levels_1
„ევროპაში ენობრივი კომპეტენციის შემფასებელთა ასოციაციის“,
ALTE–ს (Association of Language Testers in Europe) მიხედვით (www.alte.org)
ALTE B2 – მესამე დონე (აკადემიური სფერო)
მესამე დონე ითვლება გაწაფულობის საშუალო დონედ. ენის ამ დონეზე
მცოდნეს უკვე უნდა შეეძლოს, თავი გაართვას ენის ძირითად სტრუქტურას და
გამოიყენოს სხვადასხვა სიტუაციის შესაბამისი კომუნიკაციის სტრატეგიები. იგი
ფლობს ფართო ლექსიკას. მოსმენისას და კითხვისას იგი სცილდება ფაქტობრივი
ინფორმაციის ცალკეული პუნქტების გაგებას, შეუძლია განასხვავოს ძირითადი და
მეორეხარისხოვანი საკითხები, ტექსტის ზოგადი თემა და სპეციფიკური დეტალები.
სხვადასხვა ტიპის ტექსტის წერისას მას უნდა შეეძლოს როგორც არგუმენტის
ჩამოყალიბება, ასევე მოვლენების აღწერა და თხრობა. ენის ამ დონეზე მცოდნეს
გარკვეულწილად თავისუფლად შეუძლია სხვადასხვა კონტექსტში ენის გამოყენება.
მას განვითარებული აქვს მეტი მოქნილობა და უნარი, რომ შეძლოს მოულოდნელ
სიტუაციაში რეაგირება და ნაკლებად ეყრდნობა ენის უცვლელ ნიმუშებსა და მოკლე
ფრაზებს. იგი უკვე კარგად ხვდება, როგორ უნდა დაიცვას ზრდილობის ის ნორმები,
რომლებიც ენობრივად არის განსაზღვრული და როგორ უნდა ისაუბროს
ოფიციალურ სიტუაციაში.

B2 დონის გამოცდა გამოიყენება იმის დასამტკიცებლად, რომ ამ დონეზე ენის
მცოდნე მზად არის შეასრულოს საოფისე სამუშაო და გაიაროს არააკადემიური კურსი
იმ ენაზე, რომელსაც სწავლობს (მაგალითად იმ ქვეყანაში, სადაც ამ ენაზე
ლაპარაკობენ). ამ დონეზე ენის მცოდნეს უნდა შეეძლოს ენის გამოყენება სამოხელეო,
სამდივნო და მენეჯრის პოზიციებზე და ზოგ ინდუსტრიაში, განსაკუთრებით
ტურიზმში.
საუბარი
სწავლისას ენის ამ დონეზე მცოდნეს შეუძლია დასვას შეკითხვები ლექციაზე
ან პრეზენტაციისას მისთვის ნაცნობ ან პროგნოზირებად თემაზე, თუმცა გარკვეული
სირთულეებით. მას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სემინარსა და წვრთნებში, თუმცა
ისევ და ისევ გარკვეული სირთულეებით.

წერა
ენის ამ დონეზე მცოდნეს შეუძლია შეზღუდული გამოყენებისათვის ან
შემდგომი გადამუშავების მიზნით ჩაიწეროს შენიშვნები ლექციებსა და სემინარებზე,
თუმცა დამატებითი დროის უქონლობის შემთხვევაში შეექმნება სირთულეები. მას
შეუძლია ამოიწეროს შენიშვნები წერილობითი წყაროებიდან, თუმცა შეიძლება გამორჩეს მთავარი საკითხები. მას შეუძლია დაწეროს ესსე, რომელშიც გადმოსცემს
თავის აზრს, ან დაწეროს ექპერიმენტისა ანგარიში, რომელშიც ნაჩვენები იქნება
შესრულებული სამუშაოს ძირითად შინაარსი.

კითხვა
მისი კითხვის უნარი აღემატება ყოველდღიური წერილებისა და ძირითადი
საგაზეთო/ჟურნალის სტატიების გაგების უნარს. მას შეუძლია გაეცნოს მისთვის
განსაკუთრებულად საინტერესო ფაქტობრივ ინფორმაციას და საკუთარი გემოვნებით
შერჩეულ მხატვრულ ლიტერატურას. მას შეუძლია თავი გაართვას მცირე
მოცულობის მოხსენებებსა და სტატიებს პროგნოზირებად თემებზე და გაიგოს
მისთვის ნაკლებად ცნობილ თემაზე სტატიის ან მოხსენების ზოგადი შინაარსი,
თუმცა ინფორმაციის ბუნდოვნად გამოხატვის შემთხვევაში არასწორად გაგებაა
მოსალოდნელი. ამ დონეზე ენის მცოდნე არის ენაში საკმარისად გაწაფული
იმისათვის, რომ დასძლიოს არააკადემიური ტრენინგები, რომლებიც სასწავლო ენაზე
ტარდება. ამ დონეზე ენის მცოდნეს შეუძლია დასძლიოს ლექციის, პრეზენტაციის
მასალა მისთვის ნაცნობ სფეროში ან იმ შემთხვევაში, როცა კონტექსტს კარგად
იცნობს, თუმცა შეიძლება შეექმნას სირთულეები აბსტრაქტული არგუმენტაციის
გაგებისას. მას შეუძლია წაიკითხოს მარტივი სახელმძღვანელოები და სტატიები,
თუმცა არც ისე სწრაფად, რომ დასძლიოს აკადემიური კურსი.

მოსმენა
სწავლისას, მას შეუძლია გაიგოს მისთვის ნაცნობ თემაზე ლექციის ზოგადი
შინაარსი.
B2 დონის შესაბამისი სერტიფიკატების და ქულების ნუსხა
გერმანული ენა Goethe-Zertifikat B2

ინგლისური ენა
CEFR B2
IELTS exam – 5
BEC exam and CELS exam — Vantage
Cambridge exam – FCE
Pitman ESOL Intermediate
TOEIC – 541
TOEFL – 500 (paper-based)
173 (computer-based)
61 (internet-based)
ფრანგული ენა
Diplôme de Langue Française (DL) (AF)
Diplôme d’ Etudes en Langue Française DELF/B2 (CIEP)
სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის
B2 (ALTE) დონეზე ცოდნას, ათავისუფლებს კანდიდატს ამ ენებში გამოცდისაგან. ამენებში გამოცდისაგან ასევე თავისუფლდებიან კანდიდატები, რომელთაც
ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის კურსი გავლილი აქვთ
ინგლისურ, გერმანულ ან ფრანგულ ენაზე.
გერმანულ ენაში გამოცდისგან თავისუფლდებიან აგრეთვე ის კანდიდატები,
რომლებსაც ჩაბარებული აქვთ: Zertifikat Deutsch für den Beruf, DAF, Sprachdiplom
Kultusminister 2. Konferenz, ZMP, Zentrale Oberstufenprüfung, Kleines/Grosses Deutsches
Sprachdiplom, DSH უნივერსიტეტებისთვის.
წყარო:http://www.tsu.edu.ge/