არ ვიცი რა მინდა, დაღლილი ვარ, მინდა ვიყო მხიარული, არ ვიცი რა ვაკეთო და როგორ ვიცხოვრო, მინდა ვიყო მარტო და ვიფიქრო. გახსოვდეთ! კარგი განწყობა წარმატებული ცხოვრების საფუძველია. როდესაც ცუდ ხასიათზე ხართ, იფიქრეთ იმაზე, რომ ამ დროს თქვენ ცხოვრების ძვირფას წუთებს კარგავთ. განწყობა ადამიანის ყველა სფეროზე მოქმედებს. პოზიტიური განწყობით თქვენ შეგიძლიათ მთები გადადგათ, ბევრი კარგი საქმე გააკეთოთ და გადაჭრათ რთული პრობლემები.

რამდენიმე რჩევა კარგი განწყობის შესაქმნელად: • გაიღიმეთ – როდესაც სახეზე რამდენიმე წუთის განმავლობაში შეინარჩუნებთ ღიმილს, თქვენი განწყობა მაშინვე გამოკეთდება. ღიმილი გვაიძულებს თავი მხიარულად და ბედნიერად ვიგრძნოთ. გაიღიმეთ და ნუ შეგეშინდებათ იმის რომ სხვები არასწორად გაგიგებენ. შეეცადეთ კონცენტრაცია გაუკეთოთ თქვენს აზრებს, ოცნებებს, იმას, რისი გაკეთებაც გინდათ, რაც სიამოვნებას განიჭებთ. ასე უფრო მიზანმიმართულად იმოქმედებთ მიზნის მისაღწევად. • მიირთვით გემრიელად – საყვარელმა კერძმა შეიძლება სტრესი მოგიხსნათ .კვება აუმჯობესებს განწყობას, ზრდის სტრესისა და კონფლიქტების მიმართ გამძლეობას, ამცირებს დეპრესიების გამოვლენას. ნერვული სისტემისთვის კარგია მარცვლეული პროდუქტები (პური, ფაფები), ხილი და ბოსტნეული. დეპრესიის დაძლევას ხელს უწყობს გოგრის და მზესუმზირის მარცვლები(მაგნიუმი), შვრია(ვიტამინი B) ,ქათმის ხორცი (ცილა, ვიტამინი I) . ბანანი და შოკოლადი კი ხელს უწყობს სეროტონინის გამოყოფას, რაც კარგ განწყობას “განაგებს”. ტონუსის შესანარჩუნებლად კარგია კაკაო და მარწყვი. • მოუსმინეთ მუსიკას – მუსიკის დახმარებით შეგიძლიათ კარგად მართოთ საკუთარი განწყობა. მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას, იმღერეთ ,იცეკვეთ. • უყურეთ ფილმს – შეარჩიეთ საყურებლად მხიარული და ცხოვრებისეული ოპტიმიზმით სავსე ფილმი. შეიძლება ეს იყოს კომედია ან სათავგდასავლო ჟანრის ფილმი. • დაკავდით ხელოვნებით – ცუდი განწყობა შეიძლება დაიხატოს, ან ჩაიწეროს ლექსის სახით. მთელი უარყოფითი მუხტი გადმოაფრქვიეთ ფურცელზე. არ დაიტოვოთ ცუდი შიგნით და თქვენი განწყობა გამოკეთდება. • ჩაეხუტეთ – ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ კარგი განწყობისთვის ადამიანს დღეში 30 სასიამოვნო შეხება სჭირდება. სასიამოვნო ტაქტილური შეგრძნება დადებით ემოციებს იწვევს. ჩაეხუტეთ ახლობლებს და მოდუნდით. • იყოლიეთ ცხოველი – ჩვენი პატარა მეგობრები თავიანთი ერთგულებით და სიყვარულით დიდ სიამოვნებას მოგანიჭებენ. ცხოველებზე ზრუნვა აძლიერებს სიხარულის ჰორმონის გამოყოფას და ამცირებს სისხლში სტრესის ჰორმონის დონეს.