მთავარი

პითაგორა

დატოვე კომენტარი

23449105b9b2
ტრადიციულად, პითაგორას წინასწარმეტყველი-ჯადოქრის, სასწაულთმოქმედის სახით გვიხატავენ. მას მიეწერება დაფარული ცოდნის ფლობა, რომელსაც მხოლოდ განდობილთ უზიარებდა და რომელიც თავისი მფარველი ღვთაების-აპოლონისგან მიიღო დელფოსელი ქურუმი ქალის, თემისთოკლეას, პირით.

სრულად

Advertisements

მერაბ მამარდაშვილი – Merab Mamardashvili

3 Comments


მერაბ მამარდაშვილი – Merab Mamardashvili

ლანდები მოითხოვენ გაცილებით მეტ სისხლს, ვიდრე ყველაზე ბოროტი სახელმწიფო ან ხელისუფლება.
მერაბ მამარდაშვილი

„მერაბ მამარდაშვილი გულადი კაცი იყო. სახალხო ფრონტის ყრილობაზე, როცა ფილარმონიის დარბაზი ჰგავდა გლადიატორთა ბრძოლას, მერაბმა გაბედა და თქვა: – უპირველესი არის ჭეშმარიტება! საპასუხოდ უყვირეს: სამშობლო! და მაშინვე მთელი დარბაზი ისევ ლანდებში გადააგდეს. დაიმსხვრა სოციალისტური ლანდები და შეიქმნა ეროვნული ლანდები“ – ელდარ შენგელაია.

სრულად

აბუ ალი იბნ სინა

დატოვე კომენტარი

აბუ ალი იბნ სინა

დაიბადა 980 წელს, სოფელ აფშანაში, ბუხარის მახლობლად, — გარდაიცვალა. 18 ივნისს, 1037 წელს, ჰამადანიში.

ფილოსოფოსი, ექიმი და პოეტი. მოღვაწეობდა ბუხარაში, ხვარაზმსა და სპარსეთშიისლამის რელიგიის ჩარჩოებში შეძლო ანტიკური ფილოსოფიისა და მეცნიერების კრიტიკულად ათვისება და თავისი დროის მთელი ცოდნის სისტემატიზაცია. მისი მთავარი შრომაა ფილოსოფიურიენციკლოპედია, რომელიც მოიცავს ლოგიკას, ფიზიკას, მათემატიკასა და მეტაფიზიკას.

სრულად

არისტოტელე

დატოვე კომენტარი

არისტოტელე

არისტოტელე დაიბადა (ძვ. წ. 384-322) მაკედონიის ქ.სტიგარში, ბერძნულ კოლონიაში. მამამისი – ნიკომახე იყო ექიმი და მეგობარი მაკედონიის მეფის – ფილიპეს მამის – ამნისტისა. მან შეასწავლე ბუნებისმეტყველება, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არისტოტელეს მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. მამა დრე მოუკვდა და 17 წლამდე იგი ვინმე პროკსენმა აღზარდა. შემდეგ არისტოტელე 18 წლის ასაკში ჩადის ათენში სადაც 20 წლის განმავლობაში სწავლობს პლატონის სკოლაში. არისტოტელეს ძალიან უყვარდა თავისი მასწავლებელი, თუმცა მისი საწინააღმდეგო თვალსაზრისიც კი შეიმუშავა, იგი ამბობდა: მიყვარს პლატონი, მაგრამ კიდევ უფრო მეტად მიყვარს ჭეშმარიტებაო.

იხილეთ სრულად

კონფუცი

დატოვე კომენტარი

კონფუცი (ნამდვილი სახელი კუნგ ფუძი; ჩინ. 孔子 ან 孔夫子; დ. 28 სექტემბერი, ძვ. წ. 551 , ციუიფუ — გ. ძვ. წ. 479) — ჩინელი ფილოსოფოსი. მისმა სწავლებამ დიდი გავლენა იქონია ჩინეთსა და აღმოსავლეთ აზიაზე. მისი ნამდვილი სახელია – კუნი, მაგრამ ლიტერატურაში ხშირად მოხსენიებულია, როგორც კუნ-ცზი, კუნ ფუ-ძი (“მასწავლებელი კუნი”) ან უბრალოდ ძი – “მასწავლებელი” (ამის მიზეზია ის, რომ კონფუცი უკვე 20 წლის ასაკში ცნობილი მასწავლებელი იყო).
ტრადიციის მიხედვით, კონფუცი ქრისტეშობამდე 551 წელს ჩუნციუს პერიოდში, ქალაქ ციუიფუს (曲阜) მახლობლად დაიბადა (ყოფილი ლუს სახელმწიფო, დღეს შედის შანდუნის პროვინცაში). ადრეული ჟამთაღმწერები მოგვითხრობენ რომ ის დაიბადა ღარიბ თუმცა კეთილშობილ ოჯახში.

იხილეთ სრულად

პლატონი

დატოვე კომენტარი

პლატონი (ბერძ: Πλάτων Plátōn) (დაახ. 21 მაისი ?, ძვ.წ. 427347) — ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კლასიკური ხანის ბერძენი ფილოსოფოსი, სოკრატეს მოსწავლე, არისტოტელეს მასწავლებელი, ფილოსოფიური დიალოგების ავტორი, ათენის აკადემიის დამფუძნებელი.

იხილეთ სრულად

სოკრატე

დატოვე კომენტარი

სოკრატეს დახასიათება ისტორიული გაურკვევლობის ნათელი ილუსტრაციაა. თუ სოკრატეს ოდესმე ერთი სიტყვა მაინც დაუწერია, ჩვენამდე მას არ მოუღწევია. მაშასადამე, სოკრატეზე თანამედროვე წარმოდგენა მთლიანად ისეთ მეორად წყაროებს ეყრდნობა, როგორიცაა პლატონის, არისტოტელეს, არისტოფანესა და ქსენოფონტის ნაშრომები. არისტოფანე ცნობილი იყო, როგორც სატირიკოსი, და ამგვარად სოკრატეს მისეული დახასიათება გაზვიადებული, გადაჭარბებული ან სრულიად ფალსიფიცირებული შეიძლება იყოს.

გაგრძელება>>

Older Entries

%d bloggers like this: