სტატიაში გარკვეულწილად ჩართულია მასლოუს პირამიდის თეორია. მაშ ასე, დავიწყოთ თანმიმდევრობით:

1. წესით, ყველა ადამიანს აქვს პირველი ხარისხის მოთხოვნილება (ჭამა, სექსი, ძილი…) და მეორე ხარისხის

მოთხოვნილება (თვითრეალიზაცია, მეგობრობა, სიყვარული…”მასლოუს პირამიდა”). მამაკაცებს პირველი

ხარისხის მოთხოვნილება მკვეთრად შემოსაზღვრული აქვთ – ჭამოს! აი, ეს არის მათი უმთავრესი

მოთხოვნა. აბა, წარმოიდგინეთ, რას აკეთებს მამაკაცი, როდესაც სამსახურიდან დაღლილი მოდის?

ფიქრობს მხოლოდ იმაზე, რომ სახლში მას გემრიელი ცხელი სადილი ელოდება. ხოდა, თუ თქვენ მას

გემრიელად დააპურებთ, მის აზროვნებაში მეორე ხარისხის მოთხოვნილებებისთვისაც გაჩნდება ადგილი,

ამ დროს კი გრძნობების მოზღვავებაც მთელი ძალით იქნება შესაძლებელი.

2. ბუნებით მამაკაცები მებრძოლნი, აქტივისტები, მონადირენი არიან. ისინი იბრძვიან იშოვონ ფული,

წყვეტენ გლობალურ პრობლემებს. მათ ცხოვრებას ხშირად სასტიკი რითმი აქვს. სწორედ ამიტომ ყველა

მამაკაცს ღრმად გულში სურს ჰქონდეს თბილი სახლი, სადაც მივა და დაივიწყებს ყველა პრობლემას. აი

რატომ მოსწონთ მამაკაცებს ქალები, რომლებიც პრობლემებს არ ახვევენ.

3. ყველა მამაკაცს ერთი დიდი სურვილი აქვს, დატოვოს კვალი, ყავდეს საკუთარი გვარის გამგრძელებელი.

როგორი თავქარიანი და მექალთანეც არ უნდა იყოს მამაკაცი, გარკვეულ ასაკში მაინც დაფიქრდება იმაზე,

რომ სჭირდება შვილი – უმჯობესია ბიჭი.

4. და იმისათვის, რომ კვალი დატოვოს საჭიროა სექსი, ქალის აზრით მამაკაცისთვის სექსი ერთადერთი

სურვილია, ეს როგორც უკვე ვნახეთ ესე არ არის. თუმცაღა, მას სექსი ქვეცნობიერადაც ძალიან ესაჭიროვება.

მამაკაცი, რომელსაც დიდი ხანია არ ქჰონია სექსი, არის გაღიზიანებული, გაბოროტებული, ჩხუბობს.

ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ თქვენს მამაკაცს ეს პუნქტი არ მოაკლდეს.

5. მამაკაციც ჩვეულებრივი ადამიანია და ის ისევე, როგორც ქალი ცდილობს ფორმაში იყოს ყოველთვის.

თვალყურს ადევნებს საკუთარ გარეგნობას. ეს ყველაფერი თვითდამკვიდრების სურვილით არის

გამოწვეული. მამაკაცს სურს გამოჩნდეს ძლიერი, ცდილობს ავარჯიშოს და განავითაროს სხეულის

კუნთები, ზოგი საბრძოლო ხელოვნებასაც კი ეუფლება.

6. უძველესი დროიდან მამაკაცებში ჩადებულია ბრძოლის ინსტიქტი, ჯერ მიწებისთვის იბრძოდნენ, მერე

ქალისთვის… მიზეზი დღემდე უთვალავია. ბრძოლის სურვილს კი ხშირად ისინი ძალადობამდე მიჰყავთ.

7. ბრძოლა რათქმაუნდა კარგია, მაგრამ მამაკაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამარჯვება. მან გმირად

უნდა იგრძნოს თავი. ამიტომ ხშირად აგრძნობინეთ თქვენს საყვარელ მამაკაცს, რომ ის არის ყველა

პრობლემის და უსიამოვნების მომგვარებელი, ის არის თქვენი გმირი.

8. მამაკაცის სურვილი – იყოს ქალზე ჭკვიანი. სწორედ ამიტომ მამაკაცი ცდილობს კარგად ერკვეოდეს

პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ტექნიკაში, არა მარტო ერკვეოდეს, არამედ აღმზრდელობითი ტონით აგიხსნას

კიდევაც მისი მოქმედების შესახებ. მას უყვარს, როცა უსმენენ, ნუ დაიზარებ, აგრძნობინე, რომ ის ძალიან

ჭკვიანია.

9. მამაკაცების სურვილია მიიღოს მონაწილეობა საზოგადო და სახელმწიფო მოვლენებშიც კი, კიდევ

უარესი, იყოს მიზეზი, ამ მოვლენებისა. მისთვის აუცილებელია საკუთარი კვალი დატოვოს და თავისი

სიტყვა თქვას იქ სადაც მისი აზრით მისი ჩარევა აუცილებელია.

10. მამაკაცისთვის აუცილებელია საზოგადოების მეთაურად თუ არა შემადგენელ ნაწილად მაინც იგრძნოს

თავი. თუ ბავშვობაში ის საზოგადოებამ გარიყა, არ მიიღო და მით უარესი – დაჩაგრა, ის უბედური იზრდება

და ბოროტდება. ბავშობაში მამაკაცს სურს იყოს სასურველი მეგობარი თანატოლებისთვის, ასაკის

მატებასთან ერთად ”ბოსობის” სურვილიც ჩნდება. ეს სურვილი ხშირად ქვეცნობიერია. თუ მამაკაცს

თანამოაზრე ყავს, ის თავს მარტოსულად არ გრძნობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

11. ქალის სითბოს და ალერსის მოთხოვნილება. როგორ მკაცრ ცხოველადაც არ უნდა გეჩვენებოდეთ

ზოგიერთი მამაკაცი, შინაგანად ის პატარა ბავშვია, რომელსაც სურს, გულში ჩაიკრან და მიუალერსონ.

ხშირად მამაკაცს ქალზე მეტად ესაჭიროება სითბო და ალერსი.

12. როდესაც ქალის დედობრივ სითბოზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს მამობრივი ავტორიტეტი.

პატარა ბიჭისთვის აუცილებელია, ხედავდეს ძლიერ, მტკიცე ხასიათის, მამას ოჯახში. ის უნდა გრძნობდეს

მის ურყევ ძალას და ნებისყოფას, რომ წარმოიდგინოს, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი მამაკაცი.

13. არამარტო ქალისთვის, არამედ მამაკაცისთვისაც ასევე აუცილებელია ფინანსური სტაბილურობის

შეგრძნება. ამ სტაბილურობის საზომი მინიმუმით არ შემოიფარგლება – ”რაც მეტი, მით უკეთესი”. და ეს

გასაკვირი არც არის, რადგან თუ ადამიანი, საკუთარი შრომით შოულობს მისთვის სამყოფ ფულს, ის თავს

სრულფასოვნად თვლის.

14. თავგადასავლებისკენ სწრაფვა. ეს ყველაზე მეტად გავრცელებული სურვილია მამაკაცებში. არ აქვს

მნიშვნელობა, ვინ რას უწოდებს თავგადასავალს, მთავარია, სისხლი დუღდეს და დიდი რაოდენობით

ადრენალინი გამოიყოს.

15. ხშირი ცვლილებების მიმართ სურვილი შეიძლება ცალკე პუნქტადაც გამოვყოთ, მაგრამ ამან არ

შეგაშინოთ. რადიკალურ ცვლილებებზე პირად ცხოვრებაში მამაკაცი ბევრად იშვიათად მიდის, ვიდრე

ქალი.

16. შუა საუკუნეებში ცხოვრობდნენ რაინდები, რომელთაც სურვილი ქონდათ, ებრძოლათ და სიცოცხლე

შეეწირათ მაღალი იდეალებისთვის. თქვენ წარმოიდგინეთ მსგავსი სურვილები XXI საუკუნეშიც უჩნდებათ

მამაკაცებს. მათ აქვთ მიზანი, რისი მიღწევისკენაც ისწრაფვიან ისინი.

17. მიუხედავად მაღალი იდეალებისთვის ბრძოლის სურვილისა, ხშირად მამაკაცებს სურთ მშვიდი და

უდარდელი ცხოვრებით იცხოვრონ. ქონდეთ იდილია, პატარა სამოთხე, ყოველგვარი პრობლემების და

წინაამდეგობების გარეშე.

18. როდესაც ეკონომიურ სტაბილურობაზე და ლამაზ ცხოვრებაზე ვსაუბრობთ, არ დაგვავიწყდეს, რომ

მამაკაცი ოცნებობს ყავდეს მაგარი მანქანა, სწორედ ისეთი, რომ გარშემომყოფებს შეშურდეთ. მანქანა ხომ

მამაკაცის სავიზიტო ბარათია.

19. და ჩვენს ჩამონათვალში ბოლო, მაგრამ არა უკანასკნელი სურვილი – სიყვარული. მამაკაცსაც ისევე

როგორც ქალს, სურს გიყვარდეს, ფიქრობდე, ელოდო, გჭირდებოდეს და ზრუნავდე მასზე.

წყარო:b2p.ge