2012-01-06 08.12.56დღეს დილით სოფლიდან მომავალმა ეს საინტერესო სურათი შევნიშნე. იქვე მდგარმა ტელევიზორის პატრონმა მითხრა, ისე ხშირად ფუჭდება და უკვე იმდენი მიზის გაკეთება პლაზმური ტელევიზორი მომივიდოდა მაგ ფასში მაგრამ მემაინც ეს მირჩევნიაო. ვერ წარმოვიდგენდი თუ რომელიმე ოჯახში კიდევ იდგა 1975 წელს გამოშვებული შავ-თეთრი ,,დნეპრი”, რომელიც თავისი პირვანდელი დანიშნულებით გამოიყენება, მაგრამ ხომ იცი თუ ნივთი საინტერესო წლებთან და საინტერესო მოგონებებთან ასოცირდება ძნელია მასთან განშორება…