„იმიჯმეიქერის“ ანუ ასე ვიტყოდი იერსახის შემქმნელის პროფესია არც თუ ისე ახალია, შეიძლება ოდნავ სახე იცვალა, როგორც სირაკუზელ ტირანს დიონისეს არ შეეძლო ფილოსოფოს პლატონის რჩევების გარეშე, არისტოტელე ემსახურებოდა ალექსანდრე მაკედონელს, ხოლო გეგელი გერმანიის იმპარატორ ფრიდრიხს უწევდა კონსულტაციებს, ისე დღევანდელი პოლიტიკაა წარმოუდგენელი ფილოსოფიური რჩევა-დარიგებების გარეშე.

პოლიტიკოსის იერსახის (იმიჯის) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი – მისი გარეგნობაა.

შესაძლოა თუ არა ითქვას, რომ პოლიტიკოსისათვის კარგი კბილები წარმატების საწინდარია?

რა თქმა უნდა. ამას გარდა წარმატებასა და კბილებს შორის ბევრი მეცნიერი პარალელებს ავლებდა, მათ შორის ცნობილი პოლიტიკური ანთროპოლოგი ელიას კანეტი. იგი წერდა, რომ კბილების გამოჩენა, დაკრეჭა ძველ დროში მაუწყებელი იყო წარმატებული ნადირობის შემდეგ კოლექტიური ჭამის. კბილების გამოჩენით, ადამიანი ნიშანს იძლეოდა, რომ მზად იყო მიეღო მის მიერ მოპოვებული საკვები, რომ იგი მდიდარია და წარმატებული. მას შემდეგ ეს კავშირი წარმატებასა და კბილების დაკრეჭას შორის გამყარდა და ფესვებიც გაიდგა.

თუმცა არსებობს სხვა თეორიებიც, მაგალითად დესმონდ მორისი ამტკიცებს, რომ ღიმილი წარმოიშვა კბილების დაკრეჭისგან, რომელიც აგრესიას გამოხატავდა. მაგრამ, ეს თეორიები არადამაჯერებელია, რადგან ვერ ხსნის თუ რატომაა ღიმილი ყველა საზოგადოებაში კარგი განწყობისა და მეგობრობის სიმბოლო.

ღიმილზე, როგორც ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვების მეთოდზე, არა ერთგზის წერდა ამერიკელი დეილ კარნეგი.

მაგრამ კარგი კბილები ეს ყველაფერი არაა. საჭიროა ვიცოდეთ, თუ როგორ გავიღიმოთ. არსებობს აზრი, რომ ქართველები მათი დუხჭირი ცხოვრებიდან და ისტორიიდან გამომდინარე ამას უბრალოდ მიუჩვევლები არიან.

ალბათ ქართული ღიმილი უფრო ბუნებრივია, ვიდრე ამერიკული, თუმცა რიგ შემთხვევებში გაღიმების სწავლება აუცილებელია. ამისათვის ხანდახან თეატრალურის პედაგოგებსაც იწვევენ.

აღნიშნულ თემაზე ყველაზე გავრცელებული შემთხვევა დაკავშირებულია ცნობილ ფრანგ „იმიჯმეიქერთან“ ჟაკ სეგელასთან. 1981 წელს იგი ხელმძღვანელობდა ფრანსუა მიტერანის საპრეზიდენტო კამპანიას. რომელსაც უნდა ითქვას, რომ სერიოზულად ჰქონდა შელახული იმიჯი. შუა 1950-იან წლებში, როდესაც ალჟირელმა ხალხმა დაიწყო დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა, მიტერანი გასცემდა ქალაქების დაბომბვის და ხალხის წამების ბრძანებებს. დაიღუპა მილიონამდე ალჟირელი – მოსახლეობის 15%.

ყასაბის რეპუტაციას დაემატა ძალზედ მრისხანე იერსახე, ამიტომ სეგელამ დაიწყო კლიენტზე მუშაობა და პირველ რიგში მოსთხოვა გამოშვერილი ეშვების მოქლიბვა. კანდიდატის ღიმილმა დაკარგა აგრესიულობა და გახდა უფრო რბილი, რამაც მოისყიდა ამომრჩევლები. პრეზიდენტის სავარძელში მიტერანმა დაჰყო 14 წელი.

ვფიქრობ დღევანდელ ჩვენს პოლიტიკოსებს და არა მარტო მათ არ აწყენდათ კბილების კორექციები. ამას წინათ ინტელექტუალურ შოუს ვუყურებდი და ერთ-ერთი გუნდის კაპიტნის კბილების დანახვაზე გული შემიწუხდა.

ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ აზრს, რომ სახალხო პოლიტიკაში, თუ შოუ ბიზნესში წასვლისას აუცილებელია პირის ღრუს მიხედვა. ტელე-ეკრანზე კბილები უფრო შესამჩნევია ვიდრე თვალები.

ხდება პირიქითაც, როდესაც კარგი კბილების, ან ძვირფასი პროთეზების მქონე ადამიანები ცდილობენ რაც შეიძლება აქტიურად უჩვენონ საზოგადოებას თავიანთი კბილები. ეს უკვე მეორე უკიდურესობაა. კბილებს იმიტომ კი არ ისვავენ, რომ შემდგომ იტრაბახონ. ასე ციგნები იქცევიან, ჩაისვამენ ოქროს კბილებს და ჰგონიათ მდიდრები და მაგრები ვართო. ადამიანის მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში კარგი კბილები უნდა მეტყველებდეს მათი მფლობელის ჯანმრთელობასა და წარმატებაზე.

დღეისათვის ინოვაციების მომხრე მამაკაცი უნდა იყოს ოდნავ დაკუნთული, დაზაგრული ჯანმრთელი თეთრი კბილებით. ცოტათი მხეცი – და არა ფერმკრთალი, განაზებული არისტოკრატი.

ჩემი აზრით საჯარო, საქვეყნო ადამიანის კბილებს უნდა ჰქონდეთ, რაღაც მცირედი ნაკლი, შეიძლება ითქვას მარცვალი, რაც მას შეჰმატებს ბუნებრიობას. შესაბამისად თანამედროვე ადამიანს გახდის უფრო მიმზიდველს.

ამას გარდა კარგი „იმიჯმეიკერის“ ამოცანაა შექმნას მთლიანი იერსახე, ჩამოაყალიბოს არა მარტო დადებითი მხარეები, არამედ უარყოფითიც. თუკი ვაჩვენებთ მხოლოდ დადებით მხარეებს, უარყოფითს კონკურენტები მოიგონებენ.

wyaro:orthodont.ge