კოზირი მამაკაცებს – გაინტერესებთ რა სისუსტეები გააჩნია თქვენს საყვარელ ქალს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით? ესეიგი ეს სტატია თქვენთვისაა.


მივყვეთ თანმიმდევრობით და ჯერ ვერძი ქალბატონების თაყვანისმცელმები ჩადგნენ რიგში, დიახ დიახ რიგში, ეს იმიტომ რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს როგორც წესი რამოდენიმე თაყვანისმცემელი ყავთ ერთად, ოღონდ თავად არც ერთი არ მოსწონთ და მოსწონთ მაინც და მაინც ის რომელიც ყურადღების ღირსადაც კი არ თვლის, მგონი “ნამიოკს” მიმიხვდით- ვერძის მოხიბვლა გინდათ? იყავით გულგრილი მაშინაც კი როცა უკვე გარკვეულია ურთიერთობა თქვენ შორის, მცირე დისტანცია დაუჭირეთ, თუ არ გინდათ მალევე მოგიბეზროთ და მიგატოვოთ.

რაც შეეხება კუროს, აქ ტაქტიკა საფუძვლიანადაა შესაცვლელი, კურო ქალს სტაბილურობა და სიმყარე უყვარს, ოღონდ იცოდეთ ისიც, რომ იგი საშინლად ჯიუტია, ამიტომ ნუ ეცდებით თქვენ ჭკუაზე გაატაროთ, სულ ერთია მაინც არ გააკეთებს იმას რაც არ სურს. სამაგიეროდ რბილი მოპყრობით გაცილებით მეტს მიიღებთ მისგან, ვიდრე დიქტატურით. კურო ქალს ძალიან უყვარს როცა მის მიმართ სიყვარულს მატერიალური კუთხით გამოხატავენ. ამიტომ პრაქტიკული და სასიამოვნო საჩუქრებით ხშირად უნდა გაანებივროთ.

ტყუპზე თუ ხართ შეყვარებული გაგიმართლათ- მისი მოხიბვლა არც თუ ისე ძვირი დაგიჯდებათ, საინტერესოდ საუბრის უნარი- ეს არის მთელი ის კაპიტალი რაც ამ ქალის გულისკენ მიმავალ გზაზე თუ ყველას არა, თითქმის ყველა კარს უპრობლემოდ გაგიხსნით. ტყუპი ქალი ვერასოდეს შეიყვარებს მუდო კაცს, თუნდაც ეს უკანასკნელი სექსსიმბოლოთა კატეგორიას განეკუთვნებოდეს, ამიტომ ჯიბეგაფხეკილ მჭერმეტყველს უფრო დიდი შანსი აქვს ამ ქალის მოსახიბლად, ვიდრე ფულიან მილიონერს. თუმცა ფული ზედმეტი მაინც არასოდესაა. ბოლო ბოლო მეტყველების მასწავლებელს დაიქირავებთ თქვენი ტყუპის მოსახიბლად რომ გავარჯიშოთ.

მინდა გითხრათ რომ მშვილდოსნის გულის მოგება იგივეა, მინდორში გაუხედნავ კვიცს სდიოთ ქამანდით. თუ ძალიან მაგარი მარიფათიანი ვაჟკაცი არ ხართ, კოვზი სულ ადვილად ჩაგივარდებათ ნაცარში. ქალი მშვილდოსნის სისუსტე თავისუფლების უზომო სიყვარულია. ამიტომ თუ თქვენ აზიატი და დიქტატორი გამოდექით, ეს ქალბატონი მომენტალურად ჩაალაგებს ჩემოდნებს და უკანმოუხედავად გაგექცევათ.

აი რაც შეეხება ქალწულს, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალს თავს მოწესრიგებულობით და სტაბილური ხასიათით მოაწონებთ. ყოველგვარი სახის ექსტრავაგანტურობა და “სიყვარულის სახელით” ჩადენილი საქციელი, თქვენი ქალწული შეყვარებულის დაფრთხობას გამოიწვევს. მას ჭკუადამჯდარი მამაკაცები მოსწონს და არა ცირკის ჯამბაზები. გაითვალისწინეთ ეს!

რაც შეეხება თხის რქას, არც თხის რქა ქალის თაყვანისმცემლებს ელით იოლი გზა საყვარელი ადამიანის გულისკენ. თხის რქა სტაბილურობას და ხასიათის სიმყარეს აფასებს მამაკაცში. ამასთან ერთად მისთვის უმნიშვნელო არაა თუ რა განათლება, როგორი სამსახური და რა მარკის მანქანა ჰყავს მის რჩეულს. ჰოდა გაისარჯეთ ჩემო ბატონო, მანქანა თუ არა განათლებით მაინც მოაწონეთ თავი.

ხოლო თუკი თქვენი “გულის მარწყვი” სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაიბადა, მას მარწყვივით დაშაქრულ-დატკბილულ ხასიათთან ერთად პერიოდული ყოყმანის და მერყეობის პერიოდებიც ექნება. ყველაზე მეტად სასწორები უხეშობას და ვულგარულობას ვერ იტანენ. მისთვის თავის მოწონება თუ გინდათ, აუცილებლად გულდასმით უნდა შეარჩიოთ სუნამო, ტანსაცმლის ფერი+სტილი და ვარცხნილობა. ვიზუალური ეფექტები სასწორისთვის ძალზე მნიშვენლოვანია.

მერწყულს კი ყველაზე გიჟი, არაორდინალური და შიზოიდი კაცები მოსწონს. თუ გინდათ ამ ქალს თავი მოაწონოთ, ისწავლეთ თავდაყირა სიარული, იოგა, ბაგირზე ცოცვა, ჩინური ენა და ა.შ. მერწყულის სისუსტე ყველაფერი არასტანდარტულის სიყვარულია. ამიტომ რასაც სხვა ქალი გაგიმტყუნებთ და თვალები შუბლზე აუვა თქვენი შემხედვარე, მერწყულს ის მხოლოდ გაამხიარულებს და თქვენდამი სიმპათიით განაწყობს.

თევზების გულის მოგებას კიდე რაღა უნდა? მთავარია მოეფეროთ, დაამშვიდოთ, გაათბოთ.. და თქვენია. ერთი ეგაა, მომავალში მისი პერიოდული დეპრესიულ-მელანქოლიური შემოტევების ატანა და გატარებაც უნდა ისწავლოთ. თევზის სისუსტე წუწუნის სიყვარულია. შემოგჩივლებთ, თქვენ მხარზე იქვითინებს და მუდამ ეყვარებით.. თქვენც რა გინდათ მეტი?

კირჩხიბს კი სანამ საქორწინო ბეჭედს არ დაანახებთ თქვენი შანსები ნულს ქვემოთ ზღვარს ვერ ასცილდება. პრინციპში საქორწინო კაბის დანახებაც არ იქნებოდა ცუდი აზრი. ოღონდ მოსინჯვის და ფასონის შერჩევის საშუალებაც უნდა მისცეთ. ავეჯის, ჭურჭლეულის ან საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიაში დაგეგმილი ერთობლივი ვოიაჟიც დაგეხმარებათ კიბო ქალის გულის მოგებაში, მთავარია მან თავი თქვენს პოტენციურ საცოლედ დაიგულოს და დანარჩენი უკვე თქვენი მარიფათის საქმეა. მთლად ხეზე ცოცვას კი ვერ გასწავლით ეს ჰოროსკოპი.

წყაო:http://intermedia.ge