ნაწილი 2.

როდესაც მთაში ნაპოვნი სკრიპტები შეიკრიბა გარკვეული რაოდენობით, აღმოჩნდა, რომ გეომეტრიულ ორნამენტებთან საერთო გენეზისისას გვანან. მკვლევარებმა ერთხმად აღიარეს: ‘ეს ორნამენტები საქართველოში ძველთაგანვე იყო გავრცელებული”.

გეომეტრიული ორნამენტების მოხაზულობა და დასახელება შედარდა ხმელთაშუაზღვისპირეთის ცნობილ ხაზოვან ნიშნებთან, კრეტა – იბერიულ – კვიპროსულ ნიშნებთან. მსგავსება არამარტო მოხაზულობაში, არამედ დასახელების მხრივაც გამოიკვეთა. გეომეტრიულ კუთხოვან ორნამენტებს შემორჩენილი აქვს დასახელება. მსგავსებაა მათ შორის, როგორიცაა: ‘’კეხა’’ და ‘’კე’’, ‘’ბორჯღალა’’ და ‘’ბო’’, ‘’ქისტურა’’ და ‘’კი’’, ‘’მარტუღელა’’ და ‘’მ’’, ‘’უღელა’’ და ‘’უ’’. მიახლოებითი მსგავსებაა ‘’კიმხა’’ და ‘’კო’’, ‘’რქაგირგოლა’’ და ‘’გი’’, ‘’მგზავრა’’ და ‘’გე’’, ‘’უნაგირა’’ და ‘’გი’’, ‘’კუერანი’’ და ‘’კუ’’.

ამ მსგავსებაზე რაიმეს თქმა ძნელია. ვინც კი შეუდგება ფარული ნიშნების საშუალებით სიუჟეტურ წაკითხვას ყველაფერი გასათვალისწინებელია.

ასომთავრულის დალაგებული მწკრივი და მოხაზულობანი მიანიშნებს სხვა წარმომავლობის ძირს შედარებით სომხურ-ალბანურ დამწერლობით ასონიშნებთან. ფარული ნიშნების გამოჩენის შემდეგ კი ასომთავრულის ისტორია მთლიანად შეიძლება შეიცვალოს. ამჯერად მთავარია გაირკვეს თუ რა კავშირია ასომთავრულს და ფარულ ნიშნებს შორის. საქმეს ართულებს მწირი ინფორმაცია. რელიგიაში განვითარების საფეხურზე გადასვლამ ძველებური დამწერლობის ნიმუშები ამოიღო ცხოვრებიდან, როგორც არა სასურველი სხვა მსოფლმხედველობიდან გამომდინარე. ჯვრის მდგრადი გამოსახულებებიდან ჩანს, რომ სკრიპტები ჯვართმსახურების საკულტო იდეოლოგიას ემსახურებოდა. რამდენიმე მეცნიერის მოსაზრებით ასომთავრულზე წინა დროის ფარული ნიშნები საქართველოს ბარში გაანადგურა არაქართული წარმართული სარწმუნოებების მოძრაობამ. (ქრისტიანობის წინა პერიოდი, ზოროასტრიზმი, გაცი-გაიმი, ზადენი და სხვა).

ისტორიის უკუღმართობამ მრავალი ძეგლი გაანადგურა, მაგრამ შემორჩა შუა საუკუნეების დროინდელი ისეთი ასომთავრული წყობა და უცხო ნიშნები, რომელთა ახსნა რთულია. ძველი ნიშნები თვით მკაცრმა შუა საუკუნეებმაც ვერ ამოშალა ხალხის მეხსიერებიდან. ძველი სკრიპტების გამოსახვა უცდიათ სხვადასხვა სტელის ბაზისებზე და ასომთავრულთანაც. დავით გარეჯი; სოფ. წებელდის ეკლესიის საამშენებლო წარწერა და სხვა. ხევსურეთში და თუშეთში შემორჩენილ ფარულ ნიშნებთან მსგავსებას პოულობს VIII_IX-ს ქრისტიანულ ხატებში და წიგნებში დაფიქსირებული უცნობი სიმბოლოები. მაგ: IX საუკუნის ადიშის ოთხთავის ერთ-ერთ გვერდზე ორ სვეტად ჩამოწერილი ნიშნები ე.წ. “სიმბოლოები”, ასევე XI საუკუნის წმინდა გიორგის ჭედური ხატი “ხიდისთავის წმინდა გიორგი” ფეხზე მდგომი ფიგურა ხელში მახვილით. ტრადიციული ხატწერისთვის მოსასხამით და ორნამენტებით. ამ ორნამენტებს შორის კერძოდ მოსასხამის კალთის არშიაზე შემოვლებულ გაფორმებასა და ზედა ასეთივე ორნამენტებს შორის დატოვებულია ადგილი, სადაც სიმბოლოებია ჩაჭრეთილი. სიმბოლო ნიშნები წარმოშობით ორნამენტებს ნამდვილად არ გავს, იგი გაკეთებულია გავლენით და რადგან ოქრომქანდაკებელმა წმინდა გიორგის მოსასხამზე ამოჭედა ფაქტია, რომ ისინი საკრალურად მიიჩნია. კვადრატი დიაგონალებზე ჩახატული ჯვრით. ჯვრის მხრებს შორის წერტილებია ჩაჭრილი. ასევე სამკუთხედები წერტილებით. წერტილები ნიშნების გარეთაც არის გაკეთებული. მსგავსი ნიშნებია საქართველოს მთაში დაფიქსირებული. მკაცრ სისტემურ ქრისტიანულ გამომსახველობაში რახან სიმბოლოები დეკორად მაინც შემორჩენილია, ეს უთუოდ მიმანიშნებელია ასომთავრულის წინარე კუთხოვანი ნიშნების გამოძახილის.

წერაქულ დამწერლობაში, “სკრიპტებში”, შეიმჩნევა განმეორადობა რის გამოც შეიძლება კანონზომიერებაზე (სისტემა) საუბარი. ნიშნები ადგილობრივი წარმოშობისაა თუ შემოტანილია მცირე აზიიდან ან შუამდინარეთიდან, სადაც ასევე ისტორიაში პროქართველურ ენებზე მოსაუბრე ხალხი მოიაზრებოდა. უმეტესი ფარული ნიშნები თავდაპირველი მოხაზულობით უფრო მეტად შუამდინარეთულ იეროგლიფურ სიმბოლოებს გავს, მაგრამ განსხვავდება საინტერესო კუთხით. როგორც ცნობილ შუამდინარეთულ, ეგეოსურ და ეგვიპტურ ნიშნებში გვხვდება ეკონომიურად განვითარებული რეგიონის ატრიბუტები: გუთანი, საზიდარი, ჭურჭელი, თევზი, თასი, ცული, დანა, და სხვა. როგორც ჩანს, ყოველდღიური ყოფის საგნები დამწერლობით სისტემაში სტილიზებულ სიმბოლოებად გადასულა. საქართველოს მთაში შემორჩენილ ნიშნებში მსგავსი არაფერია. სამაგიეროდ ჩანან: ბორჯღალი, მნათობები სხივებით, მზე, წრე, წერტილები, ხაზები, ჯვრიანი წრეები, კლაკნილი, კომეტის ტიპები, სპირალები, ორმაგი წრეები, სამკუთხედი და ზევიდან დანახული დასახლებული ადგილის სიმბოლოები უჯრიანი კვადრატები და სხვა. იქმნება აზრი რომ სკრიპტები კოსმოგონიური წარმოდგენების საფუძველზე წარმოიშვა. აუხსნელია საიდან გვანან ერთმანეთს საქართველოს მთიანეთის ფარული ნიშნები შუამდინარეთის წინა ლურსმული და შედარებით გამარტივებული მოხაზულობის კრეტული და იბერიული ხაზოვანი ნიშნები. დამწერლობით ნიშნებში ცნობილია რომ ისტორიის დიდ მონაკვეთზე სტილისტური მსგავსება შეიმჩნევა მაგ: ინგლისელი ორიენტალისტის ა. ვაისმენის მოსაზრებით სიმბოლიკა ,,გუთანი” რომელიც შუამდინარეთში ძვ. წ. 3500 წლით თარიღდება, წარსულიდან მოჰყვება დამწერლობის ნიშნებს და ფინიკიურ თუ ბერძნულ ანბანშიც აირეკლება. ჩვენთან სიმბოლო გუთანის (ქართულად ერქვანის) არარსებობა გაურკვეველია. სავარაუდოა, რომ ჩვენ წინაპრებს სასიცოცხლო მოხმარების საგნები მეორე ხარისხოვნად მიუჩნევიათ კოსმოგონიურ წარმოდგენებთან შედარებით, რაც ინტერესს აღძრავს და ღრმა შესწავლას მოითხოვს.

ჩვენამდე მოღწეული საქართველოს მთიანეთის წერაქული დამწერლობა უცნაურ გამოცანას გავს. გაურკვეველია ერთი ნივთმტკიცება რომელიც ხევსურეთში სოფელ ხახმატშია. ერთ-ერთ ოჯახში (შ. ალუდაური) შემორჩენილია ძველებური მასიური ხის კიდობანი ზედ ამოჭრილია შვიდი ხაზოვანი ნიშანი. 7 ნიშნიდან სამი სიმბოლო გაფუჭებულია ხოლო 4 ნიშანი კიდევ გაირჩევა. კიდობანი საშუალო ზომისაა და ადგილობრივი ნახელავია. როგორც ჩანს ამ რეგიონში მთელი რიგი ფაქტორების ურთიერთდამთხვევამ ფარულ ნიშნებს იდეალური გარემო შეუქმნა და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა უზრუნველყო.

ხალხური მეხსიერება შეიძლება წარმოუდგენლად ძველ დროს იმახსოვრებდეს. რაღაც მნიშვნელოვანმა მოვლენამ რომელიც უხსოვარ დროს ადამიანზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა, დაილექა მეხსიერებაში და საყოველთაო კუთნილება გახდა. ასეთი ზეგავლენის კვალს შეიძლება მიეწეროს გეომეტრიული პირამიდული ფორმაც. ამ ფორმამ ღვთაებრივი საკრალური დატვირთვა შემოინახა მსოფლიოს ხალხებში. შუამდინარეთში, ეგვიპტეში, ცენტრალურ ამერიკაში, ჩინეთში და კავკასიაში. თუშეთში და ფშავ ხევსურეთში შემორჩენილი პირამიდულ სახურავიანი ნიშები ამის დასტურია. “პრაქტიკული მოსაზრებით ახსნილი ეს ფორმა არ გამორიცხავს საკრალურ დატვირთვასაც”, მათი ფორმა აკლდამებზე და კოშკებზეც გადავიდა. იგივე ფორმა თავისი გვირგვინული წყობით ახლობელია ქართული დარბაზის არქიტექტურასთანაც.

მეხსიერებას შემოუნახავს ძველებური სახით ფარული ნიშნებიც. ერთი ნიშანი რომელიც სავარაუდოდ სალოცავს ანუ ჯვარს მიანიშნებს მეორდება ისეთ კონტექსტში და ისეთ გარემოში, რითაც იმსახურებს განსაკუთრებულ შინაარს. ადგილობრივ ხალხში შემორჩენილი ქვების დასახელებისა და მოხაზულობის სპეციფიკიდან გამომდინარე შეიძლება რამდენიმე ნიშნის ამოცნობა. ყოველ შემთხვევაში რამდენიმე ნიშნის რაობაემთხვევა ასომთავრულის მოხაზულობას გამარტივებამდელს, ასეთი ნიშნებია: ხარიდა , (ხქ), ბორჯღალი და ფარი ან საფარველი და ქვეყანადა ჯვარნი და , მაგალითად კვადრატი დიგონალზე ჩახატული ჯვრით გვხვდება გუდანის ჯვარში. ეს სიმბოლო ნიშანი ადამიანის ფიგურის წინ არის ამოტვიფრული. ადამიანის ფიგურაზე სამჯერ დიდი მოცულობით, ხაზი აქვს გასმული მის განსაკუთრებულ შინაარსს. ქვაზე ერთ ხაზზე ოთხი ნიშანია ამოჭრილი: კვადრატი ჯვრით, ადამიანის ფიგურა ხმლით ორი წერტილით, მნათობის ნიშანი და ხელის მტევნის (მარცხენა) გამოსახულება. მთლიანი იდეოგრამის გაშიფვრა ძნელია მაგრამ კვადრატი დიაგონალებზე ჩახატული ჯვრით მეორდება სხვაგანაც. სოფ. ზენ კისტანის ქვაზე კვეთილობა მრავალ მხრივ საინტერესოა. ქვა ადგილობრივი წარმოშობისაა, ზომით ერთი მეტრი სიგრძის 40 სმ სიგანის 25 სმ სისქის. სიბრტყეზე ამოჭრილია გაფანტულად ნიშან-სიმბოლოები 19 ერთეული. იქმნება შთაბეჭდილებ,ა რომ გვიანდელი პერიოდისაა. ხატოვან-იეროგლიფური ნიშნების საშუალებით ზედ დაპირისპირების ამბავის გადმოცემა უცდიათ. დაპირისპირებულ მხარეებს შორის ჯვარი ფიგურირებს. ერთი ჯვარი ქრისტიანული ჯვარია მეორე ტიპიური ადგილობრივი ფოთლოვანი ჯვარია. გუდანის ჯვართ ქვის მსგავსი ნიშანი აქაც ამოუჭრიათ, ჩანს რომ ეს ნიშანი სალოცავი ჯვართ სიმბოლოა. იგივე ნიშანი სოფ. უკანახოს ჯვართ ფასადზეა ამოჭრილი კვადრატი ჯვრით. თუ კარგად დავაკვირდებით ეს ნიშანი ასომთავრული -ს არქაულ ნიშანს მოგვაგონებს. ჩარჩოში ჩასმული ფარული ნიშნებია: სხივმოსილი ნახევარწრე, წრე და ჯვარი. ასეთი ფიგურებიდან ანუ რთულიდან გამარტივებისკენ მსვლელობა შესამჩნევია. (ასო ნიშნებთან “”, “”, “”) კვადრატი დიაგონალებზე ჩახატული ჯვრით რომ ,,ჯვართ” ნიშნავს ამას მოწმობს პირამიდულ სახურავიანი ნიშებიც. ზედხედიდან დანახული შენობის ფორმა ემთხვევა სიმბოლოს. ქართულ -სთან დაკავშირებით ამგვარ აზრს გვთავაზობს აკ. ივ. ჯავახიშვილი: „ეგების ასომთავრული „ჯან”-ის მოხაზულობა უძველესი სახის შემნახველი იყოს. მაგრამ აქაც ჯერ ჰიპოთეზის გზით არაფრის თქმა არ შეიძლება და მომავალი იმედია მკვლევარს უფრო მეტ მასალას მისცემს. შესაძლოა -ს წარმოშობისთვის მექანიკური თეორიაც კი იყოს გამოყენებული, მაგრამ საიდან გაჩნდა -ს ზედა გასწვრივი ხაზი, ამ თეორიის თვალსაზრისი გაუგებარი იქნებოდა“ .

ხევსურეთის სოფ. ზემო კისტანის ლოკალური ხასიათის ნიშნებში კიდევ სხვაც საინტერესოა. კვადრატი დიაგონალზე ჩახატული ჯვრით გაერთიანებულია ერთად სიმბოლოში, რომელიც ხელსაწყო გონიოს მსგავსია. ამ სიმბოლოს ორნაირი ჯვარი ადგას, ერთი ფოთლოვანი ჯვარია მეორე ჩვეულებრივი მცირე ჯვარი. სიმბოლოების ამ ჯგუფს უპირისპირდება მარჯვნიდან სხვა სიმბოლოების ჯგუფი სადაც წამყვანია ქრისტიანული ბოლოებგაშლილი ჯვარი წრეში. “გონიოს” მსგავსი იეროგლიფი შიდა სივრცით ცნობილია ლუვიურ იეროგლიფების ჯგუფში სახელწოდებით „ნაგებობა“, მსგავსი ნიშანი არ ჩანს ხმელთაშუაზღვისპირეთის ხაზოვან ნიშნებში და არც წინა აზიურ ნიშნებში. ასევე ცნობილია რომ ლუვიური იეროგლიფური დამწერლობა გამოიყენებოდა თაბალების და მუშქების ქვეყანაშიც მცირე აზიაში ძვ. წ. XVI-XIII ს. ამ დამწერლობის უძველესი ნიმუში ქიცუვანთას მეფე ისფუთახსუს საბეჭდავმა შემოგვინახა.

ზევიდან დანახული დასახლებული ადგილის სქემატური ნიშანია მეორე ნაირი კვადრატები ჩახატული უჯრედებით, ზოგან ოთხი წერტილია, ზოგან სამი. რვა უჯრიანი, ექვს უჯრიანი, ოთხ უჯრიანი კვადრატები. კრიპტოგრაფების და პალეოგრაფების თვალთახედვის მიღმა დარჩენილი ნიშნიანი ქვები ყურადღებას მოითხოვს. შესაძლოა უძველესმა ნიშნებმა გამარტივება განიცადეს და საერო დამწერლობა ჩამოყალიბდა. როგორც ავღნიშნეთ წერაქულ დამწერლობაში კრიპტებში ფიქსირდება სხვა ნიშნებიც რომლებიც მეორდებიან და ქვეყნის აღნიშვნის შინაარსის მატარებელს გვანან. მსგავსი ნიშანი შუამდინარეთში დასახლებულ მიწას აღნიშნავს. საუბარია ოთხკუთხედში ჩახატულ უჯრედებზე. უჯრიანი კვადრატი (სვასტიკასთან) ბოლოებ შეხრილ ჯვართან გვერდზე არსად ჩანს რითაც ბადებს აზრს, რომ ეს ორი ნიშანი ერთი და იგივე შინაარსის სახეცვლილებებია, ხოლო უჯრიანი კვადრატი და წრეში ჩამჯდარი ჯვარი გვერდ-გვერდითაა. (შატილის ქვები) ე. ი. სხვადასხვა სახელწოდების ჩანან. ფარული ნიშნები საკულტო მსახურების ტექსტების ნაკვალევს მოგვაგონებენ მაგ: ,,ჯვარო ნათელო, ნათლისაო“, ,,ცეცხლის ბურთვაიანო“, ,,კოპალავ ცეცხლის ლახტიანო“ და გეომეტრიული ,,ფიგურები“ როგორიცაა: ჯვარი წრეში და წრეს ცალმხრივი ხუთი სხივი, ჯვართან წრეები სხივებით. ფარული ნიშნები, რომელიც საქართველოს მთამ შემოინახა, ტრადიციის მიხედვით ატარებს ქართული ენის გადმოცემებში აღწერილ წარმოდგენათა ნაკვალევს. თავდაპირველი საკრალური, რთული ფიგურების გამარტივებული მოხაზულობა დაფუძნებული ჩანს მსგავსებაზე, ე. ი. აქ საუბარია გრაფიკულიდან გამომდინარე შინაარსზე, ხოლო ეს გრაფიკული მოხაზულობა მსგავსებას იჩენს ობიექტურ ფორმებთან ,,ჯვართ’’ ფორმა, ხის, ფარის გამოსახულება და სხვა. ამ საკითხს თუ კი შორიდან შევხედავთ სირთულე ერთი მხრიდან არაა მარტო. მთელი პრობლემა გახლავთ ის რომ ამ განხრით არავინ არ დაინტერესებულა. სკრიპტოგრაფიული კვლევის გამოცდილება ჩვენთან არ მოიძებნება. ჩვენ ვხემძღვანელობთ ისტორიკოსების, პალეოგრაფების, ეთნოგრაფების, ენათმეცნიერების, იბეროლოგების, უცხოელი პალეოგრაფების და სკრიპტოგრაფების შრომების მიხედვით. სკრიპტებსა და ასომთავრულს შორის შეიძლება საერთო მოტივების მონახვა. მხატვრული და გამომსახველობითი ფორმები, როგორც ერთგან ისე მეორეგან საერთო გეომეტრიული ფიგურებია: ჯვარი, წრე, ვერტიკალური ხაზი, კვადრატი. ფარული ნიშნების გამარტივება ასომთავრულისთვის რა პრინციპით მოხდა? რაიმე ისტორიულ მოვლენას ხომ არ ქონდა ადგილი? ამგვარი კითხვების აქტუალობას ქართულ მატიანეში აღწერილი ისტორიული პერიოდი ამტკიცებს. როგორც ვიცით ანბანის შექმნა მიეწერება ფარნავაზ მეფეს “და მან შექმნა მწიგნობრობა ქართული”. მატიანეში ჩაწერილი ზოგადი ფრაზა ბევრჯერ გამხდარა მსჯელობის საგანი. ივ. ჯავახიშვილი, პ. ინგოროყვა და სხვა მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ ფარნავაზ მეფემ ადრე არსებული ძველი დამწერლობის ნიშნები გამოიყენა ქართული ანბანის შესაქმნელად. “ლ. მროველის თხზულებაში გვხვდება ცნობა ქართული ანბანის გამოგონების დროისა და შემდგენლის პიროვნების შესახებ. მას ქართული მწიგნობრობა ფარნავაზ მეფის შემოღებულად მიაჩნია. საყურადღებოა, რომ მეთერთმეტე საუკუნის ქართველ ისტორიკოსს ქართული ანბანი ქრისტეს წინადროინდელ აღმოჩენად ჰქონია წარმოდგენილი” ე.ი “ქართული ანბანის შემომღებელი და მომპოვებელი იყოო”. მიუხედავად აღნიშნულისა, მოგვიანებით, ზოგიერთებმა მიიჩნიეს, რომ ბერძნულიდან აღებული ნიშნებით და მთვარის სიმბოლური ნიშნებით შეიქმნა ანბანი. ისტორიულად ქართველ ხალხს თუ კი ჰქონდა ფარული ნიშნები (სკრიპტები), საეჭვოა სხვა ხალხის დამწერლობიდან აეღოთ ნიმუშები. მეფე ფარნავაზის ცხოვრებისეული პერიოდია კავკასიის მთებში შეფარება და მძლევამოსილი მოსვლა. “კავკასიას მუნ იზრდებოდა” უფლისწული, რომელიც იძულებული გახდა გახიზნულიყო მისთვის საიმედო ადგილას, ჩამოდის მთიდან გაძლიერებული და პოლიტიკურად კონსოლიდირებული. პოულობს გამოქვაბულში შენახულ განძს, აერთიანებს აღმოსავლეთ და დასავლეთ ქართველურ თემებს, შემოაქვს საერისთაოებით მოწყობილი სახელმწიფო წყობილება, ატარებს რეფორმას და შემოაქვს დამწერლობა. გამოდის რომ საქართველოს ძველ ისტორიაში მეფე ფარნავაზია პირველი პიროვნება, რომელმაც ერთიანობის თესლი ჩააგდო მონათესავე თემების ცნობიერებაში. ფარნავაზთან და ანბანთან დაკავშირებით ერთის თქმა შეიძლება, ანბანისთვის ნიშნების აღება მოხდა ისეთი ჯგუფიდან და ისეთ დროს, რომელიც იყო ცოცხალი და ფუნქციონირებადი. მცირე აზიაში ამნაირი ცოცხალი, მონუმენტური ნიშნები ისტორიულად ფარნავაზის პერიოდში არ ფიქსირდება, მაშინ რჩება ისევ საქართველოს მთიანეთის ძველი საკულტო ყოფის არსებობა (ღვთაებრივი ასტრალურ-კოსმოგონიური, ნიშან-სიმბოლოები).

საქართველოს ტერიტორიაზე შეკრების და დახარისხების შემდეგ გამოჩნდა ძირითადი 40-მდე ნიშანი, აქედან კრეტულთან და იბერიულთან მსგავსებაშია 30-ზე მეტი ნიშანი. მსგავსებაა ასევე ასომთავრულ ასოებსა და იბერიულ ხაზოვან ნიშნებში. ჩვენ არ ვამბობთ ასომთავრულთან მკვეთრად გამოხატულ გრაფიკაზე, თუმცა ზოგიერთი ნიშნის ზუსტი გამეორებაც შეიმჩნევა, ძირითადად კონსტრუქციული ჩონჩხის მსგავსებებია იბერიულ ხაზოვანთან: ბი და ბ, გი და გ, კე და კ, ტე და თ, ე და ე, გე და იოტა, რი და ფ, დი და ხ, კრეტულ “A” ხაზოვანთან გარეგნულად მსგავსია შემდეგი ასოები: ს, ვ, ქ, პ, ჟ, ღ, შ, ჩ, ჯ, ძ, წ. კრეტული “A” ხაზოვანი გაუშიფრავია, ,,В“ ხაზოვანი დამწერლობის გაშიფვრა მოხდა 1952-1956 წლებში, მ. ვენტრისის, ჯ. ჩედრიკის მიერ.

ზემოთ აღნიშნულიდანაც ჩანს, რომ ასომთავრულის დახვეწილი ასოები შექმნილია არა ალალბედზე ან ფანტაზიით, არამედ ძველი ნიშნების მიხედვით, უფრო საყურადღებოა ,,“-ს შემდეგი მწკრივის ასოების მონუმენტური მოხაზულობა, რადგან მსგავსი ფონემის ასოები არც ბერძნულში, არც არამეულში და არც ფინიკიურში არ არსებობდა. შემორჩენილ ფარულ ნიშნებში არის კიდევ იდეოგრამები, რომლებიც არც შუა მდინარეთში არც კრეტულ და არც იბერიულში არ გვხვდება: მრავალ უჯრიანი კვადრატები წერტილებით, ბორჯღალი წრიანი შუაგულით, ჯვრიანი წრე ცალმხრივი ხუთი სხივით, ორმაგი სპირალი, ჯვარი ორი ჯვრით და წერტილებით. ჩვენი აზრით მეფე ფარნავაზი იცნობდა ამ ნიშნებსაც, იგი შეხვდებოდა იმ საკულტო მსახურთაც, რომელთაც იცოდნენ ფარული ნიშნების წაკითხვა “არა უწიგნურნი იყვნენ ქურუმნი” – ქართული მატიანე.

წყარო:  www.iberiana.wordpress.com