karieraთუ დაფიქრებულხართ, რატომ ხდება, რომ სხვადასხვა დაწესებულებაში ან ფირმაში მრავალი კარგი თანამშრომელი   წლების განმავლობაში რჩება დაწინაურების გარეშე? პასუხი მარტივია – წარმატებული კარიერისთვის მხოლოდ პროფესიონალიზმი არ არის საკმარისი, უნდა გაგაჩნდეთ საკმაო მოურიდებლობაც და კადნიერებაც.

1. შეწყვიტეთ ურთიერთობა წარუმატებელ ადამიანებთან

ყურადღება მიაქციეთ ადამიანების წრეს, რომლებთანაც გაქვთ ურთიერთობა. თუ მუშაობთ „საოფისე პლანქტონის“ გარემოცვაში, რომელიც მიჩვეულია ცხოვრების, კოლეგებისა და ხელმძღვანელების უსამართლობაზე მუდმივ წუწუნს, ასეთ გარემოცვას შეუძლია ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს თქვენს თვითშეფასებაზე და შესაბამისად კარიერულ მიღწევებზეც. შესაძლოა ეს ცინიკურად ჟღერდეს, მაგრამ აუცილებლად უნდა თქვათ უარი წარუმატებელ ადამიანებთან ურთიერთობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ჭაობი თქვენც ჩაგითრევთ.
წარმატებულ ადამიანებთან ურთიერთობის, ახალი კონტაქტების დამყარების დროს თქვენ შეგექმნებათ შესაძლებლობა გაეცნოთ ღირებულ გამოცდილებას. გარდა ამისა ახალი ადამიანის გაცნობა დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ დამაბრკოლებელი პიროვნული თვისებებისგან, გადალახოთ ხელშემშლელი კომპლექსები. იმავდროულად ისწავლეთ უარის თქმა. უარს ვერავის ეუბნებით და ეს ზნეობრივ საქციელად მიაჩნიათ? – ეს მანკიერებაა. თუ პატივს საკუთარ თავს და თქვენს დროს – ამით უბიძგებთ სხვებსაც რომ გცენ პატივი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კარიერისათვის.

2. გაიმარჯვეთ ყოველ დღე

იმისთვის, რომ შეიძინოთ რწმენა საკუთარ თავში, ყოველ დღე უნდა აღწევდეთ შედეგს. რაც უფრო მეტ, თუნდაც მცირე გამარჯვებას მიაღწევთ – მით უკეთესი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი სამსახური ან საქმიანობა არ არის გამიზნული ყოველდღიურ უკუგებაზე, გადაერთეთ სპორტზე. სპორტი მოგცემთ საკუთარ სისუსტეებზე გამარჯვების შეგრძნებას და პროფესიულ ასპარეზზე მომავალი სერიოზული გამარჯვებების საწინდარი გახდება.

3. ისწავლეთ პრეზენტაციის გაკეთება

შედეგების მიღწევა არ არის საკმარისი. უნდა შესძლოთ მათი სათანადოდ წარდგენა. დაუკვირვებელ ხელმძღვანელს დასაბუთებულად უნდა დაუმტკიცოთ, რომ მიღწეული შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია.karieruli-zrda
პრეზენტაციის გაკეთების უნარის შეფასებისთვის ჩაატარეთ მცირე ექსპერიმენტი. გადაიღეთ ერთი თვის მუშაობის შედეგების პრეზენტაცია ვიდეოზე. ამის შემდეგ ნახეთ გადაღებული პრეზენტაცია და ობიექტურად შეაფასეთ მისი ჩატარების უნარ-ჩვევები. შესთავაზებდით დაწინაურებას იმ ადამიანს (ანუ საკუთარ თავს), რომელიც პრეზენტაციის პროცესში ნახეთ ეკრანზე? თუ ოდნავ მაინც შეგეპარათ ეჭვი – ეს ნიშნავს, რომ დროა გაიაროთ პრეზენტაციის ჩატარების და ორატორული ხელოვნების სწავლების კურსი. რა თქმა უნდა, დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ ისწავლოთ. ამ თემებზე არსებობს უამრავი ლიტერატურა და მასალა ინტერნეტში. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ პრაქტიკულ ვარჯიშს. ორატორული უნარ-ჩვევები შეგიძლიათ დახვეწოთ მეგობრების და ახლობლების წრეში.

4. მიანიშნეთ

თუ თვლით, რომ უხერხულია ღიად განუცხადოთ ხელმძღვანელს საკუთარი შესაძლებლობების შესახებ, შეგიძლიათ გააკეთოთ ეს შემოვლითი გზით. იმავდროულად უნდა გესმოდეთ, რომ მართვის ხელოვნების დასაუფლებლად აუცილებელია მრავალი საკითხის შესწავლა. გარდა ამისა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ძალიან რთულია გახდე წარმატებული ხელმძღვანელი თუ არ გაგაჩნია ლიდერის თვისებები. საკუთარი თავმდაბლობის გამო შესაძლოა მოგიწიოთ არა მხოლოდ თქვენი საქმის კეთება, არამედ ხელქვეითების მოვალეობების დიდი წილის შესრულებაც. თავიდანვე უნდა შეისისხლხორცოთ, რომ ეს მცდარი გზაა. გაითვალისწინეთ ისიც, რომ თუ მიიღებთ გადაწყვეტილებას გაიაროთ მენეჯმენტის სპეციალური კურსი, ამით თქვენ ფარულად ანიშნებთ ხელმძღვანელობას, რომ მზად ხართ შეასრულოთ სერიოზული სამუშაო. ეცადეთ საკუთარ თავზე მიუთითებლად ესაუბროთ თქვენს ხელმძღვანელს კომპანიაში კადრების გადანაცვლების საკითხებზე. პერიოდულად, აკვიატებულობის გარეშე მოახსენოთ, რომ კომპანიას გააჩნია ეფექტურობის ამაღლების ისეთი რეზერვები, რომელთა გამონახვა და ამუშავება თქვენ წარმატებით შეგიძლიათ. დროთა განმავლობაში ამგვარი ქცევა მოიტანს სასურველ შედეგს და თქვენ მოგეცემათ შეთავაზებული პროექტის რეალიზაციის შესაძლებლობა. ხოლო შემდგომში, დაგროვებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შესძლებთ მიანიშნოთ ისეთი რთული საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობაზე, რომელთა განსახორციელებლად უკვე გარკვეული პერსონალიც დაგჭირდებათ.

წყარო:http://bold.ge