გერმანულმა ტუნინგ ატელიე “Brabus-მა”, რომელიც Mercedes-Benz-ის ავტომობილების მოდიფიკაციით არის სახელგანთქმული, ინტერნეტ სიცრცეში გაავრცელა სრულიად ახალი, მსოფლიოში ყველაზე მძლავრი C-Class-ის ოფიციალური ინფორმაცია და პირველი ფოტოები.

 


 მოცემული 800 ცხენისძალიანი Brabus Bullit Coupé, რომლის დებიუტიც 2012 Geneva Motor Show-ზე იგეგმება, ფეისლიფტირებული C-Class Coupe-ს ბაზაზეა შექმნილი. “მატოვ” შავ ფერში შეღებილი ძალიან მძლავრი კუპეს კაპოტქვეშ (S-Class-ის) V ტიპის 12 ცილინდრიანი ძრავია მოთთავსებული, რომლის მოცულობა Brabus-მა 5,5 ლიტრიდან 6,3 ლიტრამდე გაზარდა და 2 ტურბო მოწყობილობა დაუმატა. ამ და კიდევ სხვა მცირედი ცვლილებების შედეგად, ავტომობილის სიმძლავრე 800 ცხენისძალამდე გაიზარდა, ხოლო მბრუნავი მომენტი 1,420 ნიუტონმეტრამდე, რომელიც ელექტრონულად 1,100 ნიუტონმეტრამდეა შეზღუდული. ასეთი სიმძლავრის Brabus Bullit Coupé 0-100 კმ/სთ-მდე 3,7 წამში, 0-200 კმ/სთ-მდე 9,8 წამში ჩქარდება და ავითარებს მაქსიმალურ 370 კმ/სთ-ს. Brabus Bullit Coupé-ს ფასი გერმანიაში 449,820 ევრო იქნება, რაც ავტომობილს მსოფლიოში “ყველაზე მძლავრთან” ერთად, “ყველაზე ძვირადღირებული” C-Class-ის სახელსაც ანიჭებს.