მთავარი

უცხო ენის B2 დონეზე ცოდნის განმარტება

დატოვე კომენტარი

levels_1
„ევროპაში ენობრივი კომპეტენციის შემფასებელთა ასოციაციის“,
ALTE–ს (Association of Language Testers in Europe) მიხედვით (www.alte.org)
ALTE B2 – მესამე დონე (აკადემიური სფერო)
მესამე დონე ითვლება გაწაფულობის საშუალო დონედ. ენის ამ დონეზე
მცოდნეს უკვე უნდა შეეძლოს, თავი გაართვას ენის ძირითად სტრუქტურას და
გამოიყენოს სხვადასხვა სიტუაციის შესაბამისი კომუნიკაციის სტრატეგიები. იგი
ფლობს ფართო ლექსიკას. მოსმენისას და კითხვისას იგი სცილდება ფაქტობრივი
ინფორმაციის ცალკეული პუნქტების გაგებას, შეუძლია განასხვავოს ძირითადი და
მეორეხარისხოვანი საკითხები, ტექსტის ზოგადი თემა და სპეციფიკური დეტალები.
სხვადასხვა ტიპის ტექსტის წერისას მას უნდა შეეძლოს როგორც არგუმენტის
ჩამოყალიბება, ასევე მოვლენების აღწერა და თხრობა. ენის ამ დონეზე მცოდნეს
გარკვეულწილად თავისუფლად შეუძლია სხვადასხვა კონტექსტში ენის გამოყენება.
მას განვითარებული აქვს მეტი მოქნილობა და უნარი, რომ შეძლოს მოულოდნელ
სიტუაციაში რეაგირება და ნაკლებად ეყრდნობა ენის უცვლელ ნიმუშებსა და მოკლე
ფრაზებს. იგი უკვე კარგად ხვდება, როგორ უნდა დაიცვას ზრდილობის ის ნორმები,
რომლებიც ენობრივად არის განსაზღვრული და როგორ უნდა ისაუბროს
ოფიციალურ სიტუაციაში.
სრულად

კარიერული წინსვლის საიდუმლო

%(count)s კომენტარი

karieraთუ დაფიქრებულხართ, რატომ ხდება, რომ სხვადასხვა დაწესებულებაში ან ფირმაში მრავალი კარგი თანამშრომელი   წლების განმავლობაში რჩება დაწინაურების გარეშე? პასუხი მარტივია – წარმატებული კარიერისთვის მხოლოდ პროფესიონალიზმი არ არის საკმარისი, უნდა გაგაჩნდეთ საკმაო მოურიდებლობაც და კადნიერებაც.

სრულად

როგორ გადავაგდოთ სიგარეტი დამოუკიდებლად

6 Comments

ნებისმიერი მწეველი ერთხელ მაინც ცდილობს თავი დაანებოს მოწევას. ეს პროცესი ნებისყოფის სიმტკიცესთან ერთად საჭიროებს გარკვეულ ცოდნას, როგორ დავძლიოთ ლტოლვა და მივაღწიოთ წარმატებას. თამბაქოს მოხმარების დამოუკიდებლად გადაჩვევის მსურველებს გთავაზობთ თეორიულ რჩევებს. სრულად

თუ უფრო მეტის მოსწრება გინდათ

%(count)s კომენტარი

ადამიანების უმრავლესობა, ვინც არც საქმის კეთების მოტივაციის ნაკლებობას უჩივის და არც თვითონ საქმის ნაკლებობას, მუდმივად წუხს იმის გამო, რომ არ ყოფნის დღე-ღამეში 24 საათი, კვირაში შვიდი დღე და წლის განმავლობაში 365 დღე. მიუხედავად იმისა, რომ გვიან ღამემდე მუშაობენ, თითქოს ყოველთვის რაღაცას აკეთებენ და მუდმივად ცდილობენ, ყოველ დღე რაც შეიძლება მეტი საქმის გაკეთება მოასწრონ, მაინც ბევრი რამ დაუსრულებელი რჩებათ, მიზნები-მიუღწეველი, ამოცანები-გადაუჭრელი.

სრულად

როგორ ვმართოთ საკუთარი აზრები

დატოვე კომენტარი

ადამიანები ძალიან სულწასულები და დაუდევრები ვართ. გვინდა, თითოეულმა ქმედებამ თუ ნაბიჯმა დღესვე მოგვცეს შედეგი. ზოგჯერ კი ისე სწრაფად და დაუდევრად ვიქცევით, რომ ამის შედეგს წლების განმავლობაში ვიმკით. არც დაკვირვება ვიცით, მახვილი თვალი კი სწორად მიხვდება, რა ხდება მის გარშემო, რას სთავაზობს მას გარემო პირობები, როდის დგას მისთვის არასასურველი თუ, პირიქით, სასურველი მოქმედებების დრო. როგორც ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი, ბატონი დავითი ამბობს, ადამიანის აზრიც კი გარკვეული ენერგიაა და გვინდა თუ არა, ჩვენდა უნებურად, ჩვენი აზრები ქმნის ენერგეტიკას, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ მატერიალურ სამყაროში რეალიზდება. მისივე თქმით, ბევრი ადამიანი ამას ვერ ხვდება და ყურადღებასაც არ აქცევს, შედეგს კი მაშინ იმკის, როცა უკვე გვიანია რამის შეცვლა და გამოსწორება.
სრულად

როგორ უნდა მოვიხსნათ დაძაბულობა და დავიწყოთ ცხოვრება

%(count)s კომენტარი

სიტყვა “რელაქსაცია” იგივეა, რაც მოდუნება, მაგრამ მოდუნება არ ნიშნავს ტელევიზორის წინ დივანზე წამოწოლას და უსაქმურობას. ეს არის ერთგვარი ტექნიკა, თუ როგორ მოვიხსნათ დაძაბულობა როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი.

ტრადიციულად ითვლება, რომ რელაქსაცია შესანიშნავი საშუალებაა სტრესის წინააღმდეგ. ნებისმიერი რელაქსაციის ტექნიკა დაგეხმარებათ სტრესის მოხსნაში, მაგრამ სტრესის მიღებისაგან – ვერა. სამაგიეროდ იგი ხსნის კუნთების დაჭიმულობას. გამუდმებული შეუცნობელი დაძაბულობა კუნთის განსაზღვულ ჯგუფებში იწვევს ჰიპერტონუსს.
რელაქსაციის ილეთები გამოიყენება სპორტში, ჰიპნოზის დროს და ნაწილობრივ მედიცინაშიც, მაგალითად, ნაწილობრივი რელაქსაცია გამოიყენება ლოგოპედიურ ვარჯიშებში და ფსიქოთერაპიაში. მაგრამ ასევე, რელაქსაციის ილეთები მუშაობენ ნებისმიერ სტრესულ სიტუაციებშიც.

სრულად

რჩევები კარგი განწყობისათვის

დატოვე კომენტარი

არ ვიცი რა მინდა, დაღლილი ვარ, მინდა ვიყო მხიარული, არ ვიცი რა ვაკეთო და როგორ ვიცხოვრო, მინდა ვიყო მარტო და ვიფიქრო. გახსოვდეთ! კარგი განწყობა წარმატებული ცხოვრების საფუძველია. როდესაც ცუდ ხასიათზე ხართ, იფიქრეთ იმაზე, რომ ამ დროს თქვენ ცხოვრების ძვირფას წუთებს კარგავთ. განწყობა ადამიანის ყველა სფეროზე მოქმედებს. პოზიტიური განწყობით თქვენ შეგიძლიათ მთები გადადგათ, ბევრი კარგი საქმე გააკეთოთ და გადაჭრათ რთული პრობლემები.

იხილეთ სრულად

Older Entries

%d bloggers like this: