მთავარი

რობოტები და უმუშევრობა – ტექნოლოგიური პროგრესის ნეგატიური მხარე

დატოვე კომენტარი

ff_robot_largeრობოტები მომავალში ადამიანურ რესურსებს ჩაანაცვლებენ და სამუშაოს გარკვეულ ნაწილსაც ისინი შეასრულებენ. ასეთ შესაძლებლობას არაერთი ტექნოლოგი განიხილავს. მათ შორისაა მარტინ ფორდი, რომელიც სილიკონ ველში ერთ-ერთი მაღალტექნოლოოგიური კომპანიის დამაარსებელია. მან დაწერა წიგნი „რობოტები გვიტევენ”, რომელიც New York Times-მა ბესტსელერად აღიარა, ხოლო Financial Times-მა – წლის საუკეთესო ბიზნეს-წიგნად.

სრულად

ახალი ტექნოლოგია მზის ფოტო ელემენტების ფასს შეამცირებს

დატოვე კომენტარი

მზის ენერგიის უფრო ეფექტურად ასათვისებლად, ერთ-ერთ საუკეთესო გამოსავლად, მზის ელემენტების მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდაა მიჩნეული.

არის მეორე გზაც – ამ ელემენტების გაიაფება. ამ შემთხვევაში, უფრო მეტი ენერგიის მისაღებად, ელემენტების რიცხვის ზრდაც საკმარისი იქნება. მისისიპიში ბაზირებულმა კომპანია “ტუინ ქრიკს ტექნლოჯიზმა” შეიმუშავა მზის ელემენტების წარმოების სრულიად ახალი პროცესი, რომელიც მზის ელემენტებს ორივე მიმართულებით უმჯობესებს. ეს პროცესი, უფრო მეტი და ეფექტური ელემენტის ორჯერ იაფად წარმოების საშუალებას იძლევა.
იხილეთ სრულად

ჰუმანოიდი ASIMO დამოუკიდებელი გახდა

დატოვე კომენტარი

კომპანიამ Honda Motor ჰუმანოიდის ASIMO განახლებული ვერსია შექმნა. სიახლე მსოფლიოში პირველ საქციელის მართვის ავტონომიურ ტექნოლოგიას იყენებს. მისი წყალობით ASIMO-ს ოპერატორის კონტროლის გარეშე მოძრაობის გაგრძელება შეუძლია. ამას გარდა, რობოტს გაუმჯობესებული «ინტელექტი» და სიტუაციებისადმი ადაპტაციის ფიზიკური უნარი აქვს.

იხილეთ მეტი

მობილური ტელეფონების მომავალი

2 Comments

nokia-მ შემოგვთავაზა ყველაზე ყველაზე საინტერესო მოდელები მომავლის მობილური ტელეფონისა. ეს მობლური  ტელეფონია nokia 888, რომელიც მუშაობს თხევად ელემენტებზე, რეაგირებს ხმოვან სიგნალებზე და აქვს touchscreen-ი. მისი დიზაინი შექმნა Tamer Nakisci-მ და მოიგო Nokia Design Award-ი. ამ პოსტში მობილური ტელეფონის მომავლის კიდევ 8 მოდელს იხილავთ.

იხილეთ მეტი

Apple -მა iPod პლეერების ყველა მოდელი განაახლა

დატოვე კომენტარი

კორპორაცია Apple -მა iPod პლეერების ყველა მოდელი განაახლა. ახალი მოდელები კომპანიის ხელმძღვანელმა სტივ ჯობსმა წარადგინა.
წარმოდგენილი იყო ახალი მოდელები iPod nano, iPod shuffle და iPod touch. ამ უკანასკნელს დაემატა ზედა და უკანა პანელზე განთავსებული ორი ვიდეოკამერა.   პირველი FaceTime -ის მომსახურების დახმარებით განახორციელებს ვიდეოზარებს, მეორე კი მაღალი სიმკვეთრის სტანდარტის ვიდეოს ჩაიწერს.
iPod touch–ის პლეერი ოპერაციული სისტემა iOS 4.1 – ით იქნება აღჭურვილი.  გარდა ამისა, მათ ექნებათ თხევად–კრისტალური სენსორული ეკრანი, რომელიც Retina Display- ს ტექნოლოგიით არის დამზადებული. ასეთივე ეკრანები გამოიყენება სმარტფონებისთვის iPhone 4. პლეერები ერთხელ დატენილი ბატარეით 40 საათის განმავლობაში იმუშავებენ.
ეს პლეერები აშშ–ში გაყიდვაში  6 სექტემბრის შემდეგ გამოვა. წარმოდგენული იქნება მახსოვრობის მოცულობაზე დამოკიდებული სამი მოდელი. მათი ღირებულებაც მახსოვრობის სიდიდით იქნება განსაზღვრული: 8 გიგაბაიტის მქონე მოდელი 229 აშშ დოლარი ეღირება, 32 და 64 გიგაბაიტიანი კი  შესაბამისად 299 და 399 აშშ დოლარი.
8 და 16 გიგაბაიტიანი  iPod nano პლეერის ღირებულება 149 და 170 აშშ დოლარი იქნება. ისინი 6 განსხვავებული ფერით იქნება წარმოდგენილი. მათი ავტონომიური მუშაობის დრო 24 საათს შეადგენს.
ყველაზე პატარა პლეერი iPod shuffle 2 გიგაბაიტიანი მახსოვრობით არის აღჭურვილი. ის 49 აშშ დოლარი ეღირება და ხუთ ფერში იქნება წარმოდგენილი.

წყარო :  onlinenews.ge

სტადიონი მზის ენერგიაზე

დატოვე კომენტარი


ბოლო დროის უახლესი სტადიონების აშენება შეჯიბრს ემსგავსება, ამ შეჯიბრში მონაწილეობას იღებს როგორც დიდი ასევე პატარა ქვეყნები, ამ კვირაში ტაივანში გაიმართა ახალი სტადიონის გახსნის ცერემონია.

სტადიონი მთლიანად მზის ენერგიაზე მუშაობს. სულ სტადიონზე დამონტაჟებული 8844 მზის ენერგიის პლასტინა, რის შედეგადაც სტადიონს აქვს უდიდესი ელექტროენერგია და რაც მთავარია ეკოლოგიურად სუფთა.

არქიტექტორები აცხადებენ რომ სტადიონი შეიმუშავებს 1.44 გეგავატს საათში. 2009 წლის ივლისში ამ სტადიონზე ჩატარდება მსოფლიო შეჯიბრებები, იმ სპორტის სახეობებში რომლებიც არ შედიან ოლიმპიურ თამაშებში.

ევროპელმა მკვლევარებმა ემოციური რობოტი გამოიგონეს

დატოვე კომენტარი

ევროპელ მკვლევართა ჯგუფა რობოტი Nao წარადგინა, რომელიც ემოციებს გამოხატავს, წერს გაზეთი The Guardian. მეცნერთა მტკიცებით, მათ ცადეს ბავშვის სიცოცხლის პირველი წლების მოდელირება და Nao თავისი ემოციური განვითარებით ერთი წლის ბავშვის მგრძნობელობის დონეს შეესაბამება.
Nao თავის ემოციებს პოზებითა და ჟესტებით გამოხატავს, სიტყვებს პრაქტიკულად არ გამოთქვამს მიუხედავად იმისა, რომ ხმის ჩანაწერების გამეორება შეუძლია. რობოტის შემქმნელებმა ასევე არ გაითვალისწინეს მიმიკა. Nao-ს  ცილინდრისებულ თავზე განთავსებულია ორი უძრავი ხვრელი თვალებისთვის და ერთიც პირისთვის.
Nao გამოხატავს ბედნიერებას, მწუხარებას, შიშსა და სხვა ემოციებს. მკვლევარები ამტკიცებენ, რომ რობოტს დამოუკიდებლად შეუძლია  შექმნას და აჩვენოს  გრძნობების ახალი სახეობები.  ვიდეოკამერების საშუალებით Nao  ადამინის შეხებასა და მოქმედების შესაბამისად იმოქმედებს. მას შეუძლია რადენიმე ხასიათის შეცვლა და აგრეთვე გარეგან გამაღიზიანებლებზეც რეაგირებს.
მომავალში, გამომგონებლების აზრით, რობოტები ადამიანების პირად დამხმარეებად მოგვევლინებიან. კარგი მუშაობისთვის მათ პატრონთან ემოციური ურთიერთობის და

Older Entries

%d bloggers like this: