მთავარი

სხეულის ენა …

1 კომენტარი

არსებობს კომუნიკაციის 3 სახე: ვერბალური, არავერბალური და პარავერბალური. პროცენტულად ეფექტური კომუნიკაციისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორები შემდეგნაირად ნაწილდება: 7%-რა სიტყვებს ვიყენებთ, 30%- როგორ ვიყენებთ და 63% მოდის არავერბალურ ნაწილზე, რადგან 70%-ს ადამიანი თვალით აღიქვამს.

ეს მონაცემები მიუთითებს არავერბალური ურთიერთობის, ჟესტის, მიმიკის დიდ მნიშვნელობაზე. მისი თავისებურება ისაა, რომ იგი ეყრდნობა არაცნობიერ იმპულსებს და მეტად სანდოა, ვიდრე ურთიერთობის ვერბალური არხები. სხეულის ენის სირთულეს ისიც წარმოადგენს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში და კულტურაში ჟესტები სხვადასხვაგვარად აღიქმება. ამიტომ, როდესაც ბიზნესით, ან სხვა ისეთი საქმიანობით ხართ დაკავებული, რაც სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ურთიერთობას მოითხოვს, უნდა იცოდეთ რამდენიმე ძირითადი ჩვეულება. მაგალითად: • თვალით კონტაქტი იაპონიაში უხეშობად ითვლება.ისინი უმეტესად დაბლა- ფეხსაცმელზე ან ჰაერში იყურებიან, ამიტომ ეცადეთ მათ არ მიაშტერდეთ.

სრულად

არავერბალური კომუნიკაცია

1 კომენტარი

არავერბალური კომუნიკაცია, ეს არის კომუნიკაციის პროცესი, როდესაც მეტყველების გარეშე ხდება ინფორმაციის გაცვლა. ესენი შეიძლება იყოს: სხეულის ენა, სახის გამომეტყველება, პოზა, თვალებით კონტაქტი. სიტყვები გვაწვდიან ჩვენ ლოგიკურ ინფორმაციას, ჟესტები მიმიკა და ხმის ტემბრი კი ამ ინფორმაციას ამყარებენ.
იცით თუ არა რომ, მეტყველებით ინფორმაციის მხოლოდ 7%-ის გადაცემა ხდება, ხოლო არავერბალური კომუნიკაციისას 92%-ის. აქედან ჟესტებს, პოზას და სახის გამომეტყველებას დაახლოებით 55% უჭირავს, 38% კი ხმის ინტონაციასა და საუბრის ტემპს.
ვერბალურ კომუნიკაციას ანუ მეტყველებას ძირითადად თავისუფლად ვაკონტროლებთ. საქმე სხვანაირადაა არავერბალური კომუნიკაციისას. ის არ ექვემდებარება ცნობიერს და ქვეცნობიერად ხდება მათი ცვლილება. მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციის ეს ორი გზა ემთხვეოდეს ერთმანეთს, აი თუ არ ემთხვევა საქმე ცუდადაა, გვეუბნებიან ერთს, ფიქრობენ მეორეს. მათი ქვეცნობიერი კი გასცემს მათ.
შევეცდები რამოდენიმე ჟესტი აგიხსნათ.
იხილეთ მეტი

ეფექტური კომუნიკაცია

დატოვე კომენტარი

კომუნიკაციის რაობა და ნაირსახეობები

კომუნიკაცია არის კომპლექსური ორმხრივი პროცესი, რომელიც მოიცავს შეტყობინების კოდირების, გადაცემისა და გაშიფრვის პროცესს. ეფექტური კომუნიკაცია საჭიროებს კარგ კომუნიკატორს, რომელიც თავის შეტყობინებას წარმოდგენილ აუდიენციას ნათლად და ეფექტურად გადასცემს. კომუნიკაციას დიდი როლი ენიჭება ადამიანებს შორის ურთიერთობაში.
არსებობსვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია:

იხილეთ მეტი