arisსაინტერესოა რას წერდა ფუტკარზე ძველი მსოფლიოს უდიდესი მეცნიერ-ენციკლოპედისტი და მოაზროვნე, პლატონის მოწაფე და ალექსანდრე დიდის აღმზრდელი. არისტოტელე თავის ნაშრომში ”ცხოველთა ისტორია” შედარებით დიდ ადგილს უთმობს ფუტკარს.  ის თავად მეფუტკრე არ იყო, მაგრამ ხელი მიუწვდებოდა ნებისმიერ ცოდნასა და ინფორმაციაზე. აქვე მოვიტან ნაწყვეტებს, რომელიც შედარებით საინტერესო მეჩვენა:

”მწერებს და მათ შორის ფუტკარს, კარგად აქვთ განვითარებული ყნოსვა და დიდი მანძილიდან შეუძლიათ იგრძნონ თაფლის სუნი.” ამაზე ქართული ანდაზა გამახსენდა: თაფლი იყოს და ბუზი ბაღდათიდან მოვაო.


”ფუტკრები ფიჭის უჯრედებში იჩეკებიან, ხოლო დედები ფიჭის ქვედა ნაწილში, ექვსი ან შვიდი, სხვადასხვა ადგილას განლაგებულ და მუშა ფუტკრის ბარტყისგან განცალკევებულად სადედეებში. დედა არასოდეს სტოვებს სკას საკვების ან სხვა დანიშნულებისთვის, გარდა ნაყრობისა, და თუნდაც ნაყარი ცალკე გაფრინდეს, მძაფრი ყნოსვის წყალობით დაბრუნდება და მიაგნებს ადგილს , სადაც დედა იმყოფება. ასევე ამბობენ რომ თუ დედას ფრენა არ შეუძლია, ნაყარს მიჰყავს ის, და თუ დედა მოკვდა, ნაყარიც იღუპება. დედების 2 ტიპი არსებობს, წითელი რომელიც საუკეთესოა და რუხი, ზოლებიანი. და ზომით მუშა ფუტკარს 2 ჯერ აღემატება. ”

”მამალი სხვაგვარია, ის ზომაში ყველას აღემატება, ნესტარი არა აქვს და ბრიყვია.” ეხლა კი მოდის ადგილი, რომელიც 2500 წლის წინ იცოდნენ, დღეს კი ბევრმა არ იცის: ”მუშა ფუტკრებისთვის სასარგებლოა მამლების ყოფნა მათ შორის, რადგან მამლების ყოფნა  მათ მწარმოებლურობას ზრდის.”

”ფუტკრები , რომლებიც ჰყავთ დასახლებულ ადგილებში განსხვავდებიან მთის ფუტკრებისგან რომლებიც ტყეში ცხოვრობენ, ისინი მეტად ბუსუსებიანი, ზომით მცირე, მეტად შრომისუნარიანი და აგრესიულები არიან. კარგი ფუტკრები სწორ ფიჭებს აშენებენ, პრიალა ზედაპირით. ფუტკრები გაზაფხულზე იწყებენ ფიჭის შენებით, რომელშიც ზრდიან ბარტყს, შემდეგ ზაფხულის და შემოდგომის განმავლობაში ფიჭებში აგროვებენ თაფლს, რომელიც არის მათი საკვები , ხოლო შემოდგომის თაფლი უმჯობესია. ფუტკრები სამამლეებს მხოლოდ მაშინ აშენებენ, როცა თაფლი უხვადაა.”

”ფუტკარი თითო სამუშაო გაფრენისას არ მუშაობს სხვადასხვა ყვავილებზე, არამედ იისფერიდან გადადის იისფერზე და არ ეხება სხვა სახეობებს , სანამ შინ არ მოვა.”

”ფიჭიდან თაფლს დაჭყლეტვით მაშინ წურავენ, როცა ველური ლეღვი დამწიფდება.”

” მოწითალო ყავისფერი თაფლი დამუქებულია შავი ფიჭის მიერ, ისე როგორც ღვინოს ეძლევა ფერი იმ ჭურჭლისგან რომელშიც ინახება. ოქროსფერი თაფლი აგრეთვე კარგია. თეთრი თაფლი კარგია თვალებისთვის და ჭრილობისთვის. უმწიფარი თაფლი ზევიდან მოექცევა, და უნდა მოვაცილოთ, ქვევით კი კარგი თაფლია.”

”ოჯახი ექვს წელიწადს ცოცხლობს, ზოგი შვიდს და თუ ნაყარმა ცხრა ან ათ წელს იცოცხლა, ითვლება რომ ეს კარგია.”

“ფუტკრები მხოლოდ ორმოცი დღე ისვენებენ, ზამთარში, ნაბუნიობის დროს.”

“არსებობს მეორე დაავადება, რომელიც იწვევს ფუტკრების აღგზნებას, და სკიდან ძლიერი სუნი ამოდის. ამის წამალი ბეგქონდარაა, თეთრყვავილიანი უკეთესია, ვიდრე წითელი.”

”ფუტკრები წინდაწინ გრძნობენ ცუდი ამინდის მოახლოვებას, და თუნდაც დარი იყოს ისინი სკას არ ტოვებენ, სკის ახლოს დაფრინავენ. ხოლო როდესაც სკის ცარიელ კუთხეში ერთად დაეკიდებიან, ეს ნიშანია, რომ სკას მიატოვებენ. მეფუტკრე შენიშნავს რა ამას, დამტკბარ ღვინოს ასხურებს.”

წყარო: http://putkari.ge