ალბათ უამრავი ჩვენგანი თვლის, რომ ისეთი კლასის ავტომობილებს, როგორიც Rolls-Royce-ა არანაირი მოდიფიკაცია, განსაკუთრებით კი ტუნინგი არ სჭირდება. მიუხედავად ამისა ატელიებში ასე არ ფიქრობენ და ამის დამადასტურებელ საბუთად ატელიე Vorsteiner შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომელმაც ინტერნეტ სივრცეში Rolls-Royce Ghost-ის ტუნინგ პაკეტი წარმოადგინა. სამწუხაროდ კომპანიამ მხოლოდ 1 ფოტო გაავრცელა, თუმცა ეს საკმარისია იმისთვის, რათა ძირითადი ცვლილებები აღვიქვათ. როგორც ხედავთ ავტომობილს აქვს ახალი წინა ბამპერი მცირე ზომის სპლიტერით, 24 დიუმიანი, ალუმინის სპორტული დისკები, (და როგორც ატელიე ამბობს) ახალი დიფუზორი და საბარგულის სპოილერი. Vorsteiner Rolls Royce Ghost-ის სრული პაკეტის შესახებ ინფორმაციას ჩვენ ზაფხულში ვიხილავთ.