naturalurizomaსაუკუნეების მანძილზე მეფუტკრეებმაც და მეცნიერებმაც ფიჭის უჯრედის ზომაზე უამრავი დაკვირვება-გაზომვა აწარმოეს . ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნეში მცხოვრებმა ფრანცის ჰაბერმა დაკვირვებით დაადგინა, რომ ფუტკრის ოჯახის ბუდის ფიჭაზე უჯრედების ზომა განსხვავდება, და რომ მცირე უჯრედებში გაზრდილი ფუტკრის სხეულის ზომა პატარაა, ხოლო შედარებით დიდ უჯრედიდან გამოსული ფუტკრების ზომა შედარებით დიდია. და ეს არ იყო გენეტიკური ფუნქცია, არამედ დამოკიდებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ფიჭის უჯრედის ზომაზე.

თანამედროვე კვლევებმა დაადასტურეს, რომ მას შემდეგ რაც ადამიანმა ფუტკარი ჩარჩოიან სკაში გადასვა და შემდეგ დანერგა წინასწარ დამზადებული ცვილის ფირფიტის ჩამაგრება ჩარჩოში, რომელზეც ფუტკარი ფიჭას ამოაშენებს, ამ ფირფიტაზე უჯრედის ზომა ნელ ნელა გაიზარდა. ანუ იმ ლოგიკით, რომ დიდი ზომის ფუტკარი უფრო მეტ თაფლს მოიტანს დაიწყეს ფიჭის ასაშენებლად შედარებით დიდი ზომის უჯრედებიანი ფირფიტების ჩადგმა, ვიდრე ფუტკარი აშენებს ველურ პირობებში. ანუ გაზარდეს ფიჭის უჯრედების ზომა, მასიურად გაიზარდა მასში გამოჩეკილი ფუტკრების ზომაც. ველურ პირობებში, ის ფუტკრები, რომელთაც ადამიანის ხელი არ შეხებიათ, ფიჭაზე აშენებენ შედარებით მცირე 4.7 მმ-დან 5.1 მმ -მდე ზომის უჯრებს. ხოლო ჩვენ ვაძლევთ ფუტკარს ბუდეში ასაშენებლად შედარებით დიდი ზომის უჯრედებიან ფირფიტებს, 5.4 მმ-დან 5.5-მდე, რაც იწვევს მასიურად უფრო დიდი ზომის ფუტკრების გამოზრდას. და აქაც სარჩულად სწორედ ეს თეორია უდევს: მეტია ფუტკრის სიდიდე, მეტია მის მიერ მოტანილი თაფლი.

როდესაც დაიწყეს ცნობილი აფრიკანიზირებული ფუტკრის სწრაფი გავრცელების მიზეზების შესწავლა, აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი უპირატესობა, რაც მას შინაურ ფუტკართან გააჩნია, არის ბუდის ფიჭის უჯრედის მცირე ზომა. ისინი ბუდეს იშენებენ ნატურალური ზომის უჯრედებით, რომელიც გაცილებით მცირეა ხელოვნურ ცვილის ფირფიტაზე აშენებულ უჯრებთან შედარებით. ის მეფუტკრეები რომლებსაც აფრიკული ან აფრიკანიზირებული ფუტკარი ჰყავთ, მცირე უჯრედებიან (4.8 მმ) ცვილის ფირფიტებს აძლევენ თავის ფუტკრებს ბუდის ასაშენებლად.

როგორც აღმოჩნდა ნატურალურ ანუ მცირე ზომის უჯრედებიან ბუდეს მთელი რიგი უპირატესობები გააჩნია:

მამალი ფუტკრები უფრო მცირე ზომისა არიან და მოხერხებულად და სწრაფად იჭერენ საქორწილოდ გაფრენილ დედას, ვიდრე დიდი ზომის მამლები.
მათი ტრაქეა შედარებით მცირეა, ამიტომ ტრაქეის ტკიპა ვერ აღწევს შიგნით.
დრო, რომლის განმავლობაშიც ბარტყი არის გადაბეჭდილი შედარებით მცირეა, ამიტომ ტკიპა ვაროა ვერ ასწრებს ზრდის სრულ ციკლს. 19 დან 20 დღემდე, დიდი ზომის უჯრედის 21 დღიანი გადაბეჭდვიდვისგან განსხვავებით.
გადაბეჭდილბარტყიან მცირე უჯრედში თავისუფალი სივრცე ნაკლებია, ამიტომ ტკიპა ვაროას ნაკლები სივრცე აქვს გამრავლებისა და ცხოველმოქმედებისთვის.
რადგან უჯრედები მცირეა, ნაკლებად იზიდავს ტკიპა ვაროას რადგან ისინი დიდი ზომის უჯრედებს ანიჭებენ უპირატესობას. ხელოვნურად გაზრდილი უჯრედი იწვევს ეგრეთ წოდებულ ” ფსევდო სამამლე უჯრედის” ეფექტს. ანუ ზომაში გაზრდილი მუშა ფუტკრის უჯრედი ისეთივე მიმზიდველი ხდება ტკიპისთვის, როგორც სამამლე.

წყარო: http://putkari.ge