მთავარი

დასავლეთის იბერთა კულტურული მემკვიდრეობა (იბერიული ცივილიზაციის სათავეებთან)

დატოვე კომენტარი

მანანა კვატაია

დასავლეთ იბერიელი ქალი

ევროპის უძველეს ისტორიაში იბერთა პრობლემა ხმელთაშუა ზღვის აუზის ხალხთა ურთიერთმიმართებისა და გავლენის, ცალკეულ კულტურათა აღმოცენებისა და დაღუპვის, ტომთა და ეთნიკური ჯგუფების მასობრივი მიგრაციის კონტექსტში განიხილება. ამ ხალხთა კულტურული ერთობა ადრებრინჯაოს ხანაში წარმოიშვა. „მას პრაქტიკული თვალსაზრისით ბევრი საერთო აქვს დედა-ქალღმერთის კულტის, ხარის კულტის, სიმბოლიკის, არქიტექტურული ფორმების თვალსაზრისით“ (1,7). ხმელთაშუა ზღვის აუზის უძველეს მცხოვრებთა ენების რიგი თავისებურებებიც ამ ერთიანი წყაროდან მოდის.

სრულად

Advertisements

როლანდ თოფჩიშვილი – ქართველთა ეთნიკური ისტორია

დატოვე კომენტარი

რას მოგვითხრობს საქართველოს მთებში აღმოჩენილი ფარული სკრიპტები?

%(count)s კომენტარი

ნაწილი 2.

როდესაც მთაში ნაპოვნი სკრიპტები შეიკრიბა გარკვეული რაოდენობით, აღმოჩნდა, რომ გეომეტრიულ ორნამენტებთან საერთო გენეზისისას გვანან. მკვლევარებმა ერთხმად აღიარეს: ‘ეს ორნამენტები საქართველოში ძველთაგანვე იყო გავრცელებული”.

იხილეთ სრულად

ქართული კერამიკა

დატოვე კომენტარი

ქართულ ხალხურ კერამიკას (უბრალო „წითელი ჭურჭელი“, წერნაქით მოხატული ანდა მოჭიქული) თავისი მრავალრიცხოვანი, დატოტვილი ფესვებით უხსოვარ, „წინაისტორიულ“ წარსულამდე მივყავართ. მისი წარმოების უმნიშვნელოვანესი ცენტრებია ვაქირი, ანაგა, ბოდბისხევი, თელავი, რუისპირი, იყალთო, ველისციხე, ნინოწმინდა, თბილისი, მცხეთა, არაგვისპირი, ცხავატი, გორი, მეჯვრისხევი, ვანათი, დმანისი, შროშა, საწაბლიე, მაქათუბანი, ხარაგოული, გეზრული, ნაგომარი, ხუცუბანი და მრავალი სხვა.

დადგენილია, რომ ჯერ კიდევ ძვ.წ. VII – VI ათასწლეულში, განვითარებული ნეოლითის ხანაში საქართველოში ამზადებდნენ ცეცხლზე გამომწვარ წითელი თიხის ჭურჭელს, რასაც ადასტურებს ოდიშის, ანასეულისა და სხვა არქეოლოგიური ექსპონატები. აღსანიშნავია აგრეთვე ძვ.წ. III ათასწლეულის თრიალეთის, ურბნისის, ქვაცხელას და სხვ. კერამიკული ნამუშევრები, სადაც უკვე გვხდება სხვადასხვა ფერის წერნაქით მოხატული ჭურჭელი. ეს არის საკმაოდ რთული ფორმის წყლის სასმელი ჭურჭელი გამოძერწილი ორნამენტებით, დოქები ცხოველებისა და ფრინველების ფორმით, აგრეთვე სხვადასხვა ფორმის თიხის სასანთლეები, რომლებიც გავრცელებული იყო არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს ძველ აღმოსავლეთში. ყორღანების გათხრის შედეგად ნაპოვნი იქნა ძვ.წ. II ს. მოხატული კერამიკის ნიმუშები, რომლებიც დაკავშირებული იყო ახლო აღმოსავლეთის კერამიკული ხელოვნების უძველეს ტრადიციებთან, და ასევე ეგეოსის ზღვის აუზის ქვეყნების ხელოვნებასთან. ძველი წელთაღრიცხვით VIII – VII ს.ს. თრიალეთისა და მცხეთის არქეოლოგიურ კომპლექსებში აღმოჩენილი მოჭიქული ჭურჭელი ადასტურებს კერამიკის წარმოების იმ მაღალ დონეს, რომელიც არსებობდა საქართველოს ტერიტორიაზე.

არაჩვეულებრივად მრავალფეროვანია ქართული კერამიკა, როგორც თავისი ფორმისა და ფერის, ასევე ზომისა და დანიშნულების მიხედვით. თუ კი წითელი თიხის ჭურჭელი დიდი ზომისა კეთდებოდა (ქვევრები, ხორბლისა და სხვა პროდუქტების შესანახი ჭურჭელი, თორნეები, სადღვებელები და სხვა), მოჭიქული ჭურჭელი შედარებით მცირე ზომისაა; თუმცა კი ძველად სამშენებლო კერამიკაც კი მზადდებოდა ასე – მოჭიქული კრამიტი, შორენკეცები და სხვა.

საყოფაცხოვრებო დანიშნულების მქონე თიხის ჭურჭლის ნაირსახეობათაგან თავისი კოსტრუქციითა და მხატვრული გაფორმებით განსაკუთრებით გამოირჩევა მარანი (ზიარი ჭურჭელი) და გოზაური, ღვინის ამ ჭურჭელს სარიტუალო დანიშნულებაც აქვს.

საქართველოს ყოველ კერამიკულ ცენტრს თავისი განთქმული ოსტატი ჰყავდა, რომლებიც თაობიდან თაობაში გადასცემდნენ თავის ხელოვნებას. ასეთი , შთამომავლობით მეთუნე, იყო შესანიშნავი ოსტატი ნიკა აზალიძეც მეჯვრისხევიდან (ქართლი). მისი მუშაობა მორგვზე ჯადოქრობას ჰგავდა.

თანამედროვე ქართულმა პროფესიულმა კერამიკამ აღორძინება დაიწყო 1959 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კერამიკა–მინის კათედრასთან არსებული სასწავლო–ექსპერიმენტულ სახელოსნოში.

 

ძ ვ ე ლ ი წ ა რ წ ე რ ე ბ ი

%(count)s კომენტარი

ქართული დამწერლობა ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცეოდა. მის გარშემო უამრავი კითხვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემეელია, თუმცა არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები ქართული დამწერლობის წარმომავლობას, მსოფლიო ცივილიზაციაზე გავლენისა და ანტიკურობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ასოთმთავრულ დამწერლობას, საქართველოში წინ უძღვის ფარული ნიშნებით ე.წ სკრიპტებით აღბეჭდილი ქვების აღმოჩენაც.

ქართული დამწერლობა ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცეოდა. მის გარშემო უამრავი კითხვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემეელია, თუმცა არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები ქართული დამწერლობის წარმომავლობას, მსოფლიო ცივილიზაციაზე გავლენისა და ანტიკურობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ასოთმთავრულ დამწერლობას, საქართველოში წინ უძღვის ფარული ნიშნებით ე.წ სკრიპტებით აღბეჭდილი ქვების აღმოჩენაც.

წარმოგიდგენთ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ უძველეს წარწერებს:

ბესლეთი


იხილეთ მეტი

ქართული დამწერლობის სადავეებთან…

2 Comments

ნაწილი 1.

ფარული ნიშნები (სკრიპტები) და ასომთავრული

‘’ისტორია იმდენად წარსულისთვის არ იწერება
რამდენადაც აწმყოსთვის’’
ვაჟა ფშაველა

მეცნიერები დღესაც განიხილავენ ქართული დამწერლობის წარმომავლობას, პასუხგაუცემელია მისი შექმნის თარიღიც. არსებობს სხვადასხვა სახის ვარაუდები, თუმცა…

ნახეთ სრულად

%d bloggers like this: