ხანგრძლივი მუშაობისა და რამოდენიმე რიგი ჯაშუშური ფოტოების შემდეგ, შტუდგარდულმა ავტომწარმოებელმა Porsche-მ 82-ე ჟენევის ავტო შოუზე ახალი, მესამე თაობის (981) Boxster-ი წარმოადგინა. მოკლედ რომ ვთქვათ ახალი როდსტერი წინა თაობაზე მსუქბუქი, დახვეწილი და 15 %-ით უფრო ეკონომიურია. 981-ის უფრო მსუბუქი შასი და ზოგადად ძარა, უფრო დიდი ზომის საბურავებზე დგას, ხოლო მისი სიგრძე და სიგანე ზომებში გაზრდილია. ამ ეტაპზე წარმოდგენილი Boxster და Boxster S ვერსიები აღჭურვილია კომპანიისთვის დამახასიათებელი, B ტიპის ძრავებით, რომელთაც გერმანელმა ინჟინრებმა ისეთი ახალი ტექნოლოგიები დაუმატეს, როგორიც არის ძრავის მორჩენილი, გაფანტული სიმძლავრის უკან მიმღები, აღმდგენი, ელექტრო სისტემა და start/stop სისტემა.



განვიხილოთ ჩვეულებრივი Boxster-ის ძალური დანადგარი და გეტყვით, რომ მასში მოთავსებული საკმაოდ მცირე ზომის, 2,7 ლიტრი მოცულობის 4 ცილინდრიანი B ტიპის ძრავი წინა თაობის Boxter-ზე 10 ცხენისძალით მეტს, ანუ 265 ცხენისძალას გამოიმუშავებს. რაც შეეხება Boxster S-ს მას შედარებით დიდი ზომის, 3,4 ლიტრი მოცულობის B6 ძრავი გააჩნია, რომელიც წინა თაობაზე 5 ცხენისძალით მეტს, შედეგად 315 ცხენისძალას გამოიმუშავებს. გადაცემათა კოლოფი გერმანულ სპორტულ როდსტერში 2 ტიპის იქნება, 6 საფეხურიანი მექანიკა და დამატებით ფუნქციად მოცემული 7 საფეხურიანი PDK გადაცემათა კოლოფი. PDK გადაცემათა კოლოფით აღჭურვილი Boxster-ის საწვავის ხარჯი 100 კილომეტრზე, საშუალოდ 7,7 ლიტრ ბენზინს შეადგენს, ხოლო იგივე გადაცმათა კოლოფით აღჭურვილი Boxster S-ი 100 კილომეტრს საშუალოდ 8 ლიტრი ბენზინით გადის.


რაც შეეხება ამ ავტომობილთა აჩქარებებს, Boxster-ს 0-100 კმ/სთ-მდე 5.7 წამი სჭირდება, ხოლო უფრო მძლავრ და სპორტულ Boxster S-ს იგივე მოქმედებისთვის მხოლოდ 5 წამი სჭირდება. გარდა ამისა ამ ეტაპზე ცნობილია ისიც, რომ ავტომობილს ექნება სრულიად ახალი საჭის მართვის მექანიზმი, ელექტრო სახურავის ახალი მექანიზმი, Carrera GT-ს სტილში შესრულებული ცენტრალური კონსოლი, დამატებითი Sport Chrono პაკეტი და ახლად შექმნილი, Porsche-ს მბრუანვი მომენტის წარმმართავი სისტემა. Boxster და Boxster S-ის გაყიდვები გერმანიაში 14 აპრილიდან დაიწყება და მათი ფასები (ყველანაირი სახელმწიფო გადასახადის ჩათვლით) შესაბამისად 48,291 ევრო და 59,120 ევრო იქნება.

წყარო: news.drive.ge