ff_robot_largeრობოტები მომავალში ადამიანურ რესურსებს ჩაანაცვლებენ და სამუშაოს გარკვეულ ნაწილსაც ისინი შეასრულებენ. ასეთ შესაძლებლობას არაერთი ტექნოლოგი განიხილავს. მათ შორისაა მარტინ ფორდი, რომელიც სილიკონ ველში ერთ-ერთი მაღალტექნოლოოგიური კომპანიის დამაარსებელია. მან დაწერა წიგნი „რობოტები გვიტევენ”, რომელიც New York Times-მა ბესტსელერად აღიარა, ხოლო Financial Times-მა – წლის საუკეთესო ბიზნეს-წიგნად.

1960-ან წლებში, ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატი მილტონ ფრიდმანი უწევდა კონსულტაციებს ერთ-ერთი განვითარებადი აზიური ქვეყნის მთავრობას. ერთხელაც ის წაიყვანეს მასშტაბურ სამშენებლო პროექტზე, რომელიც საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობდა. იქ მან ნახა ბევრი ადამიანი, რომლებიც ნიჩბებით მუშაობდნენ, ასევე იქ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც სამშენებლო ტექნიკაზე მუშაობდა, თუმცა მათი რაოდენობა იყო ცოტა.

ადგილობრივმა ჩინოვნიკმა ეს სამუშაო ადგილების შექმნით ახსნა, რაზეც მილტონ ფრიდმანმა უპასუხა – „მაშინ მოიყვანეთ აქ კიდევ მეტი მუშა და მიეცით მათ კოვზები ნიჩბების ნაცვლად”.

ფრიდმანის ეს ირონიული შენიშვნა იმის ნათელი მაჩვენებელი იყო, თუ როგორ არასერიოზულად აღიქვამდნენ იმ დროს იმის საფრთხეს, რომ მანქანები წაართმევვდნენ სამუშაოს ადამიანებს. თუმცა, რამდენიმე ათწლეულის შემდეგ სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ ადამიანები.

მარტინ ფორდი თავის წიგნში ხედავს მომავალს და მისი დასკვნები ნამდვილად აშინებს საზოგადოებას. ის წერს, რომ ამჟამინდელი ტექნოლოგიური რევოლუცია განსხვავდება წინამორბედებისგან. ისტორიულად ხალხი ხშირად წუხდა იმაზე, რომ მანქანები წაართმევდნენ ადამიანებს სამუშაო ადგილებს, თუმცა ამჟამინდელი სიტუაცია განსხვავებულია. ადრე უმუშევრობის პრობლემა წყდებოდა იმით, რომ სამუშაო ძალა მიგრირებდა სექტორიდან სექტორში – მაგალითად, სოფლის მეურნეობიდან მრეწველობაში, მრეწველობიდან მომსახურეობის გარგში და ა.შ.

ამჟამად ასეთი მიგრაციის საშუალება არ არსებობს. დასაქმებულების რაოდენობა უბრალოდ მცირდება, მოგება კი იზრდება. 2000-ანი წლების დასაწყისში უოლ-სტრიტზე მუშაობდა 150 000 კაცი, 2013-ში – უკვე 100 000, მაგრამ მოგება გაიზარდა.

კიდევ უფრო საინტერესოა სიტუაციაა სოციალურ მედიაში. 2006 წელს Google-მა იყიდა YouTube 1,65 მლრდ. დოლარად. იმ დროს იქ მუშაობდა 65 კაცი, გამოდის რომ ერთ თანამშრომელზე მოდიოდა 25 მლნ. დოლარი.

2012 წელს Facebook-მა 1 მლრდ. დოლარად იყიდა Instagram, სადაც მუშაობდა 13 კაცი, ანუ, გადაიხადა 77 მლნ. დოლარი თითო თანამშრომელში. 2014 წელს მანვე 19 მლრდ. დოლარად იყიდა Whatsapp, 55 თანამშრომლით, შესაბამისად, ერთი კაცი მას დაუჯდა უკვე 345 მლნ. დოლარი.

თუმცა ეს ციფრები ვერ დაამშვიდებს ინჟინრებს, როლებიც გახდნენ უმუშევრები იმის გამო, რომ ამჟამად Facebook-ის სერვერებს მართავენ რობოტები.

წიგნში ბევრი ფაქტია მოყვანილი, რომლებიც ნამდვილად შემაშფოთებელია ადამიანებისთვის – რობოტები უკვე მუშაობენ ბევრ სხვადასხვა დარგში.

ჟურნალისტების ნაცვლად ტექსტებზე მუშაობს პროგრმამა StatsMonkey, რომელსაც Forbes იყენებს სპორტზე ბიზნესზე და პოლიტიკაზე სტატიების დასაწერად.

ბევრი სხვა მსოფლიოში ცნობილი გამოცემა იყენებს პროგრამა Quill-ს, რომელიც აგროვებს მონაცემებეს სხვადასხვა წყაროებიდან და აერთიანებს მათ საკმაოდ კარგად დაწერილ მოთხრობაში. ამ სისტემას შეუძლია 30 წამში ერთი სრულფასოვანი სტატიის დაწერა. ვინ იცის, იქნებ 5 წელიწადში რობოტები შეძლებენ ანალიტიკური და საავტორო სტატიების დაწერას?

Mercedes-benz აბანდებს მილიარდობით ევროს უპილოტო ავტომობილებს შექმნაში, იაპონიში ფართოვდება სუში- ბარების ქსელი, სადაც არ მუშაობს არც ერთი ადამიანი – შეკვეთებს იღებს სენსორული მაგიდა, სამზარეულოში მუშაობს რობოტი, ოფიციანტის ნაცვლად კი მოქმედებს კონვეიერი.

მარტინ ფორდი აანალიზებს ამგვარ მაგალითებს და აკეთებს ასეთ დასკვნას – რობოტები ყოველწლიურად იპყრობენ ახალ-ახალ პროფესიებს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, 15 წელიადში ამ დროისთვის არსებული პროფესიების 47% იქნება ავტომატიზებული, თანამედროვე რობოტები არჩევენ ხილს, აკეთებენ საჭმელს, მუშაობენ აფთიაქებში.

ეს კი მხოლოდ დასაწყისია და რობოტების ამგვარი შეღწევა ადამიანების ცხოვრებში აწუხებს ბილ გეიტს და ილონ მასკს.

რობოტები უკვე იკავებენ მაღალკვალიფიცირებული სამუშაო ადგილებს. მათ არ სჭირდებათ შვებულება, ისინი არ ხდებიან ავად, მუშოაბენ დღისით და ღამით.

რა აზრი აქვს გადაუხადო საკმაოდ დიდი ფული 100 იურისტს მონაცემების შეგროვებაში მაშინ, როდესაც რობორტი ამას გააკეთებს უფრო სწრაფად, უფრო ზუსტად და თანაც უფასოდ?

ავტორს არ სჯერა, რომ შესაძლებელია ტექნოლიგიური პროგრესის შეჩერება. და არც იმისი, რომ ამის გაკეთებას ვინმე დააპირებს.

ფორდის აზრით, სტივენ ჰოკინგის გამონათქვამი – „ხელოვნური ინტელექტის შექმნა იქნება კაცობრიობის დასასრული” – იყო ზუსტი წინასწარმეტყველება.

IBERIANEWS.GE

Advertisements