G-Power-ის პროგრამა რათა BMW M5 F10 უფრო სპორტული,სწრაფი და ლამაზი გახადოს უკვე ამუშავდა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია რომ კომპანია აღნიშნულ მოდელზე უკვე მუშაობდა და უკვე ცნობილია გარკვეული დეტალებიც, სამწუხაროდ ფოტო მასალა ძალიან მწირია. G-Power-ის ინჟინრებმა იმუშავეს ახალ 4.4 V8 ძრავზე და პირველი ეტაპისთვის გარკვეულ შედეგსაც მიახწიეს. გარდა ამისა დამატებულია რამოდენიმე ახალი სისტემა რომელიც ავტომობილს უფრო დიდ შესაძლებლობებს აძლევს. ასეთია მაგალითად ASA Supercharger სისტემა, რომელიც აგებულებით BMW-ს ტურბო ჩარჯერის მსგავსია. შედეგად მანქანის სიმძლავრე გაზრდილია და მას აქვს 640 ცხენისძალა და 777NM,(560HPდა 680NM-ის მაგივრად). შესაბამისად გაიზარდა აჩქარებაც, ახლა მას 100 კმ/სთ-მდე მხოლოდ 3.9 წამი დასჭირდება ხოლო 200-კმ/სთ იგი 11.9 წამში მიაღწევს. ყურადღება გამახვილებულია მის მართვაზეც,ასევე დამატებულია ახალი სამუხრუჭე სისტემა და 21 დიუმიანი დისკები. როგორც უკვე ავღნიშნეთ ეს მხოლოდ დასაწყისია (Stage 1), აღნიშნული მოდელი წარმოადგენს M5 Hurricane-ის შთამომავალს ასე რორომ სამომავლოდ უნდა ველოდოთ M5 Hurricane II-ს რომელსაც ნამდვილად ექნება 640 ცხენისძალაზე მეტი. ასევე მოსალოდნელია ვიხილოთ M6 ანალოგიური მონაცემებით.