კომპანიამ Honda Motor ჰუმანოიდის ASIMO განახლებული ვერსია შექმნა. სიახლე მსოფლიოში პირველ საქციელის მართვის ავტონომიურ ტექნოლოგიას იყენებს. მისი წყალობით ASIMO-ს ოპერატორის კონტროლის გარეშე მოძრაობის გაგრძელება შეუძლია. ამას გარდა, რობოტს გაუმჯობესებული «ინტელექტი» და სიტუაციებისადმი ადაპტაციის ფიზიკური უნარი აქვს.


სიახლის მთავარ თავისებურებათა შორის აღნიშნავენ: სივრცეში სხეულის მდებარეობის რეგულირების შესაძლებლობას; გარემოს ამოცნობის ტექნოლოგია, რომელიც გარშემო ადამიანების მოძრაობის განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა მრავალი სენსორის დახმარებით, აგრეთვე არსებული სიტუაციის შეფასების შესაძლებლობა; ავტონომიური მოქმედების გენერირების უნარი, რაც რობოტს გაანალიზებული ინფორმაციის საფუძველზე საკუთარი ქცევების ავტომატურად განსაზღვრის შესაძლებლობას აძლევს ოპერატორის ჩარევის გარეშე. ყველა ეს ახალი უნარი ASIMO-ს კიდევ ერთი ნაბიჯით უახლოვებს იმ სფეროში გამოყენებას, სადაც იგი ადამიანებთან ერთად იარსებებს.

რობოტის მახასიათებლებს შორის აღნიშნულია სიმაღლე 130 სმ, წონა 48 კგ, თავისუფლების ხარისხი 57 გრადუსი, გადაადგილების სიჩქარე 9 კმ/სთ-მდე.

წყარო: Honda Motor & aqualung.ge