმებით ფიქრობს პარტნიორზე, სურს რაც შეიძლება მეტი დრო დაჰყოს მასთან და ხშირად არარეალისტურია მის შეფასებაში. მისთვის დამახასიათებლად თვლიან, რომ კონტაქტები სხვა მეგობრებთან უფრო იშვიათად ხდება და მთელი ყურადღება ერთ ინდივიდზეა ფოკუსირებული. ის განიცდება, ისეთად, რომელიც კონტროლს არ ექვემდებარება და არაწინასწარმეტყველებადია.

ვნებიანი სიყვარულის აუცილებელ პირობად მიჩნეულია: პირველ რიგში ვნებიანი სიყვარული უნდა ჩამოყალიბდეს კულტურაში. Kკულტურა ასწავლის, თუ რას წარმოადგენს ვნებიანი სიყვარული, როგორც მხატვრული ლიტერატურის საშუალებით, ისე რეალური ცხოვრების აღწერით.

ვნებიანი სიყვარულის მეორე პირობა, სიყვარულის შესაბამისი ობიექტის არსებობაა. უმრავლესობისათვის ეს ნიშნავს ფიზიკურად მიმზიდველი საწინააღმდეგო სქესის პირის არსებობას, რომელიც დაახლოებით იმავე ასაკისაა, მამაკაცი ქალზე მაღალი უნდა იყოს და არ უნდა იყოს ღრმად ჩართული სხვა ურთიერთობებში.

მესამე პირობა, რომელიც კრიტიკულად მიაჩნიათ, არის ინტენსიური სიბრმავე. აღძვრის განსხვავებული ტიპები გავლენას ახდენენ რომანტიკულ გრძნობებზე და სექსუალურ ინტერესებზე.

ვნებიანი სიყვარულის პირობებში განიხილავენ: კულტურულ ფონს, რომელშიც ინდივიდი სწავლობს სიყვარულის შესახებ და მოელის, რომ მასაც შეემთხვევა ეს.

ვნებიანი სიყვარული თანდათანობით გადადის ე.წ. მეგობრობა-სიყვარულში. მეგობრობა-სიყვარული მიუთითებს ღრმა და ხანგრძლივ მეგობრობაზე, რომელიც გულისხმობს ურთიერთმოწონებას და პატივისცემას, გამოკვეთილ პოზიტიურ ემოციებს. Mმეგობრობა-სიყვარული ურთიერთმიჯაჭვულობის გრძნობაა.

ახლა კი გადავხედოთ იმ მიზეზებს, რომლებიც იწვევენ სოციალური ურთიერთობების რღვევას, რომლებიც ჩამოაყალიბმა, ამერიკელმა ფსიქოლოგმა ლევინგერმა:

ურთიერთობის გაგრძელების მცდელობა. ერთადერთი საერთო პრობლემა ურთიერთობაში არის ეჭვიანობა, როდესაც ინდივიდს შეაქვს ეჭვი მეტოქის სიყვარულში, არსებობს ორი სახის საშიშროება_ინდივიდმა შეიძლება დაკარგოს ის ჯილდო, რომელსაც იღებს ურთიერთობისაგან. არსებობს თვითშეფასების დადაბლების საშიშროება. Uუკიდურესი ეჭვიანობა შეიცავს შფოთვას, შიშს, ტკივილს, გაბრაზებას, უიმედობას და ფიზიკურ სიმპტომებს (გულისცემის აჩქარება, სიმსუბუქე მუცლის არეში)

ურთიერთობის გაუარესება და დამთავრება. ურთიერთობის გაუარესება იწყება, როცა ერთი ან ორივე პარტნიორისთვის პირობები ნაკლებ სასურველი გახდება, ვიდრე ადრე იყო.

რეაქცია მოსალოდნელ გაუარესებაზე, შეიძლება იყოს როგორც აქტიური, ისე პასიური. აქტიურია, როდესაც პარტნიორები გადაწყეტენ შეწყვიტონ ურთიერთობა. Pპასიურია-მოცდა, იქნებ მოხდეს გაუმჯობესება.
სიყვარული შეიძლება მოულოდნელად და ძალდაუტანებლად. ურთიერთობის შენარჩუნება კი მოითხოვს ინდივიდის შრომასა და ძალისხმევას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.