თქვენი ხასიათის თვისებები ნებისმიერ წვრილმანში ვლინდება. Eეს შეიძლება გამოჩნდეს გეომეტრიული ფიგურეს შერჩევისასაც. ერთი შეხედვით არაფრისმთქმელი ფიგურები ბევრ საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით პიროვნული თვისებების შესახებ.

აირჩიეთ ერთ-ერთი გეომეტრიული ფიგურა, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ:

 

 

კვადრატი

მართკუთხედი

სამკუთხედი

წრე

ტეხილი

შედეგები:

 

კვადრატი _  შრომისმოყვარეობა, სიბეჯითე, დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის მოთხოვნილება, სიჯიუტე, რომელიც ხელს უწყობს საქმის დასრულებას- ეს ის თვისებებია, რომელიც “კვადრატებს” ახასიათებს. ამტანობამ, მოთმინებამ და მეთოდურობამ შესაძლოა “კვადრატი” თავის საქმიანობაში ნამდვილ პროფესიონალად აქციოს. K”კვადრატს” უყვარს ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი წესები – ყველაფერი თავის ადგილზე უნდა იდოს და თავის დროს ხდებოდეს. “კვადრატი ს” იდეალი წინასწარდაგეგმილი და გათვლილი ცხოვრებაა. Mას არ უყვარს “სურპრიზები” და ჩვეულ ყოველდღიურობაში ცვლილებების შეტანა.

მართკუთხედი _ ეს ფიგურა დროებითი ფორმაა, რომელსაც, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე სხვა ფიგურები ატარებენ. Eსენი არიან ადამიანები, რომლებიც უკმაყოფილო არიან არსებული ვითარებით და უკეთეს მდგომარეობას ეძებენ. Aმიტომ “მართკუთხედის” წამყვანი თვისებებია ცნობისმოყვარეობა, ცოცხალი ინტერესი ირგვლივ მიმდინარე მოვლენებისადმი და გამბედაობა. ისინი მუდამ მზად არიან ახალი იდეების, ღირებულებების, აზროვნებისა და ცხოვრების სტილის მისაღებად.

სამკუთხედი _ ეს ფიგურა ლიდერობის სიმბოლოა. მისთვის დამახასიათებელია მთავარი მიზნის მიღწევაზე კონცენტრირება. “სამკუთხედები” ენერგიული, თავშეკავებული, ძლიერი პიროვნებები არიან, რომლებიც კონკრეტულ მიზანს ისახავენ და , როგორც წესი, აღწევენ კიდეც. ისინი პატივმოყვარე და პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანები არიან, შეუძლიათ ზემდგომ ხელმძღვანელ პირებს საკუთარი საქმიანობისა და დანარჩენი დაქვემდებარებული პირების მნიშვნელობა დაანახონ. მათ მუდმივად სურთ, ყველაფერში მართალი იყვნენ და სიტუაციას აკონტროლებდნენ. შწორედ ეს თვისებები აყალიბებს “სამკუთხედს” მუდმივად მებრძოლ და კონკურენტუნარიან პიროვნებად.

წრე _ სხვა ფიგურებს შორის ყველაზე კეთილგანწყობილი ფიგურაა. Iს მგძნობიარე, ემპათიური ადამიანია, ანუ მისთვის დამახასიათებელია თანაგანცდა, თანაგრძნობა, სხვის პრობლემებზე ემოციური რეაგირება. Iგი სხვის სიხარულსა და ტკივილს ისე განიცდის, როგორც საკუთარს. Mხოლოდ მაშინაა ბედნიერი, როცა ირგვლივმყოფები გრძნობენ თავს კარგად. Aამიტომ როცა  “წრეებს “ ვინმესთან კონფლიქტი აქვთ, სწორედ ისინი თმობენ პირველები; ისინი განსხვავებული შეხედულებების მქონე ხალხთანაც კი ცდილობენ რაღაც საერთო გამონახონ.

ტეხილი _ ეს რის ფიგურა, რომელიც შემოქმედებითობის სიმბოლოა. “ტეხილებს” უყვართ განსხვავებული, ერთი შეხედვით შეუსაბამო იდეების კომბინაცია, რომლის საფუძველზეც სრულიად ახალი და ორიგინალური იქმნება. მათ არასდროს აკმაყოფილებთ მეთოდები, რომლითაც სხვადასხვა საგნები კეთდება. “ტეხილი” ყველაზე უფრო გაღიზიანებადი და ადვილად აღგზნებადი პიროვნრბაა სხვა ფიგურებს შორის. ღოდესაც ახალი და საინტერესო იდეები მოსდის, უნდა რომ მთელმა ქვეყანამ იცოდეს. Iსინი მუდმივ პროპსგანდას უწევენ თავის აზრებს და სხვებსაც იბირებენ.