მოცემული კითხვარის მიხედვით ჩატარებულმა კვლევამ საშუალება მოგვცა, დაგვენახა როგორია მოზრდილი ადამიანის საერთო ემოციონალური და მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელზეც, თავის მხრივ, დამოკიდებულია ამ ადამიანის ურთიერთობა შვილებთან.

კითხვარში წარმოდგენილია 24 დებულება, რომელზეც შეგიძლიათ სამი ტიპის პასუხი გასცეთ ა) მართალია, ბ) არ არის მართალი, გ) არ ვიცი. კითხვარის ტექსტში ეს პასუხები შესაძლოა სხვა ფორმულირებით ან სხვა თანამიმდევრობით იყოს მოცემული.

კითხვარის ტექსტი

1. როდესაც ადამიანები დიდი ხანს ცხოვრობენ ერთად, როგორც ეს ოჯახში ხდება, დროთა ვითარებაში ისინი ნაკლებად მგძნობიარენი ხდებიან ერთმანეთის მიმართ და ერთმანეთის გაგებაც უჭირთ

ა) მართალია
ბ) არ ვიცი
გ) არ არის მართალი.

2. მეუღლესთან ურთიეთობას თქვენთვის მოაქვს

ა) ნერვიულობა და ტანჯვა,
ბ) მიჭირს პასუხის გაცემა,
გ) სიხარული და კმაყოფილება.

3. ნათესავები და მეგობრები თქვენს ქორწინებას აფასებენ, როგორც

ა) წარმატებულს,
ბ) რაღაც საშუალოს კარგსა და ცუდს შორის,
გ) წარუმატებელს.

4. რომ შეგეძლოთ, ბევრ რამეს შეცვლიდით თქვენი მეუღლის ხასიათში.

ა) მართალია
ბ) არ ვიცი,
გ) არ არის მართალი.

5. თანამედროვე ქორწინების ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ დროთა ვითარებაში ყველაფერი ნაკლებად მიმზიდველი ხდება, მათ შორის, მეუღლესთან სექსუალური ურთიერთობაც.

ა) ვეთანხმები,
ბ) ძნელი სათქმელია,
გ) არ ვეთანხმები.

6. როდესაც თქვენს ოჯახს მეგობრებისა და ნაცნობების ოჯახს ადარებთ, გეჩვენებათ რომ

ა) სხვებზე უბედური ხართ,
ბ) ძნელი სათქმელია,
გ) სხვებზე ბედნიერი ხართ

7. საყვარელ ადამიანზე და ოჯახზე უარის თქმა ვერ აანაზღაურებდა სრულ დამოუკიდებლობით მიღებულ სიამოვნებას

ა) მართალია
ბ) ძნელი სათქმელია
გ) Aარ არის მართალი

8. მე ვფიქრობ, რომ ჩემს გარეშე ჩემი მეუღლის ცხოვრება არასრულფასოვანი იქნებოდა

ა) ვეთანხმები,

ბ) ძნელი სათქმელია,

გ) არ ვეთანხმები.

9. ა) ადამიანთა უმრავლესობა ქორწინებიდან ბევრად მეტს ელოდება, ვიდრე რეალურად იღებს.

ა) მართალია

ბ) ძნელი სათქმელია

გ)Aარ არის მართალი

10. თქვენ დიდი ხანია განქორწინებაზე ფიქრობთ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებაში რაღაც გიშლით ხელს

Aა) მართალია

ბ) ძნელი სათქმელია

AGგ) არ არის მართალი

11. საშუალება რომ გქონოდათ და თავიდან შეგექმნათ ოჯახი, თქვენი მეუღლე იქნებოდა

ა) სხვა ადამიანი,

ბ) არ ვიცი,

გ)იგივე ადამიანი

12. თქვენ ამაყობთ, რომ თქვენს გვერდით ისეთი ადამიანი დგას, როგორც თქვენი მეუღლეა

ა) მართალია

ბ) ძნელი სათქმელია

გ)Aარ არის მართალი

13. ჩემი მეუღლის ნაკლი, სამწუხაროდ, მის ღირსებებს ფარავს

ა) მართალია

ბ) ძნელი სათქმელია

გ)Aარ არის მართალი

14. ჩვენს ბედნიერებას ხელს მხოლოდ ჩემი მეუღლის ხასიათი უშლის

ა) ვეთანხმები,

ბ) ძნელი სათქმელია,

გ) არ ვეთანხმები.

15. ის გრძნობები, რომელიც ქორწინებისას გქონდათ, კიდევ უფრო გამძაფრდა.

ა) ვეთანხმები,

ბ) ძნელი სათქმელია,

გ) არ ვეთანხმები.

16. ქორწინება აფერხებს ადამიანის შემოქმედებით პოტენციალს და შესაძლებლობებს.

ა) მართალია

ბ) ძნელი სათქმელია

გ)Aარ არის მართალი

17. ჩემი მეუღლე ისეთ დადებით თვისებებს ფლობს, რომელიც ყველა მის ნაკლს აკომპენსირებს

ა) ვეთანხმები,

ბ) ძნელი სათქმელია,

გ) არ ვეთანხმები.

18.ჩემს ოჯახში ყველაფერი რიგზე არ არის ემოციონალური თანადგომის თვალსაზრისით

ა) მართალია

ბ) ძნელი სათქმელია

გ)Aარ არის მართალი

19. ვთვლი, რომ ჩემი მეუღლე ხშირად უშვებს შეცდომებს: ხანდახან სისულელეს ამბობს, ან უადგილოდ ხუმრობს და ა.შ.

ა) ვეთანხმები,

ბ) ძნელი სათქმელია,

გ) არ ვეთანხმები.

20. ჩემი ოჯახური ცხოვრება ჩემს ნებაზე ნაკლებად არის დამოკიდებული

ა) მართალია

ბ) ძნელი სათქმელია

გ)Aარ არის მართალი

21. ჩემი ოჯახური ცხოვრება ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ველოდი

Aა) მართალია

ბ) ძნელი სათქმელია

გ)Aარ არის მართალი

22. არ არის მართალი ის, ვინც თვლის რომ ადამიანი ოჯახში პატივისცემას არ უნდა ელოდებოდეს.

ა) ვეთანხმები,

ბ) ძნელი სათქმელია,

გ) არ ვეთანხმები.

23. როგორც წესი, ჩემს მეუღლესთან ურთიერთობა ჩემთვის კმაყოფილების მომტანია

ა) ვეთანხმები,

ბ) ძნელი სათქმელია,

გ) არ ვეთანხმები.

24. ჩემი ქორწინების პერიოდში არ ყოფილა ნათელი, ბედნიერი მომენტები

ა) მართალია

B ბ) ძნელი სათქმელია

გ)Aარ არის მართალი

მონაცემების დამუშავება:

საკვანძო პასუხები: 1გ, 2გ, 3ა, 4გ, 5გ, 6გ, 7ა, 8ა, 0გ, 10გ, 11გ, 12ა, 13გ, 14გ, 15ა, 16გ, 17ა, 18გ, 19გ, 20გ, 21გ, 22ა, 23ა, 24გ.

თუ თქვენს მიერ არჩეული პასუხი ემთხვევა საკვანძო პასუხს, ყოველ მათგანზე 2 ქულა დაითვალეთ;

თუ აირჩიეთ შუალედური პასუხი (ვარიანტი ბ), მაშინ ყოველ მათგანს 1 ქულა დაუწერეთ;

პასუხი, რომელიც არ ემთხვევა არც საკვანძო და არც შუალედურ პასუხს, 0 ქულით ფასდება.

მიღებული ქულები დათვალეთ.

0-16 ქულა – სრული დაუკმაყოფილებლობა;

17-22 ქულა – მნიშვნელოვანი დაუკმაყოფილებლობა;

23-26 ქულა _ უფრო დაუკმაყოფილებლობა, ვიდრე კმაყოფილება;

27-28 ქულა _ თანაბარი წილით კმაყოფილებაც და უკმაყოფილებაც;

29-32 ქულა _ უფრო კმაყოფილება, ვიდრე უკმაყოფილება;

33-38 ქულა _ მნიშვნელოვანი კმაყოფილება;

39-48 ქულა _ პრაქტიკულად სრული კმაყოფილება

წყარო:piki.ge