უხსოვარი დროიდან, ყვავილები სიყვარულის სიმბოლოდ ითვლება. ისინი  ძვირად ფასობენ. განსაკუთრებით შესაფერის დროს და ხშირად შეხვდებით გასაყიდად     ქუჩის კუთხეში. და მიუხედავად ამისა, ძალიან იშვიათად მიაქვთ სახლში ნარცისების თაიგული. ისე ჩანს თითქოს  ისინი უფრო ძვირია, ვიდრე GUCCI ან CHANEL -ი, ან ისე ძნელი იყოს მისი მოპოვება, როგორც ედელვაისი, რომელიც ღრუბლებით დაფარულ  ალპების მწვერვალებზე ხარობს.

                                                                                                                                                          მაინცდამაინც საჭიროა თქვენი ცოლი საავადმყოფოში დაწვეს  ყვავილები რომ მიუტანოთ? ექსპერიმენტები? სცადეთ და ნახავთ, აქედან რა გამოვა.

ბროდვეიზე ყველაზე დაკავებული ჯორჯ კოჰეი დღეში  დღეში ორჯერ ურეკავდა დედამისს და ეს გრძელდებოდა მის სიკვდილამდე. თქვენ გგონიათ, რომ ყოველ დარეკვაზე ახახ-ახალ ამბებს უყვებოდა მას? ნურას უკაცრავად! ასეთი უმნიშვნელო  ყურადღების აზრი იმაში მდგომარეობს, ქალებს, რომლებიც გიყვართ, ახსენებთ, რომთქვენ ფიქრობთ მათზე, გსურთ უთხრათ რაიმე სასიამოვნო და მისი ბედნიერება და კეთილდღეობაძვირფასია თქვენთვის.

ქალები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ დაბადებისდღეებსა და წლისთავებს. რატომ იქცევიან მაინცდამაინც ასე? ეს არის ერთ-ერთ აუხსნელი საიდუმლოებათაგანი.

ყველა საშუალო კაცს შეუძლია მრავალი წელი მშვიდად იცხოვროს.  არ ახსოვდეს ბევრი ღირშესანიშნავი თარიღი, მაგრამ რამდენიმე მათგანი მაინც უნდა იცოდეს: ცოლის დაბადების თარიღი და ჯვრისწერისა.

ჩიკაგოს მოსამართლე ჯოზეფ საბატი,რომელმაც ორმოცი ათასი ცოლქმრული კონფლიქტი განიხილა და ორი ათასი  წყვილი შეარიგა,ამბობს:,,ოჯახური უბედურება ხშირად წვრილმანებიდან მომდინარეობს. სულ უბრალო ამბავი, როგორიცაა ქმრის მიერ სამსახურში წასვლის წინ ცოლისადმი დამშვიდობება, იმ დროს, როცა ცოლი ხელს მომხიბვლელად უქნევს ქმარს, შეიძლება გაყრის თავიდან აცილების საშუალება იყოს.“

რობერტ ბრაუნინგი, რომლის ოჯახური ცხოვრება მაბული გალითად შეიძლება გამოგვადგეს, ცოლსა და მას შორის არსებული სიყვარული რომ შეენარჩუნებინა, უმნიშვნელო ყურადღებას ავლენდა ცოლის მიმართ. იგი ისე მოფრთხილებით ექცეოდა ცოლს, რომ ამ უკანასკნელმა ერთხელ თავის დებს ასეთი წერილი მისწერა:,,ხანდახან ჩემს თავს ვეკითხები:,, შემთხვევით, ანგელოზი ხომ არა ვარ ?“

ბევრი მამაკაცი ამ წვრილმანებს ყურადღებას არ აქცევს. როგორც ჰეინორ მალდოკა წერს ,,პიკტორიალ რევიუს“ ფურცლებზე თავის ერთ-ერთ სტატიაში:,, ოჯახებს სჭირდებათ მცირედი მოურიდებელი ქცევა, მაგალითად, საწოლში მირთმეული საუზმე, არის ისეთი ძვირფასი უმნიშვნელო ფუფუნება, რომელზეც ქალებმა უარი არ უნდა თქვან. ქალისატვის საწოლში მირთმეული საუზმე იგივეა, რაც კაცისათვის კლუბი.”

ცოლ-ქმრული ურთიერთობა საერთოდ, მცირე თავგადასავლების სერიებია. და, ვაი  იმ ცოლ-ქმარს, რომელიც ამას არ გაითვალისწინებს. ედვარდ ვინცესტ მილემ იგი ასე ჩამოაყალიბა:,, მე იმას კი არ ვწუხვარ, რომსიყვარული ქრება, არამედ იმას, რომ  იგი წვრილმანებზე იხარჯება.“

ეს დასამახსოვრებელი რამ არის . ატლანტაში, სადაც განქორწინების საქმეებს იხილავდნენ, გამოთვალეს, რომ  ყოველი ათი ქორწინება,  ერთი განქორწინებით მთავრდება. რამდენი განქორწინება მოხდა ნამდვილი ტრაგედიის შედეგად?  მჯერა, რომ ძალიან მცირე, თქვენ რომ გსმენიატყოველ დღე იმ უბედური ქმრებისა დამეუღლეთა გამოსვლები სასამართლოზე, მიხვდებოდით, რომ ,, სიყვარული წვრილმანებზე იხარჯება“.

აიღეთ და გამოჭერით ეს სტრიქონები და გამოაკარით იგი თქვენი კოსტუმის შიდა ნაწილში, ან პირის საპარს სარკესთან,  რათა ყოველდღე კითხულობდეთ მას:,,ახლა მე უკვე სხვაგვარად უნდა მოვიქცე, თუ შემეძლება, რომ რაიმე კარგი გავუკეთო, ანდა გულთბილად მოვექცე ვინმეს, ეს ახლავე უნდა მოვიმოქმედო, დღესვე!“

ამრიგად, თუ გსურთ, რომ თქვენი ცოლ-ქმრული ურთიერთობა ბედნიერი იყოს, გახსოვდეთ შეგონება:,,იყავით ყურადღებიანი მეუღლის მიმართ.“

დეილ კარნეგი